Debut — ისლანდიელი მომღერალ ბიორკის პირველი სტუდიური სოლო-ალბომი, გამოცემული მისი ჯგუფიდან The Sugarcubes წამოსვლის შემდეგ, 1993 წელს. სინამდვილეში ეს არ იყო მისი სადებიუტო ალბომი, რადგან მან 1977 წელს უკვე გამოსცა დისკი Björk. Debut იქცა ნამდვილ სენსაციად თანამედროვე მუსიკაში და მიიზიდა მსმენენლი ისლანდიის ფარგლების გარედან - ინგლისში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში.
სტილისტურად, ეს ალბომი არის პოპ-მუსიკის (Violently Happy, Big Time Sensuality, There's More to Life Than This), ნიუ ეიჯის მსგავსი მოტივების (One Day, The Anchor Song, Aeroplane, Human Behaviour), და რითმული სიმღერების (Venus as a Boy, Come to Me) ნაზავი. RIAA-ს მხრიდან ამ ალბომს აშშ-ში მიენიჭა პლატინის სტატუსი. Play Dead არის ბიორკის კომპოზიტორ დევიდ არნოლდთან თანამშრომლობის მაგალითი. იგი დაემატა ალბომის ბრიტანულ გამოცემას, მას შემდეგ, რაც სინგლს 1993 წლის ბოლოს დიდი წარმატება ხვდა ბრიტანულ ჩარტში.
1998 წელს ჟურნალმა Q ეს დისკი დაასახელა ყველა დროის უდიდესი ალბომების სიაში #74 ადგილზე. იგივე გამოცემამ 2002 წელს იგი დაასახელა ყველა დროის საუკეთესო ალბომებში #5 დისკად (გამოკითხვა ეხებოდა მომღერალი ქალების მიერ გამოცემულ ალბომებს). ალბომი მთლიანობაში გაიყიდა 3 მილიონი ასლის ოდენობით. აშშ-ში მისმა გაყიდვებმა 921.000 ასლი შეადგინა.
2006 წელს Debut გამოიცა ორმაგი დისკის სახით, DTS (5.1) ჟღერადობით. ორმაგი დისკი ასევე შევიდა კრებულში ( ):.
↑Musician: 90. ივლისი, 1993. ციტატა: „...what makes her singing memorable isn't the odd assortment of growls, moans and chirps she relies upon, but the emotions those sounds convey...“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება); აკლია ან იგნორირებულია |title= (დახმარება); |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
↑NME: 35. 3 ივლისი 1993. ციტატა: „9 – Excellent Plus – "...an album that believes music can be magical and special...."“ აკლია ან იგნორირებულია |title= (დახმარება); |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
↑Q: 85. ივლისი, 1993. ციტატა: „...Bjork Gudmundsdottir's voice was undoubtedly the jewel in The Sugarcubes' crown and in the relatively sparse setting of this solo debut she reclaims all her old wit and joissance....a surprising, playful collection...“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება); აკლია ან იგნორირებულია |title= (დახმარება); |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)