Control Denied

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Control Denied

ბიოგრაფია
წარმოშობა ფლორიდა, აშშ
ჟანრ(ებ)ი პროგრესული მეტალი, პაუერ მეტალი
აქტიური 1996–2001
ლეიბლ(ებ)ი Relapse, Nuclear Blast
საიტი emptywords.org

Control Denied (ქართ. კონტროლის უარყოფა) — ამერიკული მძიმე და პროგრესული მეტალ ჯგუფი, რომელიც დააარსა ჯგუფ Death-ის ვოკალისტმა და გიტარისტმა, ჩაკ შულდინერმა. ჯგუფის მუსიკა მოიცავს პროგრესულ და მძიმე მეტალს, ასევე დეზ-მეტალის და პაუერ- მეტალის ელემენტებს.

ჯგუფი შეიქმნა 1996 წელს, ჩაკ შულდინერის მიერ. პირველი ალბომი The Fragile Art of Existence 1999 წელს გამოვიდა. მეორე ალბომის გამოცემა დააყოვნა ჩაკის გარდაცვალებამ, მაგრამ ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა გამოთქვეს ალბომის დასრულების სურვილი. წარმოიქმნა დავა ამ ნახევრად დაუმთავრებელი ალბომის დამთავრების შესახებ, რომელიც დიდ ხანს გაგრძელდა, მაგრამ ჩაკ შულდინერის ადვოკატმა 2009 წელს ჯგუფს საბოლოოდ ნება დართო, სიმღერები ჩაეწერათ. მიუხედავად ამისა, When Man and Machine Collide-ის გამოსვლის თარიღი ჯერ უცნობია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1996 demo (1996)
  • 1996 demo (1997)
  • 1999 demo (1999)
  • The Fragile Art of Existence (1999)
  • Unreleased Themes from Control Denied (ბუტლეგი) (2004)
  • The Fragile Art of Existence (ხელმეორე გამოცემა, ორი ფორმატი) (2010)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]