Casal Rotondo
| კასალ როტონდო | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| მდებარეობა და ფუნქცია | |
| მდებარეობა |
|
| თარიღდება | ძვ. წ. 30 წ. |
![]() | |
კაზალ როტონდო (იტალ. Casal Rotondo) — ყველაზე დიდი სამარხი აპიუსის გზაზე, რომის სამხრეთ-აღმოსავლეთით, იტალიაში. მის თავზე აშენებულია მცირე ნაგებობა. [1]თარიღდება დაახლოებით ძვ. წ. 30 წლით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაგებობა მდებარეობს ძველი აპიუსის გზის დაახლოებით მეექვსე მილზე. სახელი მომდინარეობს საფლავის მომრგვალებული ფორმისა და შუა საუკუნეებში მის თავზე აშენებული სახლის (კაზალი) სახელწოდებიდან, როდესაც ის საველიების ოჯახს ეკუთვნოდა და იყო აპიუსის გზაზე მცველთა კოშკების სისტემის ნაწილი. მავზოლეუმი თარიღდება დაახლოებით ძვ. წ. 30 წლით. ეს არის დიდი წრიული ნაგებობა, რომლის დიამეტრი 35 მეტრია, გაფორმებულია ფრიზით და თავდაპირველად კონუსისებრი სახურავით. ბაზაზე იყო ადგილები, სადაც მგზავრებს შეეძლოთ დასვენება მზიან ამინდებში. მავზოლეუმთან ახლოს, არქეოლოგმა ლუიჯი კანინამ (1795-1856) ააგო აგურის კედელი, რომელიც მოიცავდა არქიტექტურულ ფრაგმენტებს. თავდაპირველად ისინი კაზალ როტონდოს ფრაგმენტებად ითვლებოდა, თუმცა ამჟამად ეს ეჭვქვეშაა მოქცეული.[2] კანინამ პატარა წარწერის ნაწილის მიხედვით დაასკვნა რომ ძეგლი ააგო მ. ავრელიუს კოტა მესალინუსმა საკუთარი მამის, მარკუს ვალერიუს მესალა კორვინუსისთვის, მაგრამ ეს წარწერა, სხვა არქიტექტურულ ფრაგმენტებთან ერთად ახლა ითვლება ადგილზე მდებარე პატარა ძეგლის ნაწილად და შესაძლოა, არაფერი ეკუთვნოდეს მესალა კორვინუსს.[3][4]
ისტორიული ფონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩვენი წელთაღრიცხვით V საუკუნეში, რომში, თორმეტი ტაბულას კანონის თანახმად, უკვე აკრძალული იყო გარდაცვლილების ქალაქის კედლებში დაკრძალვა. ეს გამოიწვია ნეკროპოლისებისა და სამარხების აგების აუცილებლობამ ქალაქის გარეთ, ზოგიერთი მათგანი დიდი ზომის იყო. ერთი კარგად შემონახული მაგალითი შეიძლება აღმოჩნდეს ჰიერაპოლისში, თანამედროვე თურქეთში.
საფლავის ქვების გარეგნობა დამოკიდებული იყო, ერთი მხრივ, დაკრძალვის ტიპზე. პირველ საუკუნეებში, ჩვეულებრივი იყო გარდაცვლილების დაწვა და ურნებში დაკრძალვა. ჩვენი წელთაღრიცხვით დაახლოებით III საუკუნიდან, დაუწვავი სხეულების დაკრძალვა უფრო გავრცელებული გახდა. მეორე მხრივ, საფლავის ქვები წარმოადგენდა წარმომადგენლობით ხასიათს; მათი დიზაინი ასახავდა გარდაცვლილის მნიშვნელობას და/ან გადარჩენილი ნათესავების ფინანსურ მდგომარეობასა და შესაძლებლობებს.
