Canadian Light Rail Vehicle

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
CLRV ტორონტოში, მაინსტრიტის ხიდზე
CLRV ტორონტოში

Canadian Light Rail Vehicle (CLRV) — კანადური მსუბუქი სარელსო სატრანსპორტო საშუალება, ტრამვაის ვაგონის ტიპი, რომელსაც იყენებს ტორონტოს სატრანსპორტო კომიტეტი კანადაში, ტორონტოში. პირველი ათი ვაგონი SIG-ის მიერ შვეიცარიაში, ციურიხში აიგო და Urban Transportation Development Corporation-ის (UTDC,_ამჟამად Bombardier-ი) მიერ ნიმუშად გამოიყენებოდა, ხოლო ყველა დანარჩენი ვაგონი კანადაშია აგებული. იგი წარმოადგენს ტორონტოს ტრამვაის ქსელისთვის შექმნილი ტრამვაის ვაგონის პირველად ტიპს და ALRV-ისთან ერთად დღემდე გამოიყენება. ეს ვაგონები აღჭურვილია კომპანია Westinghouse Air Brake Company-ის წარმოების პნევმატური მუხრუჭებით.

1980 წელს სამი ვაგონი (№ 4027, 4029 და 4031) მასაჩუსეტსის ტრანსპორტის სამმართველომ (MBTA) იქირავა და გამოცადა. ამ დროის განმავლობაში ორი ვაგონი დროგამოშვებით წყვილად გადაბმული მუშაობდა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მწარმოებლები: SIG და UTDC
  • გამოშვების წლები: 1977–1981
  • აგებული ვაგონების რაოდენობა: 196

ტექნიკური მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიგრძე: 15მ
  • წონა: 22,685ტ
  • კარების რაოდენობა: 2
  • ლიანდაგის სიგანე: 1495მმ
  • მაქსიმალური სიჩქარე: 110 კმ/სთ
  • აჩქარება: 1,47 მ/წმ2
  • შენელება: 1,6 მ/წმ2
  • შენელება სწრაფი დამუხრუჭებისას: 3,46 მ/წმ2
  • ჯამური სიმძლავრე: 2x136 kW
  • ძაბვა: 600V

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]