Carnival Ecstasy

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კარნივალ ეკსტაზი
Carnival Ecstasy
Carnival Ecstasy docked in Port Canaveral, Florida.jpg
ძირითადი ინფორმაცია
ტიპი საკრუიზო გემი
სახელმწიფო დროშა პანამის დროშა პანამა
პორტი პორტ-კანავერალი
კუთვნილება Carnival Cruise Lines
ნავსადგური ფინეთის დროშა ფინეთი, ჰელსინკის ახალი გემთსაშენი
წყალში ჩაეშვა 1991
ექსპლუატაციაში შევიდა 1991- დღემდე
პარამეტრები
სიგრძე 261 მ
სიგანე 31 მ
ტექნიკური მაჩვენებლები
ძალისმიერი დანადგარი 2 × Sulzer-Wärtsilä 8ZAV40S diesels

4 × Sulzer-Wärtsilä 12ZAV40S diesels 42240 kW

სიჩქარე 21 კვანძი (38,89 კმ/სთ)
ეკიპაჟი 920
შეიარაღება

Carnival EcstasyFantasy class-ის საკრუიზო გემი, რომელიც 1991 წლიდან კომპანია Carnival Cruise Lines-ისთვის ოპერირებს. იგი გამოირჩევა აუზით, ოთხი მორევით, რესტორნების, ღამის კლუბების, კაზინოებისა და დაუბეგრავი მაღაზიების ფართო არჩევანით. ამჟამად იგი დაცურავს ოთხ-ხუთ-დღიან კრუზიებში ფლორიდის ნავსადგურ პორტ-კანავერალიდან,[1] აღმოსავლეთ კარიბების მიმართულებით. იგივე მარშრუტით დაცურავს მისი ორი დობილი გემი — Carnival Sensation და Carnival Dream. ოთხდღიანი კრუიზი ყოველ ხუთშაბათს იწყება და მისი ბოლო გაჩერებაა ბაჰამის კუნძულების ქალაქი ნასაუ, კუნძული პატარა სან-სალვადორი ან ფრიპორტი. ხუთდღიანი კრუიზი ყოველ ორშაბათს ან შაბათს იწყება და მისი გაჩერებებია ნასაუ, ფრიპორტი და კუნძული პატარა სან-სალვადორი ან კოკო-კეი. 2014 წლის დასაწყისიდან, Carnival Ecstasy მაიამიში გადაინაცვლებს და ჩაანაცვლებს გემ Carnival Imagination-ს.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქარიშხალ კატრინას შემდეგ, გემმა ექვსი თვე ახალ ორლეანში გაატარა, სადაც ის ევაკუირებულთა და მუშათა საცხოვრებლად გამოიყენებოდა. აიგო 1991 წელს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში.

სუიციდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის 1 ივლისს, ამერიკელი დეივიდ რიტჩესონი Carnival Ecstasy-ის გემბანიდან გადახტა და თავი მოიკლა.[3]

ხანძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წლის 20 ივლისს, გემი 2 565 მგზავრითა და ეკიპაჟის 916 წევრით მაიამიდან კი-ვესტის მიმართულებით მიდიოდა, როდესაც მთავარ სამრეცხაოში ხანძარი გაჩნდა, დაახლოებით 17:00 საათზე. სავენტილაციო სისტემის საშუალებით ცეცხლმა გემბანისკენ გადაინაცვლა, სადაც საშინელი სიცხე და კვამლი დატრიალდა. როდესაც გემი მაიამისკენ, ღუზის ჩასაშვებად გაემართა, მოძრაობის უნარი დაკარგა და დრეიფი დაიწყო. სპეციალისტებმა რადიოსიგნალის საშუალებით აშშ-ის სანაპირო დაცვის დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. ხანძრის ჩაქრობასა და გემის გადაყვანას 8 საბუქსირო გემი დასჭირდა. ცეცხლი საბოლოოდ 21:09 საათზე დაამარცხეს. მცირე დაზიანებები მიიღო ეკიპაჟის თოთხმეტმა წევრმა და რვა მგზავრმა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Carnival Ecstasy Cruises | Ecstasy Cruise Ship | Carnival Cruise Line. Carnival.com (2012-01-06). წაკითხვის თარიღი: 2013-02-15.
  2. Carnival Cruise Lines Expands West Coast Short Cruise Program - Cruise Industry News | Cruise News. Cruise Industry News. წაკითხვის თარიღი: 2013-02-15.
  3. Cruise tragedy: Teen jumps ship. KHOU.com. July 1, 2007
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Carnival_Ecstasy&oldid=3044274“-დან