თეთრი ნაცარქათამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Chenopodium album)
თეთრი ნაცარქათამა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  მიხაკისნაირნი
ოჯახი:  ჯიჯლაყასებრნი
გვარი:  ნაცარქათამა
სახეობა:  თეთრი ნაცარქათამა
ლათინური სახელი
Chenopodium album L., 1753
გავრცელება

თეთრი ნაცარქათამა[1][2] (ლათ. Chenopodium album) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა. სიმაღლეში 100 სმ-მდე აღწევს. ღერო სწორად მდგომია, დატოტვილი, ფქვილისებური ნაფიფქით მოფენილი ან შიშველი. ფოთოლი რომბისებურ-კვერცხისებური ფორმისაა, ფქივილისებური ნაფიფქი აქვს ორივე ან მხოლოდ ქვედა მხარეს. ყვავილების გორგლურები შეკრებილია თავთავისებურ ან ფარჩხატ საგველასებურ ყვავილედში. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს ივნის-ოქტომბერში. ნათესებში, ბოსტნებსა და ბაღებში იზრდება როგორც სარეველა მცენარე, აგრეთვე გვხვდება მდინარეთა ნაპირებზე, რუდერალურ ადგილებში, დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე. კოსმოპოლიტი მცენარეა. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული.[3] საკვებად (ფხალად) გამოიყენება ფოთლები და ნორჩი ტოტები.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ღვინიაშვილი ც., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 339.
  2. fat hen — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  3. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 18.
  4. Johnson, Derek; Kershaw, Linda; MacKinnon, Andy; Pojar, Jim (1995) Plants of the Western Boreal Forest and Aspen Parkland. Lone Pine Publishing. ISBN 978-1-55105-058-4.