Chad
Chad, ჩადი (ინგლ. Chad) — ქსელური ჟარგონი, რომელიც აღნიშნავს სექსუალურად აქტიურ „ალფა მამრს“. ტერმინი გამოიყენება ინცელ ფორუმებსა და მენოსფერულ ჯგუფებში. მოზარდთა შორის ის წარმოადგენს სლენგურ ტერმინს, რომელიც აღნიშნავს განსაკუთრებით მამაც და კომპეტენტურ მამრს.[1][2] ტერმინი წარმოიშვა ჩიკაგოში[3] და თავდაპირველად ატარებდა დამამცირებელ შინაარს, რათა აღენიშნათ ახალგაზრდა ქალაქელი ამერიკელი მამაკაცი, როგორც წესი მარტოხელა, რომელიც ოც ან ადრეულ ოცდაათი წლის ასაკში იმყოფება.[4]
მენოსფერო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერმინი გამოიყენება ინცელ ფორუმებზე, რათა აღნიშნონ სექსუალურად აქტიური „ალფა მამრები“.[5] მენოსფეროში ჩადებად ითვლება გენეტიკურ ფიტნესში უმაღლესი შედეგის მქონე პირები. მენოსფეროს ონლაინ ანიმაციურ მხატვრობაში, ჩადი ხშირად მონიშნულია საკუთარი სახელი Thundercock-ით და გამოსახავენ მასკულინურად, გამოკვეთილი ფეხთაშორის ამოზნექილობით. ერთ-ერთი ასეთი გამოსახულება, 2010 წლიანების მიმი — „Virgin vs. Chad“ ან ე.წ. „Virgin Walk“-ია, სადაც დაბალი თვითშეფასების მქონე პერსონაჟი, რომელსაც ხშირად ალტერნატიულად „ბეტა“ ან „ომეგა“ მამრს უწოდებენ, შედარებულია ჩადთან. ინტერნეტ მიმებში ჩადის თავი გამოსახულია იმავე სახელობის ქვეყნის ფორმით. ეს გამოსახულება მოგვაგონებს 1980-იანი წლების ამერიკული მოდის სტერეოტიპებს და გარკვეულწილად ესაბამება სტერეოტიპულ Jock-ს.[6] ჩადები არიან გენეტიკურად დაჯილდოვებული და პრივილეგირებული კატეგორია — ზედაპირული, თავქარიანი და აშკარად სექსუალური[7] — ტერმინი ჩადი ინცელ ფორუმებზე გამოიყენება, როგორც პერორატიულ და ასევე კომპლიმენტური გზით.[8][9]
ჩადის მდედრული ვერსია არის სტეისი[10][11][12][13] ან ტრიქსი[14].
გიგაჩადი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება Gigachad გიგაჩადი ყველაზე ხშირად ასოცირდება SLEEK'N'TEARS-ის რუს მოდელ ერნესტ ხალიმოვთან. ინცელთა მოსაზრებით, გიგაჩადი ინცელდომის საპირისპირო პოლუსია. მათ გიგაჩადი მიაჩნიათ ისეთ მამრად, რომელმაც არ იცის თუ რა არის Friend zone, სექსუალური იმედგაცრუება ან თუნდაც უარყოფა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lincoln Park Chad Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 5, 2006. ციტირების თარიღი: იანვარი 6, 2021.
- Lincoln Park Trixie Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 17, 2000. ციტირების თარიღი: იანვარი 6, 2021.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Thomas Dane. People Who Know Chads and Karens Admit How They Feel About Their Names Becoming Insults. George Takei. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-16. ციტირების თარიღი: 2019-12-16.
- ↑ Rebecca Jennings (2018-08-28). „Incels Categorize Women by Personal Style and Attractiveness“. Vox.
- ↑ „What is incel? Examining the 'rebellion' praised by Toronto van attack suspect“. Global News. 2018-04-25.
- ↑ Arianna Jeret (2018-04-25). „What Does 'Stacy' Mean? The Odd Way Incel Men On Reddit and 4Chan Use It to Describe Certain Women“. Yahoo! Lifestyle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-08. ციტირების თარიღი: 2021-01-06.
- ↑ Clay Risen (August 20, 2001). „Lincoln Park Trixie Society“. Flak Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 10, 2001. ციტირების თარიღი: May 9, 2019.
- ↑ Mountford, Joseph. (3 September 2015) Creating Masculinities Online: Bronies and The Red Pill - J.B Mountford. ციტირების თარიღი: 28 April 2018.
- ↑ Beauchamp, Zack. (April 25, 2018) Incel, the misogynist ideology that inspired the deadly Toronto attack, explained.
- ↑ Jennings, Rebecca. (April 28, 2018) Incels Categorize Women by Personal Style and Attractiveness.
- ↑ The 'incel rebellion': did sexual frustration trigger Toronto rampage? (April 25, 2018).
- ↑ Thomas Dane. People Who Know Chads and Karens Admit How They Feel About Their Names Becoming Insults. George Takei. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-16. ციტირების თარიღი: 2019-12-16.
- ↑ Rebecca Jennings (2018-08-28). „Incels Categorize Women by Personal Style and Attractiveness“. Vox.
- ↑ „What is incel? Examining the 'rebellion' praised by Toronto van attack suspect“. Global News. 2018-04-25.
- ↑ Arianna Jeret (2018-04-25). „What Does 'Stacy' Mean? The Odd Way Incel Men On Reddit and 4Chan Use It to Describe Certain Women“. Yahoo! Lifestyle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-08. ციტირების თარიღი: 2021-01-06.
- ↑ Clay Risen (August 20, 2001). „Lincoln Park Trixie Society“. Flak Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 10, 2001. ციტირების თარიღი: May 9, 2019.