Dragon 2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Crew Dragon)
Dragon 2

SpaceX Demo-2 მისიის ფარგლებში ხომალდი Crew Dragon სადგურთან შეპირისპირების საბოლოო ტრაექტორიაზე
ალტერნატიული დასახელება Dragon V2
მისიის ტიპი სატვირთო და პილოტირებადი ექსპედიციები
ოპერატორი SpaceX
NASA
ორბიტები დედამიწის საყრდენი ორბიტა
სტატუსი გამოიყენება
ტექნიკური მახასიათებლები
ცარიელის მასა 6 350 კგ
დატვირთულის მასა 13 ტონამდე
ზომები დიამეტრი: 4 მ
სიმაღლე: 8.1 მ
გვერდის კუთხე: 15°
მწარმოებელი SpaceX
ექსპედიცია
კოსმოსური სადგური საერთაშორისო კოსმოსური სადგური
ეკიპჟი
ეკიპაჟის რაოდენობა მაქსიმალური: 7 (NASA-ს პროგრამის ფარგლებში ეკიპაჟი 4 ასტრონავტით შემოიფარგლება)

Dragon 2 (ასევე: Crew Dragon, Dragon V2) — ამერიკული მრავალჯერადი კოსმოსური ხომალდის კლასი, რომელიც შეიმუშავა და აწარმოებს კომპანია SpaceX და არის სატვირთო კოსმოსური ხომალდის, Dragon 1-ის მემკვიდრე. ხომალდი წარმოდგენილია ორ ვარიანტში: Crew Dragon – პილოტირებადი კაფსულა ადამიანებისთვის, რომელსაც შვიდამდე ასტრონავტის გადაზიდვა შეუძლია, და Cargo Dragon – სატვირთო ხომალდი თავდაპირველი Dragon 1-ის ჩასანაცვლებლად.

Dragon 2-ის გაშვება ხორციელდება Falcon 9 Block 5 რაკეტის თავზე დამონტაჟებულად, ხოლო დედამიწაზე კაფსულა ბრუნდება პარაშუტების დახმარებით ოკეანეში დაშვებით. წინამორბედისგან განსხვავებით, Dragon 2-ს შეუძლია საკუთარი თავი მიაერთოს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს, მაშინ როცა Dragon 1-ს ესაჭიროება სადგურის რობოტიზებული მკლავით დაჭერა და ამგვარად სადგურთან შესაერთებლად მიყვანა. Crew Dragon აღჭურვილია ავარიული თავდაღწევის ჩაშენებული სისტემით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ხომალდის გვერდებში ჩადგმული ოთხი საქშენისა და თითოეულ მათგანში არსებული წყვილი SuperDraco-ს ტიპის ძრავის დახმარებით ხომალდს 11.8 მ/წმ2 აჩქარებას ანიჭებს მზიდი რაკეტისაგან ხომალდის უსაფრთხო მანძილზე მოსაშორებლად. თავდაპირველი Dragon-ისგან განსხვავებით, მას აქვს გადამუშავებული მზის პანელები, მოდიფიცირებული გარემოხაზულობა, ახალი ავიონიკა და საფრენოსნო კომპიუტერული სისტემები. 2020 წლის მარტის მდგომარეობით წარმოებულია ოთხი ერთეული Dragon 2 (სატესტო ეგზემპლარების გარდა) — მათ შორის სატესტო Dragonfly და ოთხი საფრენი მანქანა, რომელთაგან ერთი განადგურდა ძრავის ტესტირების დროს.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mike Wall. SpaceX Confirms Dragon Capsule Was Destroyed in Test 'Anomaly', Could Affect Crew Launches. space.com. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Dragon_2&oldid=3888426“-დან