Don't Tread on Me

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Don't Tread on Me“
სინგლი  - მეტალიკა
ალბომიდან Metallica
გამოსვლის თარიღი 1991
ფორმატი CD სინგლი
ჩაიწერა 1990 წლის ოქტომბერი – 1991 წლის ივნისი
სტუდიაში One on One
ლოს ანჯელესი, კალიფორნია
ჟანრი მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 3:59
ლეიბლი Elektra
სიმღერის ავტორი ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი
პროდიუსერი ბობ როკი,
ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი
მეტალიკა - სინგლების ქრონოლოგია
Enter Sandman
(1991)
Don't Tread on Me
(1991)
The Unforgiven
(1991)
აუდიო ნაწყვეტი
ინფორმაცია ფაილზე

Don't Tread on Meამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სიმღერა. გამოიცა, როგორც მეორე სინგლი ჯგუფის მეხუთე სტუდიური ალბომიდან Metallica. სიმღერის სახელწოდება დაკავშირებულია ამერიკის რევოლუციურ ომთან. ფრაზა „Don't Tread On Me“ ამერიკის ისტორიული, გადსდენის დროშის კონსტიტუციური დევიზი იყო. ალბომის გარეკანზე გამოსახული დახვეული გველიც ამ დროშიდან არის აღებული.

ინსტუმენტული შესავალი იყენებს ცნობილ რვა ბარიან ფაზას სიმღერიდან „America“, რომელიც პოპულარული გახდა ფილმისა და მიუზიკლის „დასავლეთის მხარის ისტორია“ გამოსვლის შემდეგ. ტექსტის პირველივე ხაზი „liberty or death, what we so proudly hail“ მინიშნებაა ამერიკელი რევოლუციონერის, პატრიკ ჰენრის ცნობილ ფრაზაზე: „მომეცი თავისუფლება ან სიკვდილი“.

სიმღერა ცოცხლად არასოდეს შესრულებულა მეტალიკის მიერ.[1] ამის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზია ის ფაქტი, რომ ჯეიმზს არ მოსწონს იგი. 2001 წლის აპრილის ინტერვიუში ჟურნალ პლეიბოისთან ჯეიმზმა განაცხადა:

ვიკიციტატა
„არსებობს მეტალიკის სიმღერები, რომლებიც არ მომწონს. Don't Tread on Me, ალბათ, არაა ჩემი საყვარელი სიმღერა მუსიკალურად.[2]

სიმღერამ აშშ-ში ბილბორდის ჩარტში ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები მიაღწია 21-ე ადგილს, მიუხედავად იმისა, აქ იგი გამოშვებული იქნა მხოლოდ პრომო სინგლის სახით.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ინფორმაცია სიმღერაზე. წაკითხვის თარიღი: 2007-02-25.
  2. 2001 წლის აპრილის ინტერვიუ ჯეიმზ ჰეტფილდთან. დაარქივებულია ორიგინალიდან 5 დეკემბერი, 2007-ში. წაკითხვის თარიღი: 2009-11-02.