Face the Shadow (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Face the Shadow“
სინგლი — Genealogy
გამოსვლის თარიღი 2015 წლის 12 მარტი
ჩაიწერა 2015 წლის თებერვალი
ჟანრი პოპი
ხანგრძლივობა 3:02
ხმისჩამწერი ლეიბლი AMPTV, Universal Music
ავტორ(ებ)ი ინა მკრტჩიანი
კომპოზიტორი არმენ მარტიროსიანი

Face the Shadow (ქართ. შეხედე ჩრდილს) — სომხური ჯგუფის Genealogy სიმღერა, რომლითაც წარადგინეს ქვეყანა 2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 2015 წლის 23 მაისს. მათ დაიკავეს საერთო ჯამში მე-16 ადგილი და მიიღეს 34 ქულა 8 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან მაქსიმალური 12 ქულა. სიმღერის ავტორი არმენ მარტიროსიანია, ხოლო ტექსტი ეკუთვნის ინნა მკრტჩიანის.

შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის ტექსტი დაწერა ინა მკრტჩიანმა, ხოლო მუსიკა შექმნა არმენ მარტიროსიანმა, რომელსაც ეკუთვნის ასევე ევა რივასის 2010 წლის სიმღერა ,,Apricot Stone".[1][2] ევროვიზიის ოფიციალურ საიტზე ნათქვამია, რომ სიმღერის მთავარი მესიჯია ,,ბედნიერება იბადება მაშინ, როდესაც ადამიანები გაერთიანდებიან და იცხოვრებენ ჰარმონიაში საკუთარ თავთან და ოჯახებთან ერთად".

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის მუსიკალური ვიდეო გადაიღეს 2015 წლის თებერვლის ბოლოს. ვიდეო კლიპის რეჟისორმა განაცხადა, რომ ვიდეოს მთავარი აზრი შთაგონებული იყო ჯგუფის სახელითა და ლოგოთი. ასევე ევროვიზიის კონკურსის ოფიციალურ საიტზე ნათქვამია ,,ვიდეოს კონცეფცია არის გენეალოგიის იდეა: ტყვედ ჩავარდნილი ოჯახი განიხილება, როგორც კაცობრიობის სიმბოლო, რომლის საფუძველია თაობების ცვლა და ფენომენი, რომ ახალი თაობა ყოველთვის ცვლის წინა თაობას და ატარებს ტრადიციებს და ღირებულებებს".

მუსიკალური ვიდეოს დიზაინერია არმენ გალიანი, რომელიც აერთიანებს სომხურ და ევროპულ მოდის მიდგომებს. ვიდეოში წარმოდგენილი არიან შემსრულებლები, რომლებიც მღერიან ნაცრისფერ ლაბირინთში, აცვიათ სამოსი წინაპრების სურათებით. კადრშო დროდადრო ჩნდება ოჯახები სცენები, რომლებიც იღებენ ფოტოსურათებს პირველი მსოფლიო ომის დროს. ვიდეოს დასკვნით სცენაში, Genealogy–ს ექვსი წევრი, პირველი მსოფლიო ომის სტილის სამოსით, ერთად პოზირებენ. მუსიკალური ვიდეოს პრემიერა შედგა 12 მარტს სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში და აიტვირთა ევროვიზიის ოფიციალურ YouTube არხზე.

შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერა გამოქვეყნებისთანავე გახდა დავის საგანი იმის გამო, რომ სიმღერა შეიცავდა პოლიტიკურ შეტყობინებებს. კერძოდ, ითვლებოდა, რომ სიმღერა მიძღვნილი იყო სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა პატივსაცემად (რომელთა 100 წლის იუბილე აღინიშნა კონკურსამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, 2015 წლის 24 აპრილს). სიმღერას თავიდან ერქვა ,,Don't Deny", თუმცა შემდეგ გადაერქვა სახელი. სიმღერის ტექსტით და ორიგინალური სათაურით სიმღერა აღიქმება როგორც გენოციდის აღიარების მოწოდება. კრიტიკოსებმა ასევე განაცხადეს, რომ სიმღერის კლიპი შეიცავს ვიზუალს, რომელიც მიანიშნებს გენოციდზე, ერთ სცენაში ჯგუფის წევრები იღებენ საოჯახო ფოტოს პირველი მსოფლიო ომის დროინდელ კოსტიუმებში, შემდეგ კი ქრებიან მხედველობიდან. აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს სიმღერა და განაცხადეს, რომ ისინი ,,ადეკვატურად მოიქცეოდნენ", რათა კონკურსი არ შეეწირათ ,,ქვეყნის პოლიტიკურ ამბიციებს".[3][4][5][6]

2015 წლის 16 მარტს სომხეთის დელეგაციამ გამოაცხადა, რომ ისინი შეცვლიდნენ სიმღერის სახელს სიმღერის შესაძლო პოლიტიკური თემების შესახებ შეშფოთების გამო. სიმღერამ მიიღო 10 ქულიდან 7.19 ევროვიზიის ბლოგის Wiwibloggs ჟიურისგან.[7]

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერა მოხვდა ისლანდიის სინგლების ჩარტში და დაიკავა 47-ე პოზიცია.

ჩარტი (2015) პოზიცია
ისლანდია (Icelandic Singles Chart) 47

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Armenia: Watch the video of "Don't Deny". EBU. ციტირების თარიღი: March 15, 2015
  2. About Eva Rivas. EBU. ციტირების თარიღი: March 15, 2015
  3. Siim, Jarmo. Armenia changes song title. European Broadcasting Union (17 March 2015). ციტირების თარიღი: 17 March 2015
  4. Azerbaijan to adequately act if Armenia turns Eurovision into political arena. ციტირების თარიღი: 22 March 2015
  5. Lomsadze, Giorgi. Armenia Takes Genocide-Recognition to Eurovision (13 March 2015). ციტირების თარიღი: 22 March 2015
  6. Possible messages for recognition of 'Armenian genocide' in Armenia's song for Eurovision to be looked for. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 თებერვალი 2016. ციტირების თარიღი: 22 March 2015
  7. „Wiwi Jury: Armenia's Genealogy with "Face the Shadow". May 17, 2015. ციტირების თარიღი: 24 February 2016.