Children's Crusade

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„Children's Crusade“
სიმღერა, შემსრულებელი – სტინგი, ალბომიდან The Dream of the Blue Turtles
გამოსვლის თარიღი 1 ივნისი 1985
ჩაიწერა 1985
ჟანრი როკ მუსიკა
ენა ინგლისური
ხანგრძლივობა 5:02
ხმისჩამწერი ლეიბლი A&M
ავტორი სტინგი
პროდიუსერი სტინგი, პიტერ სმითი
The Dream of the Blue Turtles - სიმღერები

Russians
(3)
Children's Crusade
(4)
Shadows In The Rain
(5)

Children's Crusade (ინგლ. ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა) — ინგლისელი მომღერალ და მუსიკოს სტინგის სიმღერა ალბომიდან The Dream of the Blue Turtles. სიმღერაში საუბარია ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობის მოვლენებზე.

სიმღერა ხშირად სრულდებოდა მუსიკოსის პირველი საკონცერტო ტურნეს მსვლელობისას. 1993 წელს სტინგმა იგი მოულოდნელად შეასრულა, როდესაც ჯგუფის Grateful Dead კონცერტების წინ საკუთარი პროგრამით გამოდიოდა. კომპოზიციის საკონცერტო ვერსია ჩაწერილია ალბომზე Bring on the Night.

სტინგის კომენტარი სიმღერაზე:

ვიკიციტატა
„ეს სიმღერა მოგვითხრობს ისტორიის სამ პერიოდზე. პირველია XIX საუკუნე, როდესაც ბავშვთა მსვლელობის იდეა დაიბადა. ორ მონაზონს უნდა აეყვანა ასეთები მთელი ევროპის ქუჩებში, რათა პალესტინელები წმინდა მიწიდან სწორედ მათი დახმარებით გაეგდო. მაგრამ სინამდვილეში ისინი მათ ყიდდნენ მონებად, ჩრდილოეთ აფრიკაში. ეს არის ცინიზმის შესანიშნავი მაგალითი. მეორე ნაწილი მოგვითხრობს პირველ მსოფლიო ომზე და იმაზე თუ როგორ იღუპებოდნენ ახალგაზრდები მათთვის სრულიად უცნობი მიზეზების გამო. ეს ასევე იყო ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა. მესამე ნაწილი ეხება ინგლისში ჰეროინის ინდუსტრიის განვითარებას - იქ, სადაც ჰეროინი შაქარზე უფრო იაფია. ვფიქრობ, ხალხი, რომელიც ჰეროინის ინდუსტრიას მართავს - მე ვგულისხმობ მსუქან ბიზნესმენებს, რომლებიც აქედან დიდ მოგებას პოულობენ - იგივე კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ბავშვებს ყიდდა XXI საუკუნეში და ხალხს უშვებდა ომში 1914-1918 წლებში.“

[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]