წითელი მთიულა
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან Carpodacus puniceus)
| წითელი მთიულა | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
დედალი (მარცხნივ) და მამალი (მარჯვნივ) | |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Carpodacus puniceus (Blyth, 1845) | |||||||||||||||
| სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 22720613 | |||||||||||||||
| |||||||||||||||
წითელი მთიულა[1] (ლათ. Carpodacus puniceus) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგის მთიულასებრთა ოჯახისა.
მისი სხეულის სიგრძეა 21 სმ, იწონის 50–60 გრამს. მამალს თავი, მკერდი და კუდის ზემოთა მიდამოები წითელი აქვს, ზურგი მორუხო-მურა; დედალი მორუხო მურაა, კუდის ზემოთა მიდამოები მომწვანო ფერისა აქვს. გავრცელებულია ცენტრალური აზიის მთების ალპურ და სუბალპურ სარტყლებში. ზამთარში მომთაბარეობს ვერტიკალურად. ბუდეს კლდეების ნაპრალებში იკეთებს. დედალი დებს 4 კვერცხს და მხოლოდ ის კრუხავს. იკვებება მცენარეთა თესლებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Красный вьюрок // Большая советская энциклопедия. — М.: Советская энциклопедия 1969—1978.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 16, 139, 223.
