ყორნისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Corvidae)
ყორნისებრნი
Corvus corone
შავი ყვავი (Corvus corone)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  ყორნისებრნი
ლათინური სახელი
Corvidae (Vigors, 1825)
გავრცელება

ყორნისებრნი (ლათ. Corvidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მოიცავს ზომით (სხეულის მასა 50 გ — 1,5 კგ) და გარეგნობით ძლიერ განსხვავებულ 130-მდე სახეობას.[1] გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში (გარდა ანტარქტიკისა, ახალი ზელანდიისა და ზოგი ოკეანური კუნძულისა). ბინადრობენ ტყეებში, ველებზე, უდაბნოებსა და მთებში, ანთროპომორფულ ლანდშაფტში. მონოგამები არიან. ბუდეს იკეთებენ ხეზე, ბუჩქზე, კლდეზე, შენობის სახურავზე. დებენ 3–8 კვერცხს. პოლიფაგები არიან. საქართველოში ბინადრობს 8 სახეობა (ჩხიკვი, კაჭკაჭი, წითელნისკარტა და ყვითელნისკარტა მაღრანი, ჭკა, ჭილყვავი, რუხი ყვავი, ყორანი). 1 კი (შავი ყვავი) იშვიათად გვხვდება მიმოფრენისას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]