DoS - Denial of Service

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Denial of Service (DoS) — ეს არის კიბერ-თავდასხმის ერთ-ერთი სახე, სადაც თავდამსხმელი ცდილობს გახადოს ინტრნეტ-რესურსი ხელმიუწვდომელი, ანუ, ხელი შეუშალოს მომხმარებელს, ჰქონდეს ინფორმაციაზე წვდომა.

DoS შეტევის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, როცა თავდამსხმელი ცდილობს გადატვირთოს ქსელი ინფორმაციით (ინგლ. flood network). შეიძლება პარალელი გავავლოს ხალხთან, რომლებიც, დგანან რაიმე დაწესებულების შესასვლელთან - მაღაზიასთან, ქარხანასთან და არ უშვებენ კანონიერ ხალხს შენობაში. ანალოგიურად, როცა გვსურს რაიმე ვებ-საიტზე შესვლა, საიტის URL-ს ჩავწერთ ინტერნეტ ბრაუზერში და დავაწვებით Enter ღილაკს, იმ საიტის სერვერზე იგზავნება მოთხოვნა (ინგ. Request), რათა გაიხსნას გვერდი. სერვერს შეუძლია ერთდროულად მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის მოთხოვნის „დამუშავება“, ასე რომ, თუ თავდამსხმელი გადატვირთავს სერვერს ამ „მოთხოვნებით“, სერვერი ვერ შეძლებს თქვენი „მოთხოვნის"]“ დამუშავებას, შესაბამისად, ვერ იხილავთ ვებ-საიტს. ეს არის ვებ-საიტის "სერვისის უარყოფა" (ინგ. Denial of Service (DoS)), რადგან ჩვენ არ გვაქვს საიტთან წვდომა.

Distributed Denial-of-Service (DDoS) არის მასშტაბური DoS შეტევა, სადაც თავდამსხმელი იყენებს ერთ ან მეტ, ხშირ შემთხვევაში, ათასობით IP მისამართს. ამ ტიპის შეტევები ძირითადათ ხდება ვებ-საიტებზე. გარკვეული ხნის წინ, DDoS შეტევების გამო გაითიშა ისეთი მსხვილი საიტები, როგორებიც არის Twitter, GitHub და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]