ამან გამოიწვია ზომებისა და ფორმების ფართო სპექტრი. ცნობილი მაგალითებია რომის ოსტიენსის გზაზე მდებარე ცესტიუსის პირამიდა და პობლიციუსის საფლავი კიოლნიში. დიდი, ცილინდრული საფლავის ძეგლები დეტალებით იყო გაფორმებული და ამიტომ უფრო გავრცელებული იყო მდიდარ ოჯახებში. შეგვიძლია განვასხვავოთ საფლავების ორი ძირითადი ფორმა: დომირებული (როგორიცაა რომის ჰელენას მავზოლეუმი), და საფლავი, რომელიც ტიპით წააგავდა გორასამარხს (ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაგალითია ავგუსტუსის მავზოლეუმი რომში).
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოკლატიუსის საფლავის ქვა
- საფლავის მშენებლობა იერაპოლისში
- პობლიციუსის საფლავი კიოლნში
- ცესტიუსის პირამიდა რომში
- ელენეს მავზოლეუმები რომში
- ავგუსტუსის მავზოლეუმის რეკონსტრუქცია რომში
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
როტონდის ფორმა აპიუსის გზაზე არაერთხელ გვხვდება. სესილია მეტელას საფლავი კარგად არის შემონახული, ხოლო სხვა მონუმენტები დიდწილად დაფარულია მცენარეულობით, ემპორიუმთან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შეცდომით ითვლებოდა ჰერკულესის ტაძრად, ჩიამპინოს აეროპორტთან ახლოს. ამ ჯგუფში ასევე შედის კაზალ როტონდო, რომელიც მდებარეობს რომის VI მილზე (რომიდან 10 კილომეტრზე მეტი). სახელი მომდინარეობს მისი წრიული ფორმიდან და იმიდან, რომ მოგვიანებით ამ ცილინდრულ საფუძველზე აშენდა სახლისებური კონსტრუქცია, რომელიც დღემდე დგას. იმ დროს შენობა ეკუთვნოდა გავლენიან რომაულ ოჯახს, საველიების (რომელთაგანაც მომდინარეობდა რამდენიმე კარდინალი და პაპი) და შედიოდა აპიის გზაზე მდებარე სამეთვალყურეო კოშკების სისტემაში.
თავდაპირველი მავზოლეუმი თარიღდება დაახლოებით ძვ. წ. 30 წლით. 35 მეტრის დიამეტრით, ის აღემატება მეტელას საფლავს და არის ყველაზე დიდი, აპიის გზაზე. საფუძველი გაფორმებულია ფრიზით; მის ზედა და ქვედა კიდეზე იყო დასაჯდომი ადგილები. საფლავიდან რამდენიმე მეტრში, 1856 წლამდე აშენდა აგურის კედელი, რომელზეც მიმაგრებული იყო მარმარილოს ჩანართები და სხვა ნაწილები, რომლებიც, როგორც ჩანს, საფლავებიდან იყო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Michael Eisner: Zur Typologie der Grabbauten im Suburbium Roms (= Römische Mitteilungen|Mitteilungen des Deutschen Archäologischen Instituts, Römische Abteilung. Ergänzungsheft 26). Philipp von Zabern, Mainz 1986, S. 61–63. 203. 213 Kat. Nr. A 32.
- Paolo Montanari: Sepolcri circolari di Roma e suburbio. Elementi architettonici dell'elevato. Fabrizio Serra Editore, Roma 2009, ISBN 978-88-6227-198-1.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ S. Quilici Gigli, DARMC; R. Talbert, S. Gillies; T. Elliott, J. Becker. Places: 422869 (Casal Rotondo). Pleiades (2017-08-02). ციტირების თარიღი: March 14, 2013
- ↑ R.A. Staccioli “La Via Appia Antica”. Azienda di Promozione Turistica di Roma.
- ↑ L. Grifi, "Sopra la iscrizione antica dell auriga scirto", Diss. del. Acc. Rom., Rome 1855, pp. 491ff.
- ↑ M. Marcelli, "IV MIGLIO, 14. Casal Rotondo", in: Susanna Le Pera Buranelli & Rita Turchetti, edd., Sulla Via Appia da Roma a Brindisi: le fotografie di Thomas Ashby: 1891-1925, Rome: L'Erma di Bretschneider, 2003, p. 77
