Decima (ვიდეო თამაშების ძრავა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია


Decima
მწარმოებელი Guerrilla Games
Kojima Productions
გამოვიდა 2013 წლის ნოემბერი
პლატფორმა PlayStation 4
PlayStation 5
Microsoft Windows
სტატუსი აქტიური
ლიცენზია მესაკუთრული

Decima არის მესაკუთრული (proprietary) ვიდეო თამაშების ძრავა შემუშავებული Guerrilla Games-ის მიერ და გამოცემული 2013 წლის ნოემბერში. ის შეიცავს ისეთ ინსტრუმენტებს და თვისებებს როგორიც არის ხელოვნური ინტელექტი და კომპიუტერული ანიმაციის ფიზიკა (game physics). ის თავსებადია 4K გარჩევადობასთან და მაღალ დინამიურ დიაპაზონიან ვიზუალიზაციასთან (HDRI) რომლებიც გამოიყენება PlayStation 4-ზე, PlayStation 5-ზე, და Microsoft Windows-ზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ვიდეო თამაში რომელიც დესიმა ძრავის საშუალებით შეიქმნა იყო Killzone: Shadow Fall PS4-ის ექსკლუზივი რომლის პრემიერა შედგა 2013 წელს. 2015 წლის ივნისში Guerrilla Games-ში განაცხადეს, რომ მათი ახალი პროექტი Horizon Zero Dawn იქმნება დესიმას გამოყენებით. იმავე წლის აგვისტოში ანონსირებული იქნა Until Dawn-ი რომელიც ასევე იყენებს დესიმას Havok ფიზიკასთან ერთად.

თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის დეკემბერში "PlayStation Experience" ღონისძიების მსვლელობისას გაირკვა რომ ძრავას აქვს ხელოვნური ინტელექტი, თამაშების ფიზიკა და ლოგიკური საშუალებები, ასევე ის შეიცავს რესურსებს მთელი ვირტუალური მსოფლიოების შექმნისთვის.

ვიდეო თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასახელება წელი(ები) დეველოპერი(ები) პლატფორმა(ები)
Killzone Shadow Fall 2013 Guerrilla Games PlayStation 4
Until Dawn 2015 Supermassive Games
Until Dawn: Rush of Blood 2016
RIGS: Mechanized Combat League Guerrilla Cambridge
Horizon Zero Dawn 2017 Guerrilla Games PlayStation 4
Microsoft Windows
Death Stranding 2019 Kojima Productions
Horizon Forbidden West გამოცხადდება Guerrilla Games PlayStation 4
PlayStation 5

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]