Disposable Heroes

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„Disposable Heroes“
სიმღერა, შემსრულებელი – მეტალიკა, ალბომიდან Master of Puppets
გამოსვლის თარიღი 3 მარტი, 1986
ჩაიწერა 1 სექტემბერი–27 დეკემბერი, 1985, სტუდია Sweet Silence Studios, კოპენჰაგენი, დანია
ჟანრი თრეშ მეტალი
ხანგრძლივობა 8:14
ხმისჩამწერი ლეიბლი Elektra, Vertigo, Music for Nations
ავტორი ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი,
კირკ ჰემეტი
პროდიუსერი მეტალიკა, ფლემინგ რასმუსენი
Master of Puppets - სიმღერები

Welcome Home (Sanitarium)
(4)
Disposable Heroes
(5)
Leper Messiah
(6)
მუსიკალური ნაწყვეტები:

Disposable Heroesამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სიმღერა და მეხუთე სიმღერა მათი მესამე სტუდიური ალბომიდან Master of Puppets.

ლირიკა და სიმღერის თემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერით Disposable Heroes მეტალიკამ გააგრძელა ყოველ ალბომში ომის თემაზე სიმღერის ქონის ტრადიცია. წინა ალბომებში ასეთი სიმღერები იყო No Remorse ალბომიდან Kill 'Em All და For Whom the Bell Tolls ალბომიდან Ride the Lightning. ეს ტრადიცია თავის გაგრძელებას შემდეგ ალბომშიც - ...And Justice for All იპოვის სიმღერაში One.

ტექსტი ასახავს ჯარისკაცის ფიქრებს, ქმედებებსა და ემოციებს საბრძოლო ფრონტზე და ნამღერია პირველ პირში, გარდა მისამღერისა, რომელიც ასახავს ჯარისკაცის ხელმძღვანელი ოფიცრების სიტყვებს და ნამღერია მეორე პირში. ჯარისკაცი მოკლედ აღწერს ომის არაადამიანურ პირობებს, მის გარშემო მყოფთა სიკვდილსა და უმწეობის გრძნობას, რომელიც მას ეუფლება საკუთარი ცხოვრების უაზრობის გაცნობიერებისას, ასევე იმ სიგიჟის საკითხებს, რომელშიც ამჟამად იმყოფება იგი. მისამღერისას გავიგონებთ დამამცირებელ და შეურაცმყოფელ სიტყვებს წარმოთქმულს სამხედრო ხელმძღაველისაგან, რომელიც აღიქმება როგორც „თოჯინების მბრძანებელი“ („puppet master“): „თქვენ გააკეთებთ იმას, რასაც მე გეტყვით / როცა მე ვიტყვი, „დაბრუნდით ფრონტზე!“ დასასრულისთვის ჯარისკაცი ნებდება, უემოციოდ დაემორჩილოს საკუთარ ბედს და სწრაფად მომავალ სიკვდილს.

კომპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერა შესამჩნევია თავისი უკიდურესად სწრაფი ტემპით და აგრესიული, ტყვიამფრქვევისებური რიფებით, ხოლო მისი სიგრძე რვა წუთზე მეტია, რაც ომის ხანგრძლივობის წარმოჩენას ემსახურება. სიმღერა იწყება აგრესიულად, გაფართოებული ინსტრუმენტული სექციით, სადაც ჯეიმზ ჰეტფილდი და კლიფ ბარტონი უნაცვლებენ ერთმანეთს რამდენიმე რთულ და სწრაფ რიფს, რასაც ერთვის კირკ ჰემეტის საკმაოდ ღირსეული აკორდები და ლარს ულრიხის შესაბამისი დაკვრა დრამებზე. ამ შესავლის შემდეგ ჰეტფილდი იწყებს სიმღერას აღნიშნული ტყვიამფრქვევისებური რიფების ფონზე.

მალე სიმღერა შედის შუა სექციაში, რომელიც შედარებით ნაკლებ სწრაფი, მაგრამ მაინც მძიმე რიფებით ხასიათდება. ეს მცირე შესვენება ველური ბრძოლისგან ჯარისკაცს საშუალებას აძლევს თვითდაკვირვებულად შეხედოს ყველაფერს და გაანალიზოს. იგი სვამს რიტორიკულ შეკითხვას: „რატომ ვკვდები?“ შემდეგ ჰემეტი იწყებს ხანგრძლივ სოლოს, ჯარისკაცის გრძნობებისა და ბრძოლის შესაფერისს, რომელსაც ცოტა ხანში ჰეტფილდიც უერთდება მეტი ჰარმონიულობისათვის. სოლოს შემდეგ ჯარისკაცი მიდის დასკვნამდე: „მე დავიბადე სიკვდილისთვის.“, მაგრამ უკვე გვიანია, სიმღერა შეუბრალებლად უბრუნდება კვლავ სწრაფ რიფებსა და ბრძოლის ველს. ბოლო ტაეპისა და ამ რიფების რამდენიმეჯერ გამეორების შემდეგ სიმღერა თითქოს მთავრდება, მაგრამ მცირე პაუზის შემდეგ სწრაფი რიფი იკვრება საბოლოოდ, რაც ომის განმეორებადობის შესაძლებლობაზე უნდა მიუთითებდეს.

ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის Disposable Heroes პირველი დემო ჩაიწერა შუა 1985 წელს,[1], რამდენიმე თვით ადრე ალბომის გამოსვლამდე. ეს ადრეული ჩანაწერი დიდად არ განსხვავდება საბოლოო ვარიანტისგან, მხოლოდ ერთი წუთით უფრო გრძელია, კიდევ ერთი სწრაფი რიფის წარმოსაჩენად, რომელიც მოგვიანებით ამოღებული იქნა და აისახა სიმღერაში Damage, Inc..

საკონცერტო შესრულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის ცოცხალი პრემიერა გაიმართა 1985 წლის 14 სექტემბერს სანქტ-გოარაუზენში, გერმანია, დაახლოებით ნახევა წლით ადრე ალბომის გამოსვლამდე.[2]. დღეისათვის იგი იკვრება იშვიათად, ისე ხშირად არა, როგორც მეტალიკის სხვა უფრო ცნობილი სიმღერები. გავრცელებული რწმენით, სიმღერა კლიფ ბარტონთან ერთად ცოცხლად მხოლოდ ორჯერ შესრულდა: 1985 წლის 14 სექტემბერსა და იმავე წლის 31 დეკემბერს. სიმღერა ორჯერ შესრულდა აკუსტიკურად: 2007 წლის 27 და 28 ოქტომბერს. ტექსტი უცვლელია, ხოლო მუსიკა - მნიშვნელოვნად შეცვლილი.[3] სიმღერის ერთ-ერთი უკანასკნელი საკონცერტო ვერსია შესულია 2009 წლის ივნისში ჩაწერილ საკონცერტო ალბომში Orgullo, Pasión y Gloria: Tres Noches en la Ciudad de México.

ქავერ და ტრიბუტ ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის ქავერ და ტრიბუტ ვერსიები შეასრულეს ქვემოთ ჩამოთვლილმა შემსრულებლებმა:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. metal-archives.com
  2. youtube.com
  3. metlists.com
  4. Various - Metal Militia. წაკითხვის თარიღი: 2010-08-23.