elementary OS

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
elementary OS
Elementary OS logo.svg
Elementary OS Loki 0.4.png
elementary OS "Loki"
შემქმნელი Q61180486
ოპერაციული სისტემის ოჯახი იუნიქსისავით
წყაროს მოდელი ღია წყარო
პირველად გამოვიდა 31 მარტი 2011; 8 წლის წინ (2011-03-31)
უკანასკნელი გამოშვება 0.4.1 "Loki" / 17 მაისი 2017; 23 თვის წინ (2017-05-17)[1]
ხელმისაწვდომი ენები მრავალენოვანი
განახლების მეთოდი APT (AppCenter)
პაკეტების მენეჯერი dpkg
მხარდაჭერილი პლატფორმები x86-64
ბირთვის ტიპი x86, x86-64
სამომხმარებლო
სივრცე
Pantheon[2]
ოფიციალური საიტი elementary.io

elementary OSლინუქსის დისტრიბუტივი, დაფუძნებული უბუნტუზე. იგი იყენებს სამუშაო დაფას, რომელსაც საკუთარი გარსი, Pantheon[3] აქვს და ინტეგრირებულია elementary OS-ის სხვა პროგრამებთან, რომელთა შორის არის სამაგრი, ბრაუზერი Midori და Scratch (მარტივი ტექსტური რედაქტორი). ფანჯრების მენეჯერის სახით გამოიყენება Gala,[4] დაფუძნებული Mutter-ზე.[3]

თავდაპირველად ეს დისტრიბუტივი შეიქმნა, როგორც ვიზუალური თემების და პროგრამების კრებული, განკუთვნილი უბუნტუსთვის. მოგვიანებით იგი ცალკე დისტრიბუტივად გადაამუშავეს. [5] ეფუძნება რა უბუნტუს, იგი თავსებადია მისთვის დაწერილ პროგრამებთან და მათი დაყენებისთვის იყენებს უბუნტუს პროგრამულ ცენტრს. მისი მომხმარებლის გარემო მიზნად ისახავს ახალი მომხმარებლებისთვის ინტუიციურობას, რესურსების დიდი რაოდენობის მოხმარების გარეშე.[6]

დიზაინის ფილოსოფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროექტი elementary OS მიზნად ისახავს GNU/ლინუქსის სხვა დისტრიბუტივების პრობლემების გადაწყვეტას, კერძოდ:

  • უფრო მეტ გლობალურ ესთეტიკას, მოხმარებლის გარემოს გამარტივებით;
  • პროგრამული დამოკიდებულების შემცირებით - ძირითადი პროგრამების გამოყენებით, რომლებიც დაწერილია C-ზე ან Vala-ზე;
  • შეამციროს ტერმინალის ემულატორის მოხმარების აუცილებლობის სიხშირე;

მიუხედავად იმისა, რომ არ ეწინააღმდეგება GNU-ს ფილოსოფიას,[7] ეს შეგნებული არჩევანი დიზაინის მხრივ განსხვავდება GNU/ლინუქსის დისტრიბუტივების უმრავლესობის ამოცანებისგან: სამუშაო დაფის გარემოს თავისუფლად მორგებისგან. ამის სანაცვლოდ, elementary OS-ის სამომხმარებლო მოწყობილობის ინტერფეისის წესები ყურადღებას აქცევს სწრაფ სარგებლიანობას სწავლის მშვიდი მრუდით[8] და არა სრულფასოვანი მორგებით. სამი ძირითადი წესი, რომელსაც იყენებს სისტემის დეველოპერი, არის: სიზუსტე, კონფიგურირებისგან თავის არიდება და მინიმალური დოკუმენტაცია.[9]

შექმნის დროიდან, elementary OS-ს წილად ხვდა როგორც მოწონება, ასევე კრიტიკა - დიზაინისთვის რომელიც, ჰგავს OS X-ს და მოხმარების პროცესისთვის.[10][11]

პროგრამული კომპონენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინსტალაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

elementary OS ვრცელდება უფასოდ (სურვილისამებრ, დეველოპერებისთვის თანხის შეწირვის არჩევანით), Live CD/Live USB-ის სახით, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სისტემა გამოსცადონ მისი ინსტალირების გარეშე. ინსტალატორი არის Ubiquity, უბუნტუს და დაკავშირებული დისტრიბუტივების სტანდარტი.

ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

0.1 Jupiter[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სისტემის პირველი სტაბილური ვერსია იყო Jupiter,[5] გამოქვეყნებული 2011 წლის 31 მარტს[12] და დაფუძნებული უბუნტუ 10.10-ზე. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი მხარდაჭერა შეწყდა, ამიტომ elementary OS-ის საიტზე სისტემის ინსტალატორი ხელმისაწვდომი არ არის.[13][14]

0.2 Luna[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

elementary OS 0.2 "Luna"

2012 წლის ნოემბერში გამოვიდა სისტემის ახალი, კოდური სახელის Luna მქონე ვერსია, რომელიც იყენებს Ubuntu 12.04 LTS-ს.[15] მისი მეორე ბეტა ვერსიას გამოვიდა 2013 წლის 6 მაისს, 300-ზე მეტი შეცდომის შესწორებით და რამდენიმე ცვლილებით, როგორიც არის რამდენიმე ლოკალიზაციის და მონიტორის მხარდაჭერა და განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა.[15][16] 2013 წლის 7 აგვისტოს ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა საათი ათვლით, რომელიც დროს 2013 წლის 10 აგვისტომდე ითვლიდა.[17] elementary OS-ის მეორე სტაბილური ვერსია, Luna, ამავე დღეს გამოვიდა, რასაც ახლდა ოფიციალური საიტის დიზაინის ცვლილებაც.[18]

0.3 Freya[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

elementary OS 0.3 "Freya"

მესამე სტაბილური ვერსიაა Isis, შემოთავაზებული იყო დანიელ ფორეს მიერ, 2013 წლის აგვისტოში.[19] მოგვიანებით მისი სახელი შეიცვალა ისლამური სახელმწიფოს აბრევიატურასთან (ISIS) მსგავსების გამო[20]. ეს ვერსია ეფუძნება Ubuntu 14.04 LTS-ს, გამოსულს 2014 წლის აპრილში.[19] Freya-ს პირველი ბეტა გამოვიდა 2014 წლის 11 აგვისტოს.[21] მეორე ბეტა გამოვიდა 2015 წლის 8 თებერვალს.[22] საბოლოო ვერსია გამოვიდა 2015 წლის 11 აპრილს, მას შემდეგ, რაც რვა დღით ადრე ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა საათი დროის ათვლით.

0.4 Loki[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

elementary OS 0.4-ის კოდური სახელწოდება იყო "Loki". ეს ვერსია გამოვიდა 2016 წლის 98 სექტემბერს.[23] იგი ეფუძნებოდა Ubuntu-ს ხანგრძლივი მდარდაჭერის მქონე ვერსიაზე, რომელიც წლის დასაწყისში გამოჩნდა და მის განახლებულ ბირთვს (4.4). Loki-ში სისტემური შეტყობინებების სისტემა შეიცვალა და დაემატა სტანდარტული პროგრამების რამდენიმე ახალი ნიმუში.

