Europebet

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Europebet
ტიპი შვილობილი
დარგი აზარტული თამაშები
დაფუძნდა 2010; 12 წლის წინ (2010)
სათაო ოფისი თბილისი, საქართველო
პროდუქცია სლოტ-თამაშები, რულეტი, სპორტბეთინგი, პოკერი
მფლობელი Bettson Group
თანამშრომელი 565
რეგისტრაცია სავალდებულო
საიტი europebet.com/ka

Europebet — ქართული გემბლინგ კომპანია, რომელიც დაარსდა 2010 წლის ნოემბერში.[1] 2015 წლიდან Europebet საერთაშორისო კომპანია Bettson Group-ის წევრია. Europebet მომხმარებლებს სხვადასხვა პროდუქტს სთავაზობს, როგორებიცაა სპორტბეთინგი, ონლაინ-სამორინე, პოკერი, ბლექჯეკი, რულეტები, სლოტ თამაშები, კენო და რეგიონის კლასიკური თამაშები — ნარდი, დომინო, ბურა და სეკა. კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 365 საშტატო თანამშრომელი და 200-მდე კონტრაქტორი.

ევროპაბეთი დაარსდა 2010 წელს და ოპერირებდა ოფლაინ სეგმენტზე — სლოტების სათამაშო აპარატები და ტოტალიზატორები. 2010 წელს გაეშვა ონლაინ ვერსია, სპორტის და კაზინოს პროდუქტებით. 2011 წელს ევროპაბეთს დაემატა ონლაინ-პოკერი, ხოლო იმავე წელს დაემატა პოპულარული თამაში — ნარდი. 2012 წელს დაემატა ონლაინ-სლოტები.[1]

2015 წლის ივნისში 100%-იანი მართვის უფლებით, ევროპაბეთი მილიონ 50 მილიონი დოლარის სანაცვლოდ შეიძინა შვედურმა საერთაშორისო კომპანია Bettson Group-მა.[2] Bettson Group-ის განცხადებით 35 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება 1 წლის შემდგომ მოხდება იმ პირობით, თუ სათამაშო რეგულაციები არ შეიცვლება.[3] 2018 წელს ევროპაბეთმა შექმნა სპორტული პორტალი Popsport.com, იმავე წელს კი შექნნა მუსიკალური პორტალი Popmusic.ge.

ევროპაბეთის სალაროები ხელმისაწვდომია 10 დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ხაშურში, ოზურგეთში, ჭიათურაში, გორსა და თელავში.

Europebet-ის კაზინოთი და სლოტ-კლუბით სარგებლობა შესაძლებელია თბილისში, ბათუმში, თელავსა და ოზურგეთში. ევროპაბეთის ტოტალიზატორი ხელმისაწვდომია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ხაშურში, ოზურგეთსა და თელავში[4]

2014 წლიდან ევროპაბეთის მინი ფეხბურთის გუნდი მონაწილეობას იღებს ბიზნეს ჩემპიონთა ლიგაზე.[5] გუნდი ზედიზედ 3 წლის განმავლობაში ტურნირის ფინალისტია.

2015 წელს ევროპაბეთის პოკერ რუმები მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურნირის WPT (World Poker Tour) მასპინძელი გახდა.[3] WPT ტურნირებში მონაწილეობა 500-ზე მეტმა მოთამაშემ მიიღო. WPT ტურნირის საერთო საპრიზო ფონდმა 200 ათასი დოლარი შეადგინა.[6][7]

2016 წელს ევროპაბეთმა ნარდის საერთაშორისო ტურნირს „Backgammon World Cup“-ს უმასპინძლა. ტურნირი ევროპაბეთსა და „Backgammon Club“-ის ორგანიზატორობით ჩატარდა და საპრიზო ფონდი 120 ათასი დოლარი იყო.[8]

ევროპაბეთის პარტნიორები არიან: SB Betting,[9] Betradar,[10] Nsoft, Betgenius,[11] Evolution gaming,[12] GCompany, EGT, NetEnt,[13] Novomatic, Yggdrasil, Igrosoft, iSofBet, Pragmatic, Play’n GO, Playson, Endorphina[14] და QuickFire.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ევროპაბეთის ისტორია ოფიციალურ საიტზე. Europebet. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო 2018‎.
  2. Betsson Acquires Europe-Bet For $50 Million. casino.org (29 ივნისი, 2015). ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2018.
  3. 3.0 3.1 ონლაინ თამაშების ლიდერის „ევროპა-ბეთის“ შეძენის შემდეგ საქართველოს „ბეთსონ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. „მსოფლიო სპორტი“ (17 აგვისტო, 2015). ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2018.
  4. ფილიალები. Europebet. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2018.
  5. ქეთო რაზმაძე. (1 აგვისტო, 2018) ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა. popsport.com. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2018.
  6. World Poker Tour ისტორიული პირველი ტურნირი საქართველოში დაიწყო!. „კვირის პალიტრა“ (30 მაისი, 2015). ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2018.
  7. World Poker Tour Partners with Europe-Bet for Georgia Events. cardschat.com (16 თებერვალი, 2015). ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2018.
  8. WORLDWIDE TROPHY GEORGIA 2016 & WORLDWIDE TEAM CHALLENGE. wbf.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-20. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2018.
  9. Customers. sb-betting.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-01. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2018.
  10. Betradar unveil new product: Virtual Horse Classics. sportradar.com (24ივლისი, 2013).
  11. PARTNERS. betting.geniussports.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-13. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2018.
  12. EACH CLIENT IS UNIQUE. evolutiongaming.com. ციტირების თარიღი: 25 აგვსიტო, 2018.
  13. Betsson renews agreement with Net Entertainment. netent.com (27 აპრილი, 2010). ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2018.
  14. PARTNERS. endorphina.com. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2018.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Europebet&oldid=4287768“-დან