DJI (კომპანია)
ტიპი | კერძო |
---|---|
დარგი | Aerial Photography |
დაფუძნდა | 2006 |
დამაარსებელი | ფრენკ ვანგი (Frank Wang) |
სათავო ოფისი | შანჰაი, ჰონკონგი |
თანამშრომელი | c. 2800[1] |
საიტი | dji.com |
DJI — ჩინური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც დაფუძნდა ფრენკ ვანგის მიერ 2006 წელს[2], რომლის სათავო ოფისი მდებარეობს შანჰაიში, ჰონკონგის პროვინცია, ჩინეთი. აღნიშნული კომპანია აწარმოებს უპილოტო საფრენ აპარატებს — დრონებს. მათი საშუალებით მფლობელს საშუალება ეძლევა აპარატით სარგებლობის დისტანციის ფარგლებში მოახდინოს დედამიწის ზედაპირის ფოტო და ვიდეოგადაღება.[3][4][5]
კომპანიის პროდუქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]DJI აწარმოებს სხვადასხვა ტიპის საფრენ აპარატებს (Inspire და Phantom), საფრენ პლატფორმებს, მულტიროტორებს, სატამაშო ვერტმფრენების ნაწილებს, ფოტო/ვიდეო კამერებს და მიწისზედა სადგურებს. აღნიშნული პროდუქტები გამოიყენება როგორც კომერციული ისე კერძო მიზნებისათვის.[6][7] ცოტა ხნის წინ, ამერიკის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის (FAA) მიერ შემუშავებული იქნა აღნიშნული მოწყობილობებით სარგებლობის რეგლამენტი და სახელმძღვანელო.[8][9]
ფრენის კონტროლერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]DJI ქმნის სხვადასხვა ტიპის ფრენის კონტროლერებს სხვადასხვა საფრენი აპარატებისათვის მათი სტაბილური ფრენისათვის. ფრენის კონტროლერები როგორიცაა A2 main controller module (ორიენტაცია, დაშვება, „სახლში“ დაბრუნება), IMU (დამუხრუჭების მოდული), GPS-Compass Pro Plus (სატელიტური კავშირი), PMU (ენერგიის ინდიკატორი) და LED bluetooth indicator (კონტაქტი სმარტფონთან).[10][11]
მოდელი | A2 | Naza V2 | Wookong-M | Naza-M Lite |
---|---|---|---|---|
ძრავების რაოდენობა | 4-8 | 4-8 | 4-8 | 4-6 |
ჩამონტაჟებული მიმღები | კი (2.4 GHz) | არა | არა | არა |
მოძრაობის სიზუსტე (მ) | ვერტიკალური: ± 0.5 მ / ჰორიზონტალური: ± 1.5 მ | ვერტიკალური:±0.8 მ / ჰორიზონტალური:±2.5 მ | ვერტიკალური: ± 0.5 მ / ჰორიზონტალური: ± 2 მ | ვერტიკალური:±0.8 მ / ჰორიზონტალური:±2.5 მ |
ძრავის მონაცემები | Quad-Rotor: +4,X4; Hex-Rotor: +6,X6,Y6,Rev Y6; Octo-Rotor: +8,X8,V8 | Quad-rotor: I4, X4; Hex-rotor: I6, X6, IY6, Y6; Octo-rotor: I8,V8,X8 | Quad-Rotor: +4,X4; Hex-Rotor: +6,X6,Y6,Rev Y6; Octo-Rotor: +8,X8,V8 | Quad-rotor I4, X4; Hex-rotor I6, X6, IY6, Y6 |
Ronin-ის პლატფორმა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]DJI Ronin — სპეციალური პლატფორმა რომელიც მოძრაობისას კამერის მაქსიმალური სტაბილიზაციის საშუალებას იძლევა. მისი გამოყენება შესაძლებელია კინემატოგრაფიაში, პროფესიონალურ ვიდეოგრაფიასა და ფოტოგრაფიაში. აღბიშნულ პლატფორმაში კამერის სტაბილიზაცია მიიღწევა სამი ინდივიადუალურად მოძრავი ძრავისაგან, რომლებიც პატფორმის მოძრაობისდა მიუხედავად უკუმოძრაობების შესრულების შედეგად უზრუნველყოფენ კამერის ჰარმონიულ მოძრაობას.[12]
DJI მოდულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]DJI თავის მომხმარებლებს მათ ძირითად პროდუქტებთან სთავაზობს რამდენიმე დამატებით მოდულს, ესენია: ენერგიის მართვა, ვიდეო მოდულები და სხვა.
