Dunkin' Donuts

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Dunkin' Donuts
ტიპი სწრაფი კვების რესტორანი
დაფუძნდა 1950; 74 წლის წინ (1950)
დამაარსებელი უილიამ როზენბერგი
მფლობელი Dunkin' Brands
საიტი www.DunkinDonuts.com

Dunkin' Donuts (ქართ. დანკინ' დონატსი — სიტყვასიტყვით დანკინის ფუნთუშები), შემოკლებით Dunkin'ამერიკული მრავალეროვანი (მულტინაციონალური) სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, დაფუძნებული კანტონში (მასაჩუსეტსი, აშშ). დაარსდა 1950 წელს უილიამ როზენბერგის მიერ. წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ყავისა და გამომცხვარი პროდუქტების ქსელს. Dunkin' Donuts 36 ქვეყანაში (მათ შორის საქართველოშიც) 12 000-მდე რესტორანს ფლობს.[1][2] ქსელის პროდუქტებს შორისაა ფუნთუშა, ბეიგელი და სხვა გამომცხვარი პროდუქტი, აგრეთვე მრავალი სახის ცივი და ცხელი სასმელი.[3] Dunkin'-ის ქსელს ფლობს კომპანია Dunkin' Brands. 2018 წლის სექტემბერში დაანონსდა, რომ 2019 წლის იანვარში სახელი შეიცვლება მხოლოდ Dunkin'-ით.[4]

საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის ოქტომბერში ხელი მოეწერა Dunkin' Donuts-ის რესტორნების ქსელის განვითარების ხელშეკრულებას საქართველოში. ქვეყნის მასშტაბით 19 ობიექტია გახსნილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „William Rosenberg, 86, Founder of Dunkin' Donuts“. The New York Times. 2002-09-23. ციტირების თარიღი: 2013-10-05.
  2. Company Snapshot.
  3. Kowitt, Beth (May 24, 2010). „Dunkin' Brands' Kitchen Crew“. Fortune. 161 (7).
  4. Wiener-Bronner, Danielle (September 25, 2018). „Dunkin' Donuts is officially dropping 'Donuts'. CNN Money. ციტირების თარიღი: 25 September 2018.