Delicate Sound of Thunder (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Delicate Sound of Thunder

ფილმის Delicate Sound of Thunder ვიდეოკასეტის ყდა
რეჟისორი უეინ იშემი
პროდიუსერი სტივ ო’რურკი
კერტ მერვისი
რობი უილიამსი
კომპოზიტორი პინკ ფლოიდი
სიმღერის ტექსტის ავტორი დევიდ გილმორი, როჯერ უოტერსი
მონტაჟი ლიზა ჰენდრიკსი
ჯეფ რიხტერი
სტუდია დისტრიბუცია:
CBS Music Video Enterprises (ევროპა)
Picture Music International (ევროპა)
გამოსვლის თარიღი 13 ივნისი, 1989
ხანგრძლივობა 100 წთ
ქვეყანა ინგლისი
ენა ინგლისური

Delicate Sound of Thunder — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის საკონცერტო ვიდეო, რომელიც ასახავს ნიუ-იორკის Nassau Coliseum-ში 1988 წელს გამართულ კონცერტებს. ვიდეოფილმში ასევე გამოყენებულია პარიზში, ვერსალის სასახლესთან ჩატარებული კონცერტის კადრები.

ეს ფილმი ითვლება ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეოჩანაწერად, მაგრამ მას ხშირად აკრიტიკებენ ზედმეტად ბნელი ფერებისა და ზედმეტ იდუმალური ატმოსფეროს შექმნის მიზნით შემუშავებული ორიგინალური მონტაჟის (შენელებული კადრების) გამო.

ფილმში შეტანილი რამდენიმე სიმღერა არ ჟღერს ალბომში Delicate Sound of Thunder. ფილმის დასასრულს აღნიშნულია, რომ ღორის ორიგინალური დიზაინის ავტორია როჯერ უოტერსი.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Shine On You Crazy Diamond (უოტერსი/რაიტი/გილმორი)
  2. Signs of Life (გილმორი/ეზრინი)
  3. Learning to Fly (გილმორი/მური/ეზრინი/კერინი)
  4. Sorrow (გილმორი)
  5. The Dogs of War (გილმორი/მური)
  6. On the Turning Away (გილმორი/მური)
  7. One of These Days (გილმორი/მეისონი/უოტერსი/რაიტი)
  8. Time (მეისონი/უოტერსი/რაიტი/გილმორი)
  9. On the Run (გილმორი/უოტერსი)
  10. The Great Gig in the Sky (რაიტი)
  11. Wish You Were Here (უოტერსი/გილმორი)
  12. Us and Them (უოტერსი/რაიტი)
  13. Money (უოტერსი) მხოლოდ NTSC ვერსიებში
  14. Comfortably Numb (გილმორი/უოტერსი)
  15. One Slip (გილმორი/მანზანერა)
  16. Run Like Hell (გილმორი/უოტერსი)
  17. Shine On You Crazy Diamond (ტიტრები და ავტორობა) (უოტერსი/რაიტი/გილმორი)

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი გამოსულია ვიდეოკასეტებზე, PAL და NTSC ფორმატებში. იგი აგრეთვე გამოცემულია Video CD (VCD) ფორმატში. ფილმის დასასრულს შესაძლებელია ჯგუფის იმ დროისთვის არსებული დისკოგრაფიის მიმოხილვა. ჩანაწერი არ არის ოფიციალურად გამოცემული DVD დისკზე.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პინკ ფლოიდი
დამატებითი პერსონალი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]