მოდული | Lightbridge | PMU (A2, Wookong, Naza V2, Naza Lite) | iOSD MARK II | iOSD mini | BTU |
---|---|---|---|---|---|
დანიშნულება | ვიდეოკავშირი | ენერგიის წყარო | ეკრანის დისპლეი | ეკრანის დისპლეი | Bluetooth-ს წყარო |
გამოიყენება | A2, Wookong-M, Naza V2 | A2, Wookong-M, Naza V2, Naza-M Lite | A2, Wookong-M, Naza V2 | A2, Wookong-M, Naza V2 | Naza V2 |
ინტერფეისი | CAN Bus | CAN Bus, Battery Connection | CAN Bus | CAN Bus | CAN Bus |
ელემენტის მონაცემები | 4S-6S Lipo | 4S-12S Lipo | 4S Lipo და Shared Flight Controller Power | 2S Lipo და Shared Flight Controller Power | Shared Flight Controller Power |
Flame Wheel-ის სერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]DJI გამოშვებული აქვს მულტიროტორები სახელწოდებიტ Flame Wheel (Feng-Huo-Lun იგივე Fenghuolun, 风火轮) უპილოტო ფოტოგრაფიისა და გართობისათვის. 2013 წელს გამოშვებული იყო მოდელები: ოქტოკოპტერი Flame Wheel F550, კვადროკოპტერი Flame Wheel F330 და Flame Wheel F450, Flame Wheel ARF KIT.[13][14]
მოდელი | Flame Wheel F330 | Flame Wheel F450 | Flame Wheel F550 |
---|---|---|---|
ბაზის დიაგონალი (სმ) | 33 | 45 | 55 |
კარკასის წონა (გრ) | 156 | 282 | 478 |
ფრენის მასა (გრ) | 600 – 1200 | 800 – 1600 | 1200 – 2400 |
Phantom-ის სერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]DJI აწარმოებს კვადროკოპტერებს მეტსახელად Phantoms, რომელიც წარმოადგენს ოთხი ძრავით მფრინავ აპარატს, აღჭურვილს კამერითა და Wi-Fi კავშირით, ასევე კომლექტში შედისმართვის პულტი და ნავიგაციისათვის აუცილებელი სხვა საშუალებები.[15][16][17] აპარატის ამ მოდელი სერიები ძირიტდად გამოიყენება კინემატოგრაფიასა და ფოტოგრაფიაში.[18] Phantom 2 Vision + აღჭურვილია კამერით და ვიბრაციის ჩამხშობი მექანიზმით. მას შეუძლია გადაიღოს 14 მეგაპიქსელიანი ფოტოები და შექმნას მაღალი ხარისხის (1080 dpi) ვიდეო ფაილები.[19]
მოდელი | Phantom 1 | Phantom 2 | Phantom 2 Vision | Phantom 2 Vision+ | Phantom FC40 |
---|---|---|---|---|---|
ხრახნის დიამეტრი (სმ) | 0.35 | 0.35 | 0.35 | 0.35 | 0.35 |
სიმაღლე (მ) | 0.19 | 0.19 | 0.19 | 0.19 | 0.19 |
სიმძლავრე (ვტ) | 3.12 | — | — | — | 3.12 |
საფრენი მასა (კგ) | < 1 | < 1.3 | 1.18 | 1.284 | < 1.2 |
მაქს. სიჩქარე (მ/წ) | 10 | 15 | 15 | 15 | 10 |
ფრენის ხანგრძლივობა (წთ) | — | 25 | — | — | 10 |
აფრენა/ჩამოფრენის სისწრაფე (მ/წ) | 6 | 6/2 | 6/2 | 6/2 | 6 |
ტემპერატული დიაპაზონი (°C) | -10 — +50 | -10 — +50 | — | — | -10 — +50 |
Spreading Wings-ის სერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]DJI-ს შექმნილი აქვს ოქტოკოპტერები სახელწოდებით Spreading Wings (Gen-Dou-Yun იგივე Gendouyun, 跟斗云), რომელიც განკუთვნილია მძიმე კამერების გადასატანად. აღნიშნული უპილოტო საფრენი საშუალება გამოიყენება აეროფოტოგადაღებებისას ასევე სამაშველო ოპერაციებისას მიუდგომელ ადგლებში. 2013 წელს გამოშვებული იქნა მისი ორი მოდელი — Spreading Wings S800 და Spreading Wings S800 EVO.[20]
მოდელი | Spreading Wings S800 | Spreading Wings S800 EVO | Spreading Wings S900 | Spreading Wings S1000 |
