ოქროს თხუნელასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Chrysochloridae)
ოქროს თხუნელასებრნი

Chrysospalax trevelyani
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მწერიჭამიები
ოჯახი:  ოქროს თხუნელასებრნი
ლათინური სახელი
Chrysochloridae

ოქროს თხუნელასებრნი (Chrysochloridae) — ძუძუმწოვრების ოჯახი მწერიჭამიების რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 75-235 მმ, დაფარულია წითელი, მწვანე, ყვითელი ან იისფერი მოკლე ბეწვით. ოქროს თხუნელასებრთა შიშველი დინგი გარქოვანებულია, რაც მათ მიწის თხრაში ეხმარება. ოჯახში 5 გვარის 15-20 სახეობაა. ბინადრობენ სამხრეთ აფრიკის მშრალ სტეპებში, ქვიშიან უდაბნოებში, ტყეებსა და მინდვრებში. ცხოვრობენ მიწაში. იკვებებიან ნიადაგის მწერებით, მატლებითა და სხვა უხერხემლოებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]