ვერსიების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერი ლეგენდა
წითელი მხარდაუჭერელი ვერსია
ყვითელი ძველი მხარდაჭერილი ვერსია
ოქროს განვითარების ვერსია
მწვანე ბოლო ვერსია
ლურჯი მომავალი ვერსია (განვითარების გარეშე)
ვერსია კოდური სახელწოდება გამოსვლის თარიღი ბაზა
0.1[24][25][26] Jupiter 31 მარტი 2011 Ubuntu 10.10
0.2[27][28] Luna 10 აგვისტო 2013 Ubuntu 12.04 LTS
0.3[29][30] Freya 11 აპრილი 2015 Ubuntu 14.04 LTS
0.3.1 Freya 3 სექტემბერი 2015 Ubuntu 14.04 LTS
0.3.2 Freya 9 დეკემბერი 2015 Ubuntu 14.04 LTS
0.4[31][32][33] Loki 9 სექტემბერი 2016 Ubuntu 16.04 LTS[23]
0.4.1[34] Loki 17 მაისი 2017 Ubuntu 16.04.2 LTS[35]
5.0[36][37] Juno ცნობილი გახდება Ubuntu 18.04 LTS[38][39][40]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Loki 0.4.1 Stable Release! (17 May 2017). წაკითხვის თარიღი: 17 May 2017.
  2. James, Cassidy. (14 November 2012) Hello, Luna Beta 1. წაკითხვის თარიღი: 20 February 2014.
  3. 3.0 3.1 Cassidy James. (14 November 2012) Hello, Luna Beta 1. elementary OS. წაკითხვის თარიღი: 2014-02-20.
  4. Daniel Foré, Sam Tate, Tom Beckmann, and Sergey Davidoff. (15 September 2012) Meet Gala: The Window Manager. elementary OS. წაკითხვის თარიღი: 2013-08-11.
  5. 5.0 5.1 Vishal Gupta. (19 April 2011) elementary OS "Jupiter": Awesome Linux Distribution Based on Ubuntu. AskVG. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-10-20. წაკითხვის თარიღი: 2013-08-11.
  6. Tom Nemec. (13 August 2013) elementary OS ‘Luna’: Eine Mac OS X ähnelnde Linux-Distribution de. Weblogit. წაკითხვის თარიღი: 2014-02-20.
  7. GNU philosophy. GNU Project (16 March 2015). წაკითხვის თარიღი: 2015-04-16.
  8. eOS Human Interface Guidelines. ციტატა: „Users will accomplish tasks more quickly because you will have a straight-forward interface design that isn't confusing or difficult.“ წაკითხვის თარიღი: 2015-04-16.
  9. eOS Design Philosophy. წაკითხვის თარიღი: 2015-04-16.
  10. Elementary OS Luna Released (11 August 2013). წაკითხვის თარიღი: 2015-04-20.
  11. Klint Finley. (25 November 2013) Out in the Open: Say Hello to the Apple of Linux OSes. Wired.
  12. Daniel Foré. (15 August 2015) How old is elementary's project?. elementary blog. წაკითხვის თარიღი: 2015-09-02.
  13. Javier Pastor Nóbrega. (19 October 2012) elementary OS "Jupiter" deja de estar disponible es. MuyLinux. წაკითხვის თარიღი: 2014-02-20.
  14. Alin Andrei. (12 October 2012) elementary OS Jupiter no longer available for download, makes room for Luna. Web Upd8. წაკითხვის თარიღი: 2014-02-20.
  15. 15.0 15.1 Alin Andrei. (14 November 2012) elementary OS Luna beta 1 available for download. Web Upd8. წაკითხვის თარიღი: 2014-02-20.
  16. Michael Larabel. (6 May 2013) elementary OS Luna Beta 2 Released. Phoronix. წაკითხვის თარიღი: 2013-08-11.
  17. Robin Jacobs. (9 August 2013) Mysterious countdown appears on elementary OS website. Muktware. წაკითხვის თარიღი: 2013-08-11.
  18. Robin Jacobs. (11 August 2013) elementary OS Luna says Hello World. Muktware. წაკითხვის თარიღი: 2013-08-11.
  19. 19.0 19.1 Daniel Foré. (16 August 2013) Luna+1's Name and Some Other Stuff. elementary-dev-community mailing list. წაკითხვის თარიღი: 2013-09-14.
  20. Cassidy James. (22 June 2014) elementary OS Isis is now Freya. elementary OS. წაკითხვის თარიღი: 2014-10-01.
  21. Daniel Foré. (11 August 2014) Freya Beta 1 Available for Developers & Testers. elementary OS. წაკითხვის თარიღი: 2014-08-12.
  22. Daniel Foré. (8 February 2015) Freya Beta 2 is here!. elementary OS. წაკითხვის თარიღი: 2015-02-09.
  23. 23.0 23.1 Nestor, Marius. (9 September 2016) elementary OS 0.4 "Loki" Officially Released, It's Based on Ubuntu 16.04 LTS. SoftNews.
  24. elementary OS 0.1 Jupiter - Unremarkable
  25. First Look at Elementary OS [LWN.net]
  26. Elementary OS 'Jupiter' released, reviewed - OMG! Ubuntu!
  27. Elementary OS releases "Luna" [LWN.net]
  28. Elementary OS 0.2 "Luna" review | LinuxBSDos.com
  29. DistroWatch Weekly, Issue 658, 25 April 2016
  30. Elementary OS Freya: Is This The Next Big Linux Distro? | Linux.com | The source of Linux information
  31. DistroWatch Weekly, Issue 685, 31 October 2016
  32. An Everyday Linux User Review Of Elementary OS Loki 0.4
  33. Elementary OS 0.4 Loki - Ragnarok
  34. Tried Elementary OS 0.4.1 Loki again - Negatory
  35. Loki 0.4.1 Stable Release! (17 May 2017). წაკითხვის თარიღი: 17 May 2017.
  36. elementary OS 5.0 Juno Release Date and New Features
  37. Elementary OS Juno will be version 5.0, not 0.5 - OMG! Ubuntu!
  38. elementary OS juno-beta1. Canonical. წაკითხვის თარიღი: 14 January 2017.
  39. elementary OS 5.0 Juno Release Date and New Features
  40. Elementary OS Juno will be version 5.0, not 0.5 - OMG! Ubuntu!

პროგრამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pantheon Login Screen in Launchpad. Launchpad.net. წაკითხვის თარიღი: 2013-08-11.
  2. Wingpanel in Launchpad. Launchpad.net. წაკითხვის თარიღი: 2013-08-11.
  3. Slingshot in Launchpad. Launchpad.net. წაკითხვის თარიღი: 2013-08-11.
  4. Plank in Launchpad. Launchpad.net. წაკითხვის თარიღი: 2013-08-11.
  5. Plank readme. Launchpad.net (23 January 2011). წაკითხვის თარიღი: 2013-08-11.
  6. Switchboard in Launchpad. Launchpad.net. წაკითხვის თარიღი: 2013-08-11.
  7. Midori in Launchpad. Launchpad.net. წაკითხვის თარიღი: 2013-08-11.
  8. Maya in Launchpad. Launchpad.net. წაკითხვის თარიღი: 2013-08-11.
  9. Noise in Launchpad. Launchpad.net. წაკითხვის თარიღი: 2013-08-11.
  10. Scratch in Launchpad. Launchpad.net. წაკითხვის თარიღი: 2013-08-11.
  11. Pantheon Terminal in Launchpad. Launchpad.net. წაკითხვის თარიღი: 2013-08-11.
  12. Files in Launchpad. Launchpad.net. წაკითხვის თარიღი: 2013-08-11.
  13. Pantheon Files readme. Launchpad.net (8 November 2010). წაკითხვის თარიღი: 2013-08-11.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Elementary_OS&oldid=3675382“-დან