შინაარსზე გადასვლა

DC ელექტროძრავა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ორ პოლუსიანი როტორის და მუდმივი მაგნიტის სტატორის მქონე კოლექტორული ელექტროძრავა

DC ელექტროძრავა არის ელექტროძრავა, რომელიც მოიხმარს მუდმივ დენს (DC) მექანიკური ძალის წარმოქმნისთვის. ძირითადად მოქმედებს კოჭებში დენის გატარებით წარმოქმნილი მაგნიტური ველის საფუძველზე. თითქმის ყველა სახის DC ელექტროძრავას აქვს შინაგანი მექანიზმი, ელექტრონული ან მექანიკური, რათა შეცვალოს დენის დინების მიმართულება ძრავაში.