The Elder Scrolls V: Skyrim – Dawnguard

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Dawnguard)
The Elder Scrolls V: Skyrim – Dawnguard
დეველოპერ(ებ)ი Bethesda Game Studios
გამომცემელი Bethesda Softworks
სერია The Elder Scrolls
ძრავა Creation Engine
პლატფორმ(ებ)ი Xbox 360
Microsoft Windows
PlayStation 3
გამოსვლის თარიღი Xbox 360 WW 26 ივნისი, 2012
Microsoft Windows WW 2 აგვისტო, 2012
PlayStation 3 ჩრდ.ამ. 26 თებერვალი, 2013
ევრ 27 თებერვალი, 2013
[1][2][3]
ჟანრ(ებ)ი Action/RPG
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
კომპოზიტორი ჯერემი სოული


The Elder Scrolls V: Skyrim – Dawnguard არის ღია სამყაროს მოქმედებითი როლური ვიდეო თამაშის The Elder Scrolls V: Skyrim-ის ედონი, შემუშავებული Bethesda Game Studios-სა და გამოცემული Bethesda Softworks-ის მიერ. Xbox 360-ის ვერსია ინგლისურენოვან ქვეყნებში გამოვიდა 2012 წლის 26 მაისს, საფრანგეთში, გერმანია, იტალიასა და ესპანეთში – 2012 წლის ივლისის შუა რიცხვებში, Microsoft Windows-ზე გამოიცა Steam-ის მეშვეობით 2012 წლის 2 აგვისტოს, ხოლო Playstation 3-ის ვერსია - 2013 წლის 26 თებერვალს[2][3].

ორიგინალი თამაშის The Elder Scrolls V: Skyrim-ის მსგავსად, Dawnguard-ში წარმოდგენილია ღია სამყაროს გეიმპლეი, სადაც შესაძლებელი არის თამაშის სამყაროში თავისუფლად გადაადგილება, ძირითადი დავალებების განუსაძღვრელი ვადით გადადება და საკუთარი პერსონაჟის შექმნა. მასში დამატებული არის ახალი ტერიტორიები, საბრძოლო იარაღები, ჯავშანი და დრაკონის ყვრილი.

თამაშის სიუჟეტი მიმდინარეობს ორგანიზაცია "განთიადის მცველების" გარშემო, რომლის მიზანი არის ხელი შეუშალოს ძლევამოსილ ვამპირთა კლანის, ვოლკიჰარის დაბრუნებას. ვოლკიჰარის ლიდერი ლორდი ჰარკონი გეგმავს ძველი გრაგნილების გამოყენებით მთლიანად გაანადგუროს მზე. მოთამაშეს ეძლევა არჩევანის საშუალება - შეუერთდეს ორგანიზაცია "განთიადის მცველებს", თუ გახდეს ვამპირების კლანის წევრი.

საერთო ჯამში თამაშმა მიიღო დადებითი შეფასებები კრიტიკოსებისგან. საერთო განხილვების საიტ GameRankings-ზე , Xbox 360-ის ვერსია ფლობს 76.16%[4], PC ვერსია - 68.80%[5] და PS3-ის ვერსია 77.40%[6]. რაც შეეხება Metacritic-ს შედეეგები ამგვარად გადანაწილდა: Xbox 360 – 73[7] %, PC – 66/100[8] და PS3 – 79/100[9].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [Now Available on PSN: Dragonborn | Bethesda Blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-16. ციტირების თარიღი: 2016-07-08. Now Available on PSN: Dragonborn | Bethesda Blog]
  2. 2.0 2.1 Sipple, Brian. (January 18, 2013) 'Skyrim's' 'Dragonborn,' 'Hearthfire' & 'Dawnguard' Finally Confirmed for February PS3 Releasework=GameRant.com. ციტირების თარიღი: 21.01.2013.
  3. 3.0 3.1 GS News - All Skyrim DLC coming to PS3 next month. GameSpot.com (January 18, 2013). ციტირების თარიღი: 21.01.2013.
  4. The Elder Scrolls V: Skyrim - Dawnguard for Xbox 360. GameRankings (2012-06-26). ციტირების თარიღი: 2013-09-09.
  5. The Elder Scrolls V: Skyrim - Dawnguard for PC. GameRankings (2012-08-02). ციტირების თარიღი: 2013-09-09.
  6. The Elder Scrolls V: Skyrim - Dawnguard for PlayStation 3. GameRankings (2013-02-26). ციტირების თარიღი: 2013-09-09.
  7. The Elder Scrolls V: Skyrim - Dawnguard for Xbox 360 Reviews. Metacritic (2012-06-26). ციტირების თარიღი: 2013-09-09.
  8. The Elder Scrolls V: Skyrim - Dawnguard for PC Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 2013-09-09.
  9. The Elder Scrolls V: Skyrim - Dawnguard for PlayStation 3 Reviews. Metacritic (2013-02-26). ციტირების თარიღი: 2013-09-09.