შინაარსზე გადასვლა

DTF ბეჭდვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

DTF ბეჭდვა (ინგლ. Direct-to-film printing (DTF) – „პირდაპირ ფირზე“) — ტექსტილზე ბეჭდვის პროცესი, რომელიც გულისხმობს დიზაინის პირდაპირ გადატანას: თავდაპირველად სურათის სპეციალურ (DTF) ფირზე დაბეჭდვით და შემდეგ თერმული პრესის გამოყენებით მისი ქსოვილზე გადატანით.

DTF ფირების მომზადება შესაძლებელია სპეციალიზებული პრინტერების გამოყენებით, რომლებსაც DTF პრინტერებს უწოდებენ.[1] [2]

DTF დაბეჭდილი ტრანსფერების გამოყენება შესაძლებელია მრავალფეროვან მასალაზე, მათ შორის პოლიეთერზე, ჯინსზე, ბამბაზე, ტყავზე და ნეილონზე.

ბეჭდვის ამ მეთოდს იყენებენ ტექსტილზე (მათ შორის ტანსაცმელზე, როგორიცაა მაისურები, ქურთუკები, შარვლები, სპორტული ტანსაცმელი დასხვა), აქსესუარებზე (ჩანთები, ქამრები და სხვა) და ა.შ. გამოსახულების დასატანად. DTF-ს უპირატესობა ენიჭება მისი ეკონომიურობისა და მაღალგარჩევადი ბეჭდვის შესაძლებლობის გამო. კერძოდ, მცირე რაოდენობის ბეჭდვისთვის, პირდაპირი ფირზე (DTF) ბეჭდვა ეკონომიურად მომგებიანია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]