შინაარსზე გადასვლა

Clivus Capitolinus

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Clivus Capitolinus

Clivus Capitolinus („კაპიტოლინის აღმართი“) — რომის ფორუმის სათავიდან აღმავალი გზა, ტიბერიუსის თაღის გვერდით, წარმოადგენს „Via Sacra“-ს გაგრძელებას.[1]

ქუჩას დიდი ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ის რომის ერთ-ერთ უძველეს გზას წარმოადგენს და მიდის ქალაქის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ნაწილამდე. ამბობენ, რომ იულიუს კეისარი ამ გზაზე მუხლებზე დამდგარი ადიოდა, რათა ომის წინ ცუდი წინათგრძნობა მოეშორებინა.[2]

გზის, ისევე როგორც თავად ბორცვის ისტორია ბოლომდე ნათელი არ არის, რადგან რომის უძველესი ჩანაწერების დიდი ნაწილი - მათ შორის ისინიც, რომლებიც ამ გზასა და ბორცვზე საუბრობდნენ - ქალაქის ძარცვის დროს განადგურდა. შესაძლოა, გზა საბინების დასახლებისკენ მიმავალი თავდაპირველი მარშრუტის ნაწილი ყოფილიყო, რომელიც სატურნის ტაძრის აშენების შემდეგ შეიცვალა. გზაზე გვხვდება უძველესი ეტრუსკული ქვების თავზე აშენებული ნაგებობების დიდი რაოდენობა, რომელთა ნახვაც „Portico Dii Consentes[3]-ის შემორჩენილი ნანგრევების უკანა მხარეს შეიძლება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. jr, L. Richardson; Richardson, Professor of Latin (Emeritus) L. (October 1992). A New Topographical Dictionary of Ancient Rome. JHU Press, გვ. 70. ISBN 9780801843006. „Clivus Capitolinus.“ 
  2. Walter's Tours of Ancient Rome. ციტირების თარიღი: 2019-06-30
  3. Clivus Capitolinus, Forum Romanum (Photo Archive). ციტირების თარიღი: 2019-06-30