DJ Jazzy Jeff & The Fresh Prince

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

DJ Jazzy Jeff & The Fresh Princeჰიპ-ჰოპ დუეტი ფილადელფიიდან (პენსილვანია). მასში შედიოდნენ რეპერი უილ სმითი და DJ Jazzy Jeff. ერთმანეთის გაცნობის შემდეგ, კლერენს ჰოლმსთან (Ready Rock C) ერთად მათ ადგილობრივ სცენაზე წარმატება მოიპოვეს. ჰოლმსმა ჯგუფი 1990 წელს დატოვა და 1999 წელს სასამართლოშიც უჩივლა.[1]

1989 წელს DJ Jazzy Jeff & The Fresh Prince იყო პირველი ჰიპ-ჰოპში, რომელსაც მიენიჭა გრემი (სიმღერისთვის „Parents Just Don't Understand“), თუმცა მათი ყველაზე წარმატებული სინგლი იყო „Summertime“, რომელმაც ჯგუფს მეორე გრემი მოუპოვა და Billboard Hot 100-ის მე-4 პოზიციამდე ავიდა. უილ სმითი და DJ Jazzy Jeff (ჯეფ ტაუნზი) დღემდე მეგობრები არიან და აცხადებენ, რომ შემოქმედებითად არ დაშლილან, ვინაიდან ტაუნზი მონაწილეობს სმითის სოლო პროექტში. როგორც ჯგუფს, აშშ-ში გაყიდული აქვთ 5.5 მილიონი ალბომი.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Clarence Holmes v. Willard Smith (No. 03-1171), page 5 (PDF). law.villanova.edu. Villanova University School of Law (April 16, 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-07. ციტატა: „On appeal, the parties agree that the year Holmes stopped performing with Smith was 1990, nine years before Holmes brought this suit against Smith“ ციტირების თარიღი: 2007-11-21.