Chick-fil-A

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლოგო

Chick-fil-A ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული სწრაფი კვების რესტორანია. ამ რესტორანში მხოლოდ ქათმის ხორცისგან დამზადებული ბურგერები/სენდვიჩები იყიდება. მისი სათაო ოფისი ჯორჯიას შტატში მდებარეობს. Chick-fil-A-ს რესტორნების ქსელში 2605-ზე მეტი ფილიალია. ფილიალები უმეტესად აშშ-ში მდებარეობს, სულ 48 შტატში. მოგვიანებით ფილიალები გაიხსნა კანადასა და დიდ ბრიტანეთში. Chick-fil-A-ში შეგიძლიათ მიირთვათ საუზმის ლანჩის და სადილის მენიუები.

რესტორნის მფლობელი დიდ ყურადღებას აქცევს რელიგიურ ტრადიციებს. იგი კვირაობით დაკეტილია. კვლევების მიხედვით, ყოველწლიურად კომპანია 1 მილიარდ აშშ დოლარს კარგავსას ამ მიზეზით. იგი ასევე დაკეტილია შობას და მადლიერების დღეს.

ფილიალი ოჰაიოში

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1961 წელს, ტრუეტ კეტიმ აღმოაჩინა ისეთი შესაწვავი აპარატი, რომელიც ქათმის სენდვიჩს იმავე დროში ამზადებდა, რამდენიც სჭირდებოდა ჰამბურგერის დამზადებას. სწორედ ამის შემდეგ დაერქვა რესტორანს ეს სახელი და Chick-fil-A-ის სლოგანიც გამოჩნდა: " ჩვენ არ გამოგვიგონებია ქათამი, მხოლოდ ქათმის სენდვიჩი". პირველი ფილიალი 1967 წელს გაიხსნა.

2008 წელს, Chick-fil-A პირველი სწრაფი კვების რესტორანი გახდა, რომლის პროდუქტიც არ შეიცავდა არანაირ უჯერ ცხიმებს, რომელიც საშიშია ჯანმრთელობისთვის.

მენიუ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Chick-fil-A-ს რესტორნების ქსელის ერთ-ერთი წარმატების მიზეზი და ბიზნეს-სტრატეგია ისაა, რომ მათთვის მთავარი ფოკუსი სადა მენიუ და მაღალი ხარისხის მომსახურებაა. სხვა სწრაფი კვების რესტორნები ხშირად ცვლიან და ზრდიან მენიუში შემავალ პროდუქტებს, რათა ახალი მომხმარებლები მიიზიდონ. Chick-fil-A-სთვის კი მთავარი ისაა, რომ მათ მიერ მომზადებულმა პროდუქტმა შეინარჩუნოს მაღალი ხარისხი. რესტორანში მომუშავე პერსონალის წყალობით, რომლებიც მომხმარებელს მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს უქმნიან, Chick-fil-A ხალხის კმაყოფილებას მართლაც იწვევს.

ვაფლის ფორმის კარტოფილი ფრი

მენიუში მხოლოდ რამდენიმე სახის სენდვიჩი შედის. Chick-fil-A-ს კლასიკური სენდვიჩი, რომლის ინგრედიენტებიცაა: ქათამი (არაქისის ზეთში ამოვლებული), პური (კარაქ-წასმული) და კიტრის მწნილი. რესტორანში ასევე შეგიძლიათ შეუკვეთოთ სენდვიჩი პურით, რომელიც არ შეიცავს გლუტენს. მომხმარებელს შეუძლია ცხარე კლასიკური სენდვიჩის შეკვეთაც. სახელგანთქმულია Chick-fil-A-ს უნიკალური სოუსი, რომლის შემადგენლობაც მომხმარებლების დიდ ინტერესს იწვევდა, სანამ 2012 წელს, კომპანიამ არ გაამხილა სოუსის ინგრედიენტების საიდუმლო. აღმოჩნდა, რომ სოუსი სამი სოუსის შერევით მიიღება. ესენია: ბარბექიუ სოუსი, რენჩის სოუსი და სოუსი თაფლითა და მდოგვით.

2018 წლის მონაცემების მიხედვით, ყველაზე ხშირად შეკვეთილი პროდუქტებიდან ერთ-ერთია Chick-fil-A-ს კარტოფილი ფრი, რომელსაც სხვა რესტორნების ფრისთან შედარებით სხვანაირი ფორმა აქვს. მას ვაფლის ფორმის ფრისაც უწოდებენ და ასეთი ფრი ბევრად ხრაშუნაა.

რეცეპტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც ამერიკაში დაადგინეს, რომ იმ ცხოველის ხორცის ჭამა, რომელსაც ანტიბიოტიკები ჰქონდა მიღებული, საფრთხეს უქმნიდა ადამიანის ჯანმრთელობას, 2014 წლის თებერვალში Chick-fil-A-მ გამოაცხადა, რომ მათი გეგმა წარმოადგენდა სრულიად ამოეღოთ ანტიბიოტიკები იმ ქათმების რაციონიდან, რომლსებსაც იყენებდნენ სენდვიჩების დასამზადებლად. მათ დანაპირები მართლაც შეასრულეს და Chick-fil-A გახდა პირველი სწრაფი კვების ობიექტი ვინც ეს გააკეთა.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Chick-fil-A&oldid=4409918“-დან