ESPN
| ESPN | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა | აშშ |
| მისამართი | ბრისტოლი, კონექტიკუტი, აშშ |
| დაფუძნდა | 7 სექტემბერი, 1979 |
| დამფუძნებელი | სკოტ რასმუსენი სკოტ რასმუსენი, ედ იგანი |
| მფლობელი |
The Walt Disney Company (80%) და Hearst Communications (20%) |
| საიტი | |
ESPN (თავდაპირველი სახელწოდებაა Entertainment and Sports Programming Network[1]) — ამერიკული საერთაშორისო საკაბელო სპორტული არხი, რომელიც ეკუთვნის კომპანია ESPN Inc.-ს, რომელსაც ერთობლივად ფლობენ The Walt Disney Company (80%) და Hearst Communications (20%). კომპანია 1979 წელს დააარსეს ბილ რასმუსენმა, მისმა ვაჟმა სკოტ რასმუსენმა და ედ იგანმა.[1]
ESPN მაუწყებლობს ძირითადად ბრისტოლში, კონექტიკუტის შტატში მდებარე სტუდიური კომპლექსებიდან. არხი აგრეთვე ფლობს ოფისებს და დამხმარე სტუდიებს მაიამიში, ორლანდოში, ნიუ-იორკში, ლას-ვეგასში, სიეტლში, შარლოტში, ვაშინგტონსა და ლოს-ანჯელესში.
2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ESPN ხელმისაწვდომია დაახლოებით 70 მილიონი ფასიანი სატელევიზიო აბონენტისთვის, რაც 2011 წლის პიკურ მაჩვენებელთან (100 მილიონი ოჯახი) შედარებით შემცირებულია.[2] ESPN მაუწყებლობს 200-ზე მეტ ქვეყანაში. ESPN ფლობს რეგიონულ არხებს აფრიკაში, ავსტრალიაში, ლათინურ ამერიკასა და ნიდერლანდებში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ESPN“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 What does ESPN stand for? en-US. ESPN Internet Ventures, LLC. ციტირების თარიღი: September 8, 2022
- ↑ U.S. cable network households (universe), 1990 – 2023 (May 14, 2024). ციტირების თარიღი: July 28, 2019