---|---|---|---|---|
ბაზის დიაგონალი (სმ) | 80 | 80 | 90 | 104.5 |
კარკასის წონა (კგ) | 2.6 | 3.7 | 3.3 | 4.2 |
საფრენი მასა (კგ) | 5 – 7 | 6 – 8 | 4.7 – 8.2 | 6 – 11 |
ფრენის ხანგრძლივობა (წთ) | 16 | 20 | 18 | 15 |
ტემპერატურული დიაპაზონი (°C) | — | — | -10 — +40 | -10 — +40 |
უპილოტო ვერტმფრენი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]DJI-ის უპილოტო ვერტმფრენი შექმნილია ჰარბინის პოლიტექნიკური ინსტიტუტისა, ჰონკონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და DJI-ის კომპანიის ერთობლივი ძალისხმევით. აღნიშნულ ვერტმფრენს შეუძლია ქარის პირობებში შეასრულოს მანევრები დიდ სიმაღლეებზე. მისი გენერალური კონსტრუქტორია ლი ზე სიანი (李泽湘), ხოლო პროგრამული უზრუნველყოფის მთავარი კონსტრუქტორი კი პროფესორი ჩჟუ სიაო-რუიუ (朱晓 蕊). უპილოტო ვერტმფრენი წარმოადგენს სრულფასოვან ჩინურ პროდუქტს.[21]
აპლიკაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]DJI-ის პროდუქტებს აქვთ გამოყენების ფართო სპექტრი მრეწველობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. მიუხედავად უპილოტო საფრენი აპარატების სამხედრო სფეროში სისტემატური გამოყენებისა, ისინი მშვიდობიანობის დრო შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქარიშხალზე ნადირობისას, ლანდშაფტის 3-D რუკების შესადგენად, ასევე ბუნების დაცვის, სოფლის მეურნეობის, და სამაშველო ოპერაციებში.
უპილოტო საფრენ აპარატებს აქვთ მოქმედების შეზღუდვები ისეთი მნიშვნელობის ობიექტებზე როგორიცაა აეროპორტი და სხვა. ასევე ზოგიერთ ქვეყანაში უპილოტო საფრენ აპარატებზე არსებობს რიგი შეზღუდვები.
იხილეთ ასევე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ DJI: How this Chinese drone maker is flying high in global market
- ↑ Chinese Drone Founder Explains Why Steve Jobs Is His Role Model
- ↑ Standouts in Tech: Drones, Virtual Reality, Instant Translation and A.I.
- ↑ Watch the Latest Must-Have Smart Toys Unveiled at Asia’s Largest Toy Fair
- ↑ A Hot Seller in a Hot Market: Meet the World's Most Successful Seller of Drones
- ↑ DJI Products
- ↑ Chinese Drone Maker DJI Unveils More Powerful Model
- ↑ DOT and FAA Propose New Rules for Small Unmanned Aircraft Systems
- ↑ China's drone king says the revolution depends on regulators
- ↑ The A2 model
- ↑ DJI Naza-H Helicopter Gyro System w/ GPS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-07. ციტირების თარიღი: 2015-03-26.
- ↑ The A2 model
- ↑ Flame Wheel ARF Kit
- ↑ FYFT M5 series blimps. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-04. ციტირების თარიღი: 2015-03-26.
- ↑ author=Personal Tech An Eye in the Sky, Accessible to the Hobbyist: A Teardown of the Phantom 2 Vision Plus Drone from DJI
- ↑ Phantom series. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2015-03-26.
- ↑ Phantom features
- ↑ DJI Phantom Released
- ↑ DJI Phantom 2 Vision+ Review and Manual
- ↑ Spreading-Wings s1000 Plus
- ↑ Unmanned helicopter