Embryo (პინკ ფლოიდის სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Embryo“
სიმღერა - პინკ ფლოიდი, ალბომიდან Picnic - A Breath of Fresh Air
გამოსვლის თარიღი მაისი 1970
ჩაიწერა ნოემბერი 1968
ჟანრი ფსიქოდელიური როკი, პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 4:39
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records (ბრიტანეთი)
ავტორი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი ნორმან სმითი

Embryo“ (ასევე ცნობილი, როგორც The Embryo) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა.[1][2] იგი სრულდებოდა ჯგუფის მიერ, 1970-1971 წლების კონცერტებზე, მაგრამ მის სტუდიურ ალბომებში არასოდეს შესულა. ერთადერთი ცნობილი სტუდიური ვერსია შეტანილია ჯგუფის კომპილაციურ Works და ლეიბლის Harvest Records მიერ 1970 წელს გამოცემულ კომპილაციაში Picnic - A Breath of Fresh Air.

დევიდ გილმორი:

Embryo ჩავწერეთ 1968 ან 1969 წელს და არ დაგვიმთავრებია. რაღაც მიზეზის გამო ყველა შეეშვა. ჩაწერა არ დაგვიმთავრებია. EMI-მ ხმის მიქსისთვის ნორმან სმითი მიიწვია და ჩვენი თანხმობის გარეშე გამოსცეს. ეს არის ერთ-ერთი იმ მცირე რაოდენობის სიმღერებიდან, დაუსრულებელი რომ დარჩა.

საკონცერტო შესრულებისას კომპოზიციას, როგორც წესი, იმპროვიზაციული ნაწილის მსვლელობისას ახლდა ბავშვების სიცილი და სხვადასხვა სტერეოეფექტი, რომელსაც რიკ რაიტის ინსტრუმენტები გამოსცდემდნენ. საკონცერტო შესრულება 25 წუთამდეც გრძელდებოდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.