შინაარსზე გადასვლა

Dark Souls II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Dark Souls II
დეველოპერ(ებ)ი FromSoftware
გამომცემელი Bandai Namco Games იაპ FromSoftware
დისტრიბუტორი ტომოჰირო შიბუია
იუი ტანიმარა
პლატფორმ(ებ)ი PlayStation 3, Xbox 360, Microsoft Windows, PlayStation 4, Xbox One
გამოსვლის თარიღი
11 მარტი, 2014
ჟანრ(ებ)ი მოქმედებითი როლური თამაში
რეჟიმ(ებ)ი
პროდიუსერ(ებ)ი მასანორი ტაკეუჩი
დიზაინერ(ებ)ი ნატოში ძინ
პროგრამისტ(ებ)ი იოშიტაკა სუზუკი
მხატვარი კიიჩირო ოგავა
კომპოზიტორი მოტოი საკურაბა
იუკა კიტამურა

„Dark Souls II“ (იაპონ. ダークソウルII) — მოქმედებითი როლური ვიდეო თამაში, შექმნილი FromSoftware-ის და გამოშვებული Bandai Namco Games-ის მიერ Microsoft Windows, PlayStation 3-სა და Xbox 360-ისთვის. ის არის „Souls“-სერიის რიგით მესამე თამაში.

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება ერთსა და იმავე სამყაროში მიმდინარეობს, პირველი და მეორე „Dark Souls“-ის სერიების ისტორიებს შორის არ არის პირდაპირი კავშირი.[4] თამაშს აქვს ინდივიდუალური მრავალმოთამაშიანი სისტემა.[4] მოქმედება იწყება დრანგლიკის სამეფოში, თამაში მოიცავს როგორც player versus environment (PvE — მოთამაშე გარემოს წინააღმდეგ), ასევე player versus player (PvP — მოთამაშე მოთამაშის წინააღმდეგ) გეიმპლეის, ისევე როგორც ზოგიერთ კოოპერატიულ კომპონენტებს. ისევე როგორც თამაშის წინა სერიები, ეს ვერსიაც გამოირჩევა საინტერესო ისტორიით და მეტად დახვეწილი გრაფიკითა და ხელოვნური ინტელექტის სისტემით.

თამაში მსოფლიოს მასშტაბით გამოვიდა 2014 წლის მარტში, კონკრეტულად Microsoft Windows-ისთვის ვერსია გამოვიდა 2014 წლის 24 აპრილში.[3][5] თამაშის განახლებული ვერსია, სახელად „Scholar of the First Sin“, გამოიცა PlayStation 4, Xbox One და Microsoft Windows-ისთვის 2015 წლის აპრილში. ეს იყო ვერსია გაუმჯობესებული გრაფიკით, ყველა გადმოტვირთვადი კონტენტითა და გაფართოებული მრავალმოთამაშიანი სისტემის მოცულობით, ეს მხოლოდ ცვლილებების მცირე ჩამონათვალია. შემდეგი სერია, „Dark Souls III“ გამოიცა 2016 წელს.

„Dark Souls II“ შექმნილია იმავე მექანიზმით, რომლითაც ამ სერიის სხვა თამაშები. ცნიბილია თავისი სირთულით როგორც მთავარ მოწინააღმდეგეების (ბოსი), ასევე რიგითების წინააღმდეგ. სტანდარტულ მეტოქეებს აქვთ უნარი მოთამაშე რამდენიმე დარტყმით დაამარცხონ.[6] შეუძლებელია ცუდმა მოთამაშემ დაამარცხოს თუნდაც ერთი მეტოქე, შეზღუდულია „სიცოცხლის“ მომატების შესაძლებლობები და ისევე, როგორც „Demon's Souls“-ში, ყოველ სიკვდილზე მოთამაშის მაქსიმალური სიცოცხლე მცირდება, მანამ სანამ რთულად მოსაპოვებელი ატრიბუტებით მის მომატებას არ შეძლებს. გამოცდილებისა (experience) და სულების (რითაც მოთამაშე იძენს ატრიბუტებს) რაოდენობის გაზრდა ისევე ხდება როგორც „soul“-ის სხვა ვერსიებში. სიკვდილისას მოთამაშის მიერ დაგროვებული სულების რაოდენობა ნულდება; მოთამაშეს შეუძლია დაიბრუნოს ისინი იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნდება სიკვდილის ადგილას, მაგრამ თუ მის აღებამდე კვლავ მოკვდება, სულები საბოლოოდ დაკარგულია.

„Dark Souls II“ იყენებს იმავე მრავალმოთამაშიანი ვიდეო სისტემის ფორმატს, რასაც მისი წინამორბედები ხმარობდნენ. მოთამაშეს აქვს შესაძლებლობა ითამაშოს კომპიუტერის წინააღმდეგ, ან გადაპორტირდეს სხვა მოთამაშის სამყაროში. ორივე ფორმა შერჩევითი შემთხვევითობით ხორციელდება, მატჩის შექმნის ფორმულები კი გამოიყენება სერვერებზე ერთი და იმავე დონეზე მყოფი მოთამაშეების დასაკავშირებლად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Hillier, Brenna. (19 სექტემბერი, 2013) Dark Souls 2 PS3, Xbox 360 release date set, PC to follow; special editions detailed. VG247. ციტირების თარიღი: October 8, 2013.
  2. Serrels, Mark. (19 დეკემბერი, 2013) Dark Souls II Has An Australian Release Date (And A New Trailer And A Collector's Edition...). Kotaku. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-03. ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი, 2013.
  3. 3.0 3.1 Karmali, Luke. (2014-03-06) Dark Souls 2 PC Release Date Announced. IGN. ციტირების თარიღი: 2016-03-11.
  4. 4.0 4.1 Gifford, Kevin. (19 დეკემბერი, 2012) Dark Souls 2 developer: If Dark Souls was set in the North Pole, this one would be in the South Pole. Polygon. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2012.
  5. 'Titanfall' And 'Dark Souls II' Both Launch March 11th. Forbes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მაისი, 2014. ციტირების თარიღი: May 23, 2014.
  6. Extra Credits - The True Genius of Dark Souls II - How to Approach Game Difficulty. YouTube (2014-11-26). ციტირების თარიღი: 2016-03-11.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Dark_Souls_II&oldid=4719919“-დან