ზღარბთევზასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Diodontidae)
ზღარბთევზასებრნი

Diodon holocanthus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  შეზრდილყბიანები
ოჯახი:  ზღარბთევზასებრნი
ლათინური სახელი
Diodontidae (Bonaparte, 1838)
გაბერილი ზღარბთევზა

ზღარბთევზასებრნი,[1] ორკბილასებრნი,[1] დიოდონისებრნი[1] (ლათ. Diodontidae) — თევზების ოჯახი შეზრდილყბიანების რიგისა. სხეულის სიგრძე 7–100 სმ-ია, დაფარულია ნემსებით, შეუძლიათ ბურთივით გაბერვა. კბილები შეზრდილია და წარმოქმნის ორ მჭრელ ფირფიტას (აქედან მეორე სახელწოდება). კანი, მუცლის აპკი, ღვიძლი და გონადები შეიცავს შხამ ტეტროდოტოქსინს. ცნობილია 7 გვარის 20-მდე სახეობა. ბინადრობენ ტროპიკულ წყლებში მარჯნისა და კლდოვანი რიფების გარშემო, იშვიათად წყალმცენარეებში და ქვიშიან გრუნტზე. ზოგიერთი სახეობა, ასევე ახალგაზრდა ინდივიდები პელაგიალში ცხოვრობენ. იკვებებიან ფსკერის ცხოველებით. ადგილობრივი რეწვის ობიექტებია. ჰყავთ აკვარიუმებში.[2]

გვარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 გოგმაჩაძე თ., თევზების ნომენკლატურა : ლექსიკონი, ბათუმი: გამომც. „აჭარა“, 2018. — გვ. 107, ISBN 978-9941-460-45-6.
  2. Котляр А. Н. Рыбы-ежи // Большая российская энциклопедия. т. 29. — М., 2015. — стр. 119.