Changes (ტუპაკ შაკურის სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Changes“
სინგლი  - ტუპაკ შაკური
ალბომიდან Greatest Hits
გამოსვლის თარიღი 13 ოქტომბერი, 1998
ფორმატი CD, აუდიოკასეტა, 7", 12"
ჩაიწერა 1992-1996
ჟანრი პოლიტიკური ჰიპ-ჰოპი
ხანგრძლივობა 4:30
ლეიბლი Interscope, Amaru, Death Row
სიმღერის ავტორი ტუპაკ შაკური, დეონ ევანსი, ბრიუს ჰორნსბი[1]
პროდიუსერი პი ვი
ტუპაკ შაკური - სინგლების ქრონოლოგია
„Do for Love“
(1998)
Changes
(1998)
„Unconditional Love“
(1999)

Changes“ — ამერიკელი რეპერ ტუპაკ შაკურის სიმღერა და სინგლი კომპილაციური ალბომიდან Greatest Hits. როგორც კომპილაცია, ასევე სინგლი გამოცემული იქნა 1998 წელს. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის ის ნაწილი, სადაც ჟღერს ტუპაკის რეპ-ვოკალი, აღებულია მისი სხვა სტუდიური ჩანაწერებიდან (მაგალითად, სიმღერიდან "I Wonder If Heaven Got a Ghetto"), ბრიუს ჰორნსბის 1986 წლის ცნობილი სიმღერის "The Way It Is" არანჟირებების გამოყენებით პროდიუსერებმა შეადგინეს ჩანაწერი, რომელმაც 1998 წელს უდიდესი პოპულარობა იქონია.

"Changes" ნომინირებული იყო გრემის 2000 წლის ჯილდოზე კატეგორიაში ’საუკეთესო რეპ-სოლო შესრულება’. დღემდე იგი რჩება ტუპაკის ერთადერთ სიმღერად, რომელიც გამოვიდა მისი მკვლელობის შემდეგ და საერთოდ წარდგენილი იქნა ამ კატეგორიაში.

ჰიუი, რომელსაც რეპერი ახსენებს სიმღერაში ("two shots in the dark, now Huey's dead") არის ჰიუი პი ნიუტონი, შავი პანტერის პარტიის დამაარსებელი (ტუპაკის დედა, აფინი შაკური ამ პარტიის წევრი იყო).

2009 წლის დეკემბერში ვატიკანის წარმომადგენლობამ "Changes" შეიტანა ’ვატიკანის MySpace სიაში’, სადაც შეტანილია ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებიც, როგორიც არის მოცარტი, მოცარტის დონ ჯოვანი და მიუზის Uprising.

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის მუსიკალური ვიდეოს რეჟისორია კრის ჰეფნერი. მასში გამოყენებულია ტუპაკის სხვა ვიდეოკლიპების ნაწყვეტები და ბევრი ფოტოსურათი, რომელიც მანამდე ცოტას თუ ჰქონდა ნანახი. 1999 წელს გამოვიდა The Notorious B.I.G.-ის სიმღერის Dead Wrong მუსიკალური ვიდეო, გადაღებული მსგავს სტილში.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Changes (სინგლის ვერსია) - 4:29
  • Changes (ალბომის ვერსია) - 4:29
  • Changes (ინსტრუმენტული ვერსია) - 4:10

ჩარტები და სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველკვირეული ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტები (1999) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალია (ARIA)[2] 7
ავსტრია (Ö3 Austria Top 40)[3] 6
ბელგია (Ultratop 50 - ფლანდრია)[4] 2
ბელგია (Ultratop 50 - ვალონია)[5] 11
Canada Dance (RPM)[6] 3
Canada Top Singles (RPM)[7] 19
დანია (Tracklisten)[8] 7
საფრანგეთი (SNEP)[9] 39
გერმანია (Official German Charts)[10] 7
ნიდერლანდები (Dutch Top 40)[11] 1
ახალი ზელანდია (Recorded Music NZ)[12] 3
ნორვეგია (VG-lista)[13] 1
შვედეთი (Sverigetopplistan)[14] 3
შვეიცარია (Schweizer Hitparade)[15] 2
აშშ - Billboard Hot 100[16] 32
აშშ - ცხელი რიტმ-ენდ-ბლუზური/ჰიპ-ჰოპ სიმღერები (Billboard)[17] 12
აშშ Mainstream Top 40 (Billboard)[18] 38
UK R&B (ოფიციალური ჩარტების კომპანია)[19] 1
ბრიტანეთის სინგლები (ოფიციალური ჩარტების კომპანია)[20] 3
ჩარტი (2013) უმაღლესი
პოზიცია
UK (ოფიციალური ჩარტების კომპანია)[21] 66

სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
ახალი ზელანდია (RMNZ)[22] ოქრო 7,500*
შვედეთი (GLF)[23] პლატინა 30,000x
გაერთიანებული სამეფო (BPI)[24] ოქრო 400,000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ascap entry for song ASCAP, accessed მაისი 1, 2011
  2. "Australian-charts.com – 2 Pac – Changes". ARIA Top 50 Singles.
  3. "Austriancharts.at – 2 Pac – Changes" (გერმანულად). Ö3 Austria Top 40.
  4. "Ultratop.be – 2 Pac – Changes" (ჰოლანდიურად). Ultratop 50.
  5. "Ultratop.be – 2 Pac – Changes" (ფრანგულად). Ultratop 50.
  6. Dance peak
  7. Canadian Top Singles peak
  8. "Danishcharts.com – 2 Pac – Changes". Tracklisten.
  9. "Lescharts.com – 2 Pac – Changes" (ფრანგულად). Les classement single.
  10. "Musicline.de – 2 Pac Single-Chartverfolgung" (გერმანულად). Media Control Charts. PhonoNet GmbH.
  11. "Nederlandse Top 40 – 2 Pac search results" (ჰოლანდიურად) Dutch Top 40.
  12. "Charts.org.nz – 2 Pac – Changes". Top 40 Singles.
  13. "Norwegiancharts.com – 2 Pac – Changes". VG-lista.
  14. "Swedishcharts.com – 2 Pac – Changes". Singles Top 100.
  15. "Swisscharts.com – 2 Pac – Changes". Swiss Singles Chart.
  16. "2Pac – Chart history" Billboard Hot 100 - 2Pac.
  17. "2Pac – Chart history" „ბილბორდი“ - ცხელი რიტმ-ენდ-ბლუზური/ჰიპ-ჰოპ სიმღერები - 2Pac.
  18. "2Pac – Chart history" Billboard Pop Songs - 2Pac.
  19. http://www.officialcharts.com/charts/r-and-b-singles-chart/19990214/114/
  20. "Archive Chart: 1999-02-20" ბრიტანეთის სინგლების ჩარტი.
  21. 2 Pac – Greatest Hits French. 'Ultratop.be'. Ultratop & Hung Medien / hitparade.ch. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 8, 2011.
  22. THE FIELD id (chart number) MUST BE PROVIDED for NEW ZEALAND CERTIFICATION.
  23. ოქროს და პლატინის სერტიფიცირება - 1999 შვედურად (PDF). IFPI შვედეთი. წაკითხვის თარიღი: მარტი 16, 2016.
  24. British single certifications – 2Pac – Changes. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: ივლისი 9, 2017. შეიყვანეთ Changes ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ single ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go