ჩვეულებრივი კოფრჩხილა
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან Falcaria vulgaris)
| ჩვეულებრივი კოფრჩხილა | ||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ფოთოლი | ||||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||||
| Falcaria vulgaris Bernh., 1800 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ჩვეულებრივი კოფრჩხილა[1] (ლათ. Falcaria vulgaris) — ორწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა. სიმაღლეში 20-60 სმ-ია, ლეგა ფერის, შიშველი. აქვს სწორი, მომრგვალო, წვრილღარებიანი, შუა ნაწილიდან ან თითქმის ძირიდანვე გაფარჩხულად დატოტვილი ღერო. ფოთლები ტყავისებურია, გრძელყუნწიანი, ფირფიტა განკვეთილია სამად, კიდეზე ხორკლებიანი ან ბასრხერხკბილა. ქოლგა მრავალია, ტოტების კენწეროებზეა შეკრებილი თითქმის ფარისებურ საგველად. საბურვლისა და საბურველაკის ფოთოლაკები ხაზურ-ჯაგრისებურია. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს ივლის-აგვისტოში. გავრცელებულია კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, მცირე და შუა აზიაში. გვხვდება სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. იზრდება ველებზე, ღია, მშრალ, ქვიან ფერდობებზე, ზოგჯერ გვხვდება ნათესებში, როგორც სარეველა.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 702.
- ↑ სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 44.