Celeste

სელესტი (ინგლ. Celeste) — Maddy Makes Games-ის გაკეთებული და გამოცემული პლატფორმერი ვიდეო თამაში, რომელიც გამოვიდა 2018 წელს. მოთამაშე აკონტროლებს მადელინს, ახალგაზრდა ქალს, რომელსაც შფოთვა და დეპრესია აწუხებს და ცდილობს ავიდეს სელესტის მთაზე. ასვლისას ხვდება სხვადასხვა პერსონაჟს, მათ შორის ბედლაინს — საკუთარი თვითეჭვის პერსონიფიკაციას, რომელიც ცდილობს მას მთის მწვერვალზე ასვლა აუკრძალოს.
თამაშის იდეა გაჩნდა 2015 წლის აგვისტოს, როდესაც დეველოპერები, მედი თორსონი და ნოელ ბერი მონაწილეობდნენ PICO-8-ისთვის განკუთვნილ გეიმ ჯემში. მათი პირვანდელი პროტოტიპი იმდენად პოპულარული გახდა, რომ გადაწყვიტეს მისი სრულფასოვან გამოშვება. თორსონის წინა თამაშმა, TowerFall-მა, და Super Mario Bros. 3-მა გავლენა მოახდინა მექანიკის დიზაინზე. თორსონის პირადი გამოცდილება დეპრესიასთან გახდა სიუჟეტის ძირითადი თემა, რაც თამაშს აძლევს ინტროსპექტიულ და ემპათიურ სახეს.
სელესტი გამოვიდა 2018 წლის 25 იანვარს Windows-ის, macOS-ის, Linux-ის, Nintendo Switch-ის და PlayStation 4-ის პლატფორმებზე. Xbox One-ის ვერსია გამოვიდა მომდევნო დღეს, ხოლო Google Stadia-ზე — 2020 წლის ივლისში. კრიტიკოსებმა თამაში დაახასიათეს როგორც "სრულყოფილი პლატფორმერი", ქებით აღნიშნეს მისი ნაკადის მსგავსი კონტროლი, მორიგებული სირთულე და ღრმა ემოციური ნარატივი. თამაშმა მიიღო მრავალი ჯილდო, მათ შორის The Game Awards-ის "ყველაზე გავლენიანი თამაში" (2018).
2019 წლის 9 სექტემბერს გამოვიდა უფასო გაფართოვება (DLC) Farewell, რომელიც თამაშს ამატებს ახალ თავს და ამთავრებს მადელინის ამბავს. დეველოპერებმა დაასახელეს, რომ თამაშის გაგრძელება არ გეგმავენ, თუმცა 2021 წელს გამოუშვეს Celeste 2: Lani's Trek — პატარა თამაში PICO-8-ისთვის, ხოლო 2024 წელს Celeste 64: Fragments of the Mountain — 3D პლატფორმერი, რომელიც აგრძელებს სიუჟეტს.