დიდოეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდოეთი — ისტორიული რეგიონი დღევანდელი დაღესტნის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მოიცავს წუნტის, ბეჟეტის და ნაწილობრივ წუმადის რაიონებს. ისტორიულად იმყოფებოდა საქართველოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ. XVIII საუკუნიდან დიდოეთი ავარიის სახანომ დაიპყრო.

გეოგრაფიული აღწერა

ვახუშტი ბატონიშვილი დიდოეთს ასე აგვიღწერს:

ვიკიციტატა
„ხოლო თუშნი და დიდონი უკჱთუ არიან წილნი ლეკოსისა, არამედ შემდგომად მეფეთა ქართველთა დაპყრობილი, ვითარცა ვიხილავთ, და მოხარკენი მათნი, და უკანასკნელის განდგომილებისა, ვინადგან დავითსა ზედა დაშთნენ ნამსახურად დიდონი, და მიერითგან მორჩილებენ კახთ მებატონეთა. არამედ შემდგომად თუშეთი დაიპყრა ე მეფემან ლევან, ამისთვის აწცა ჯერ არს აღწერად კახეთსა ზედა. ხოლო დიდოეთი არს ლოპოტისა, გრემისა, შილდა-ყვარელისა და ჭიაურის აღმოსავლით, კავკასის მთის ჩრდილოთ კერძოსა შინა. და არს დიდოეთი ორ-ჴეობად, და დის მის შორის მისივე მდინარე, რომელსა ლეკეთს ეწოდების ყოზლუხი და უმეტეს ვაკესა შინა. ამ ჴევის აღმოსავლეთით არს მეორე ჴევი, და განყოფს ამ ორ ჴევს კავკასი მათვე შორისი, და ამისი მდინარეცა მიერთვის მის მეორეს ჴევის მდინარესა. ხოლო მზღვრის ამ ორს ჴეობას დიდოეთისასა: აღმოსავლეთით კავკასი, ჱავარისა, ლეკეთისა და ამას შორისი; სამჴრით მდინარე ამისივე და კავკასიიდამ ჩამოსული კავკასივე ჩდილოთ მდებარე; დასავლით მთა კავკასი, ამასა და გამღამჴარის კახეთს შორისი; ჩდილოთ კავკასი, ამასა და თუშეთს შორისი. და არს ქვეყანა ესე ფრიად მაგარი და შეუვალი მტერთაგან, მწირი ვითარცა აღვსწერეთ ოსეთი, და უმეტესადცა მისსა[1].“

ისტორია

უკანასკნელი განდგომილება იყო 1466 წელს, ამ წელს დავითმა, ალექსანდრე მეფის დიმიტრის ძემ, დაიპყრა კახეთი. მეფე გიორგი შეებრძოლა მას. ვერ გაუმაგრდა და დიდოეთს დაიმალა. დიდოელებმა დიდი პატივით მიიღეს. მეფე რომ დაბრუნდა, კახელებმა ჩამოიყვანეს დავითი და ბოდბეს აკურთხეს ჰერეთ-კახეთის მეფედ 1469 წელს.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Известия грузинских летописей и историков о Северном Кавказе и России — описание Осетии, Дзурдзукии, Дидоэтии, Тушетии, Алании и Джикетии // СМОМПК. Вып. 22. Тифлис, 1897. С. 1—58.

სქოლიო

  1. ვახუშტი, „საქართველოს გეოგრაფია“, ტფილისი, 1904 წ., გვ. 168-170