შინაარსზე გადასვლა

Can't Tell Me Nothing (სიმღერა)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Can't Tell Me Nothing“
სინგლი — კანიე უესტი
ალბომიდან Graduation
ენა ინგლისური
B-მხარე Barry Bonds
გამოსვლის თარიღი 15 მაისი, 2007
ჩაიწერა 2005-2006
სტუდია
ჟანრი ჰიპ-ჰოპი
ხანგრძლივობა 4:31
ხმისჩამწერი ლეიბლი
ავტორ(ებ)ი
პროდიუსერი
  • კანიე უესტი
  • DJ Toomp
კანიე უესტი — სინგლების ქრონოლოგია
„Classic (Better Than I've Ever Been)“
(2007)
„'Can't Tell Me Nothing'“
(2007)
„Stronger“
(2007)

Can't Tell Me Nothing – ამერიკელი რეპერი კანიე უესტის სიმღერაა, მისი მესამე სტუდიური ალბომიდან, Graduation (2007). სიმღერაში დამატებით ვოკალი შედიოდა Young Jeezy-სა და Connie Mitchell-ისგან. მისი პროდიუსერი იყო უესტი DJ Toomp-თან ერთად,"[1][2] ხოლო პროდიუსირების 60 პროცენტი უესტს ეკუთვნის. სიმღერა წარმოიშვა Young Jeezy-ს „I Got Money“-დან, მას შემდეგ, რაც უესტმა ტრეკში ცვლილებები შეიტანა. 2007 წლის 15 მაისს სიმღერის პრემიერა შედგა Hot 97-ზე და გამოვიდა Roc-A-Fella-სა და Def Jam-ის მიერ იმავე დღეს, როგორც ალბომის მთავარი სინგლი - ჰიპ-ჰოპ[3] ტრეკი,[4][5] რომელიც უესტმა ხალხისთვის თემატურ სიმღერად აღწერა. ტექსტში უესტი საკუთარ პოპულარობაზე და გრძნობებზე საუბრობს.[6]

„Can't Tell Me Nothing“-მა მუსიკალური კრიტიკოსების საყოველთაო აღიარება დაიმსახურა, რომლებმაც ძირითადად ტექსტის შინაარსი დააფასეს. სხვებმა შეაქეს შესრულება, ზოგიერთმა კრიტიკოსმა კი ხაზი გაუსვა სიმღერის Graduation-ში ჩართვას. ის 2007 წლის საუკეთესო ტრეკებს შორის დაასახელა რამდენიმე გამოცემამ, მათ შორის Consequence of Sound-მა და Pitchfork-მა. სიმღერამ 50-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო რეპ სიმღერის ნომინაციაში მიიღო ნომინაცია, თუმცა საბოლოოდ იმავე ალბომიდან „Good Life“-თან დამარცხდა. პირველმა აშშ-ის Billboard Hot 100-ში 41-ე ადგილი დაიკავა,[7] ხოლო აშშ-ის ცხელი R&B/Hip-Hop Songs ჩარტში 20-ე ადგილი დაიკავა[8][9] და ამერიკის შეერთებულ შტატებში სამმაგი პლატინის სტატუსი მიიღო. მას ასევე მიენიჭა პლატინის და ოქროს სტატუსი გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიაში, შესაბამისად, ბრიტანეთის ფონოგრაფიული ინდუსტრიისა და ავსტრალიის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციის მიერ.[10]

  1. ↑ Hobbs, Linda. DJ Toomp Tells All: The Stories Behind His Classic Records (November 22, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 8, 2020. ციტირების თარიღი: August 10, 2020
  2. ↑ Nelson Jr, Keith. DJ Toomp talks T.I. creating Trap Music, working with Kanye, an unreleased JAY-Z/Rihanna collab and more. Revolt (November 21, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 20, 2019. ციტირების თარიღი: February 20, 2020
  3. ↑ Im, Jackie. Kanye West : Graduation (September 10, 2007). ციტირების თარიღი: August 11, 2020
  4. ↑ Wallace, Riley. Jeezy Reveals Kanye West's 'Can't Tell Me Nothing' Was Originally His Record (September 7, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — September 29, 2019. ციტირების თარიღი: April 21, 2020
  5. ↑ How Jeezy's Ad-libs Ended Up on Kanye West's 'Can't Tell Me Nothing'. Def Jam (September 11, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 27, 2024. ციტირების თარიღი: August 9, 2020
  6. ↑ Reid, Shaheem. (August 1, 2007) Kanye West On Making Hottest MCs List: 'It Feels Better Than Winning An Award'. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 17, 2007. ციტირების თარიღი: August 5, 2007
  7. ↑ Cohen, Jonathan (July 7, 2007). „Rihanna Tops Hot 100 And New Canadian Tally“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 28, 2009. ციტირების თარიღი: July 15, 2007.
  8. ↑ „Top Hip-Hop Songs / R&B Songs Chart – June 9, 2007“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 7, 2019. ციტირების თარიღი: April 21, 2020.
  9. ↑ „Top Rap Songs Chart – September 29, 2007“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 5, 2019. ციტირების თარიღი: August 11, 2020.
  10. ↑ "ARIA Charts – Accreditations – 2015 Singles". Australian Recording Industry Association. ციტირების თარიღი: 30.11.25.