Everybody Jam! — ამერიკელი მომღერალ და მუსიკოს სკეტმენ ჯონის მეორე სტუდიური ალბომი, გამოცემული აღნიშნული ფსევდონიმით. იგი გამოვიდა 1996 წლის 25 ნოემბერს. მიუხედავად იმისა, რომ სინგლებმა Everybody Jam! და Let It Go მნიშვნელოვანი პოპულარობა არ იქონიეს, იაპონიაში ძალიან წარმატებული იყო დამატებითი სიმღერები Pripri Scat და Su Su Su Super Kirei. ალბომში ასევე შეტანილია The Invisible Man, Queen-ის სიმღერის სკეტმენისეული ვერსია. სიმღერა U-Turn მანამდე უკვე ცნობილი იყო, როგორც სინგლის Song of Scatland b-მხარე, სახელით Hey You.
იაპონურ ჰიტ-აღლუმებში დისკმა #17, ხოლო შვეიცარიაში - #45 ადგილამდე მიაღწია.[1]