Cruel Summer (ალბომი)
| Cruel Summer | ||||
|---|---|---|---|---|
|
| ||||
| კომპილაციური ალბომი — | ||||
| გამოცემის თარიღი | 14 სექტემბერი, 2012 | |||
| ჩაიწერა | 2011-2012 | |||
| ჟანრი |
ჰიპ-ჰოპი | |||
| ხანგრძლივობა | 54:31 | |||
| ლეიბლი |
| |||
| პროდიუსერი |
| |||
| კანიე უესტი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
Kanye West Presents: GOOD Music – Cruel Summer,[1][2][3]ხშირად მხოლოდ Cruel Summer-ად წოდებული – კომპილაციური ალბომი, რომელიც შექმნილია ამერიკული ჩამწერი ლეიბლის, GOOD Music, შემსრულებლების მიერ და გამოვიდა 2012 წლის 14 სექტემბერს, თავად ლეიბლისა და მისი მშობელი კომპანიის, Def Jam Recordings-ის მიერ. GOOD Music-ის დამფუძნებელმა, ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა, ლეიბლის ერთობლივი ალბომის გეგმები პირველად 2011 წლის ოქტომბერში გაამხილა. მას წინ უძღოდა ოთხი სინგლი — „Mercy“, „Cold“, „New God Flow“ და „Clique“, რომლებმაც არაერთგვაროვანი წარმატება მოიპოვა აშშ-ის Billboard Hot 100 ჩარტში.
ალბომში მონაწილეობენ თავად უესტი, ლეიბლის მაშინდელი წევრები: პუშა ტი, ბიგ შონი, ტეიანა ტეილორი, კიდ კუდი, ჯონ ლეჯენდი, კომონი, დ’ბანჯი და მალიკ იუსეფი, ასევე, ჯეი-ზი, 2 Chainz, ტრევის სკოტი, საიჰი ზე პრინსი და სხვა. Cruel Summer ძირითადად წარმოებულია GOOD Music-ის საპროდიუსერო ფრთის, Very GOOD Beats, წევრების მიერ, მათ შორის იყვნენ უესტი, Hit-Boy, ჰადსონ მოჰოუკი, ტრევის სკოტი და Lifted.
ალბომმა კრიტიკოსებისგან „საკმაოდ ნელთბილი რეაქცია“ მიიღო,[4]რომლებმაც მოიწონეს მისი ამპარტავანი სტილი და უესტის მონაწილეობით შექმნილი ტრეკები, თუმცა, როგორც ალბომი, არათანაბრად მიიჩნიეს. დებიუტი აშშ Billboard 200-ის მეორე ადგილზე შეასრულა, პირველივე კვირაში 205,000 ეგზემპლარი გაიყიდა. ალბომმა ასევე მიაღწია ავსტრალიის, კანადის, შვეიცარიისა და გაერთიანებული სამეფოს ჩარტების ტოპ 10-ს. Nielsen SoundScan-ის მონაცემებით, 2012 წლის 4 ნოემბრის მონაცემებით, Cruel Summer-ის 389,000 ეგზემპლარი გაიყიდა.
ტრეკების ჩამონათვალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| # | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | Producer(s) | ხანგრძლივობა |
|---|---|---|---|---|
| 1. | „To the World“ (ასრულებენ: Kanye West, R. Kelly და Teyana Taylor) |
|
| 3:51 |
| 2. | „Clique“ (ასრულებენ: Kanye West, Jay-Z and Big Sean) |
| 4:53 | |
| 3. | „Mercy.1“ (ასრულებენ: Kanye West, Big Sean, Pusha T და 2 Chainz) |
| 5:26 | |
| 4. | „New God Flow.1“ (ასრულებენ: Kanye West, Pusha T და Ghostface Killah) |
|
| 5:57 |
| 5. | „The Morning“ (ასრულებენ: Raekwon, Pusha T, Common, 2 Chainz, Cyhi the Prynce, Kid Cudi, და D'banj) |
|
| 4:35 |
| 6. | „Cold.1“ (ასრულებენ Kanye West და DJ Khaled) |
| Hit-Boy | 3:36 |
| 7. | „Higher“ (ასრულებენ The-Dream, Pusha T, Mase, და Cocaine 80s) |
| 4:34 | |
| 8. | „Sin City“ (ასრულებენ: John Legend, Teyana Taylor, Cyhi the Prynce, და Malik Yusef) |
|
| 4:28 |
| 9. | „The One“ (ასრულებენ Kanye West, Big Sean, 2 Chainz, და Marsha Ambrosius) |
|
| 5:44 |
| 10. | „Creepers“ (performed by Kid Cudi) |
| Black | 3:14 |
| 11. | „Bliss“ (ასრულებენ: John Legend და Teyana Taylor) |
| Hudson Mohawke | 3:30 |
| 12. | „Don't Like.1“ (ასრულებენ: Kanye West, Chief Keef, Pusha T, Big Sean, და Jadakiss) |
|
| 4:43 |
| საერთო ხანგრძლივობა: | 54:31 | |||
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kanye West Presents Good Music Cruel Summer. Spotify. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 29, 2017. ციტირების თარიღი: July 28, 2017
- ↑ Kanye West Presents Good Music Cruel Summer [Explicit: Various artists]. Amazon. ციტირების თარიღი: July 28, 2017
- ↑ Kanye West's 'Cruel Summer' compilation leaks online. NME. IPC Media (September 14, 2012). ციტირების თარიღი: September 22, 2012
- ↑ Cruel Summer by G.O.O.D. Music reviews. web.archive.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22.09.2012. ციტირების თარიღი: 20.11.2025.