Electrosvit Ambasador

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩეხოსლოვაკიური ლამპიონის სანათი Electrosvit Ambasador ჩეხეთის ქ. ნოვე-მნესტო-ნად-მეტუიში

Electrosvit Ambasador — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩეხოსლოვაკიური წარმოების კონსოლური ტიპის გარე განათების სანათი. არსებობს მისი რამდენიმე მოდიფიკაცია, რომლებიც განსხვავდება სიმძლავრით (150W, 250W, 400W) და დიზაინით, რაც ოდნავ განსხვავებულია ბოლო წლების გამოშვებებში.

კონსტრუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Electrosvit Ambasador-ის კორპუსი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: ზედა კოლოფში მოთავსებულია ნახევარგამტარი მოწყობილობები: დროსელი, სანთებელა და კონდენსატორი, ხოლო ქვედა ნაწილში ალუმინის ამრეკლი, პატრონა და დამცავი შუშა. კორპუსი დამზადებულია მინაბოჭკო-ეპოქსიდის კომპოზიტისგან. Electrosvit Ambasador განკუთვნილია მაღალი წნევის ნატრიუმის ნათურებისთვის.

მწარმოებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნული ტიპის სანათები იწარმოებოდა სლოვაკეთის ქ. ნოვე-ზამკიში, „ელექტროსვიტის“ საწარმოში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Electrosvit Ambasador პირველი პროტოტიპი შეიქმნა 1980 წელს და სერიულ წარმოებაში ჩაეშვა 1981 წელს. მისი პირველი მოდიფიკაციები გამოირჩევოდა დიდი ზომებით და მიუხედავად იმისა, რომ მისი კორპუსი მინაბოჭკო-ეპოქსიდის კომპოზიტით მზადდებოდა, ეს სანათები საკმაოდ მძიმეა (400W სანათი დაახლ. 17კგ იწონის). მოგვიანებით, 1990-2010 წლებში გამოშვებული სანათების ამოცნობა შეიძლება მისი შედარებით მომცრო ზომის ზედა ნაწილით. 1980-იან წლებში ამ ტიპის სანათების ექსპორტი დიდი რაოდენობით ხდებოდა სსრკ-ს ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც. დაახლოებით 2010 წლისთვის ამ ტიპის სანათების წარმოება შეწყდა.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2317 «Ambasador» (Electrosvit) რუს. [მკვდარი ბმული]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანთებული Electrosvit Ambasador-ის ვიდეო