Citrio

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Citrio
Citrio logo.png
მწარმოებელი Catalina Group LTd,
Epom Ad Server
გამოვიდა ივლისი 22, 2014 (2014-07-22)
ბოლო გამოშვება Windows: 45.0.2454.266, Mac OS X: 44.0.2403.264. / ნოემბერი 10, 2015; 5 წლის წინ (2015-11-10)
ოს Microsoft Windows, macOS
ენა ინგლისური
სტატუსი აქტიური
ლიცენზია პროპრიეტარული
საიტი citrio.com

Citrio — უფასო, Google Chrome-ზე დაფუძნებული ინტერნეტ-ბრაუზერი, შექმნილი Catalina Group Ltd-ის მიერ 2014 წელს, რომელსაც ავრცელებს Epom Ad Server.[1] Сitrio ხელმისაწვდომია Windows და macOS ოპერაციული სისტემებზე[2] და გააჩნია სხვადასხვა მულტიმედიური მახასიათებლები: ჩაშენებული ჩამოტვირთვის მენეჯერი, ჩამოტვირთვის ამაჩქარებელთან ერთად, ვიდეოს ჩამომტვირთავი, მედია პლეიერი და Proxy გადამრთველი.[3] Citrio დაფუძნებულია Chromium ღია კოდის პქონე პროექტზე, რომელზეც თავსებადია ყველა აპლიკაცია განთავსებული Chrome Web Store-ზე.[4]

მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Citrio-ს გააჩნია ჩაშენებული ჩამოტვირთვის მენეჯერი, რომელიც იძლევა გადმოწერის შეჩერების და გაგრძელების საშუალებას. ის ასევე ახარისხებს გადმოწერილ ფაილებს თარიღის მიხედვით.[5] ბრაუზერს აქვს BitTorrent კლიენტი, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია ტორენტ-ფაილების გადმოწერა დამატებითი პროგრამების გარეშე,[6], ასევე აპლიკაცია ვიდეოს ჩამომტვირთველი, რომელიც ჩამოტვირთავს ვიდეოებს სხვადასხვა საიტებიდან.[7] ჩამოტვირთული ტორენტ-ფაილები და ვიდეოები ნაჩვენებია ზედა მარჯვენა კუთხეში. ბრაუზერში ჩაშენებულ მედია ფლეიერს შეუძლია ვიდეოს ჩვენება, იმ შემთხვევაშიც, თუ კი აღნიშნული ვიდეო ჩამოტვირთვის პროცესშია. მასში ასევე წარმოდგენილია აპლიკაცია ad blocking, რომელიც ბლოკავს არასასურველ საიტებს იმ შემთხვევაში, თუ ამ საიტებიდან მოდის გარკვეული საფრთხე.[8]

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Citrio ინტერნეტ-ბრაუზერი შექმნილია კომპიუტერული პროგრამების მწარმოებელი კომპანია Catalina Group LTD-ის მიერ. 2013 წელს გამოვიდა მისი პირველი ვერსია, რომელსაც თან ახლდა სხვადასხვა ძირითადი მახასიათებლები, როგორიც არის ჩამოტვირთვის მენეჯერი, ტორენტ მენეჯერი, ვიდეო ჩამომტვირთავი და Proxy გადამრთველი. Catalina Group-მა დაიწყო აღნიშნული პროდუქტის უფრო აქტიური განვითარება.

კრიტიკოსების გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Citrio დადებითად შეაფასეს კრიტიკოსებმა. განსაკუთრებული შექება დაიმსახურა ჩამომტვირთვის აპლიკაციებმა, როგორებიც არის ტორენტ-მენეჯერი და ვიდეოს ჩამომტვირთავი. მიმოხილველებმა მთავარი აქცენტი გაკეთეს მის უნიკალურ დიზაინზე. ერთ-ერთ პირველ მიმოხილვაში The Windows Club-მა განაცხადა, რომ "ეს ბრაუზერი წარმოადგენს საუკეთესო ალტერნატივას იმათთვის, ვინც ეძებს გონიერ ინტერნეტ-ბრაუზერს".[9]

heavy.com-მა Citrio დაახასიათა, როგორც ერთ-ერთი საშუალება, რომელიც გაძლევთ საშუალებას გაზარდოთ თქვენი ჩამოტვირთვის სიჩქარე. მან ასევე შეაქო ჩამოთვირთვის მენეჯერის ფუნქციონალურობა: "ის არის კარგი საშუალება, რათა ააჩქაროთ ჩამოტვირთვა და გააგრძელოთ შეჩერებული გადმოსატვირთი ფაილები".[10]

2015 წლის დეკემბერს, CNET-მა Citrio ამგვარად მიმოიხილა:"თუ თქვენ დაკავებული ხართ ინტერნეტიდან სხვადასხვა მედია ფაილების ჩამოტვირთვით, მაშინ თქვენ, შანსი უნა მისცეთ Citrio-ს."[11]

2015 წლის სექტემბერს, Smashing Magazine-მა შეაქო Citrio-ს ჩამოტვირთვის მენეჯერი, და ასევე აღნიშნა, რომ Chromium-ის განახლების ციკლი, რომელიც Сitrio-ში არის გამოყენებული, მსგავსია სხვა Chromium-ზე დაფუძნებული ბრაუზერებისა.[12]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Partners. Citrio. ციტატა: „EPOM Ltd is the only official distributor of Citrio browser. EPOM Ltd holds exclusive distribution rights to Catalina Group Ltd and acts as an intermediary entity between Catalina Group Ltd and prospective users of Citrio browser.“ ციტირების თარიღი: 25 December 2015.
  2. Citrio Download For Windows XP, Vista, 7, 8, Mac OS X. techuism.com (2013-12-11). ციტირების თარიღი: 2014-09-30.
  3. 8 Powerful Windows Apps That Embrace Simplicity. Lifehacker (2014-09-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-05. ციტირების თარიღი: 2014-10-07.
  4. 5 tips to make your browsing safe and secure. BetaNews. ციტირების თარიღი: 2014-09-30.
  5. Six alternative web browsers you should know about. Gigaom (2014-08-24). ციტირების თარიღი: 2014-10-01.
  6. Citrio: Fast Web Browser with an intelligent Download Manager. The Windows Club (2014-08-04). ციტირების თარიღი: 2014-10-01.
  7. Why Is My Internet So Slow? Boost Your Internet Speed. heavy.com. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2015.
  8. Citrio Browser: Built-in Ad Blocking and improved Notifications (2015-10-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-21. ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2015.
  9. Citrio: Fast Web Browser with an intelligent Download Manager. The Windows Club (2014-08-04). ციტირების თარიღი: 2014-10-01.
  10. Why Is My Internet So Slow? Boost Your Internet Speed. Heavy.com (October 14, 2014). ციტირების თარიღი: 6 ნოემბერი, 2015.
  11. Citrio Review. CNET (4 თებერვალი, 2015). ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2015.
  12. Chrome, Firefox, Safari, Opera, Edge? Impressive Web Browser Alternatives. Smashing Magazine (23 სექტემბერი, 2015). ციტირების თარიღი: 6 ნოემბერი, 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Citrio&oldid=4108211“-დან