კაპუცინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Cebus)
კაპუცინი

თეთყელა კაპუცინი (Cebus capucinus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cebus (Erxleben, 1777)

კაპუცინი (ლათ. Cebus) — მაიმუნების გვარი კაპუცინისებრთა ოჯახისა. კუდის ბოლო მესამედი მოსაჭიდებელია, რითაც ცხოველი ხის ტოტზე ეკიდება. გვხვდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ბინადრობს ტყეში. იკვებება ხილით, ფოთლებით, მწერებით, ფრინველების კვერცხითა და ბარტყებით. ყველაზე ცნობილია თეთყელა კაპუცინი (Cebus capucinus) და მურა კაპუცინი (Cebus apella). ზოოპარკში კარგად მრავლდებიან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]