შინაარსზე გადასვლა

Caloboletus radicans

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Caloboletus radicans

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Caloboletus radicans (Pers.) Vizzini (2014)

Caloboletus radicans — სოკოს სახეობა ბოლეტუსისებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპის კონტინენტს.

არასაჭმელი სოკოა. გემოზე მწარეა და შეიძლება გამოიწვიოს ღებინება და დიარეა. ექტომიკორიზული სოკოა. იზრდება ფართოფოთლოვანი ხეების ქვეშ და ნაყოფს იძლევა ზაფხულიდან შემოდგომამდე. სოკოს გააჩნია მკრთალი ღია ყვითელი ან მონაცრისფრო-თეთრი ქუდი, ყვითელი ფორები და მსხვილი ფეხი. შეხებისას ან გაჭრისას სოკო ინტენსიურად ლურჯდება.

სოკო პირველად 1801 წელს აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა როგორც Boletus radicans.[1] 2014 წლამდე იგი ბოლეტუსის გვარში ერთიანდებოდა. თუმცა მოლეკულური ფილოგენეტიკური კვლევების საფუძველზე, გადატანილი იქნა ახალ შექმნილ კალობოლეტუსის გვარში.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Boletus albidus Roques 1832
  • Boletus amarus Pers. 1801
  • Boletus candicans sensu auct.
  • Boletus pachypus Fr. 1815
  • Boletus pachypus var. amarus Fr. 1831
  • Boletus radicans Pers. 1801
  • Boletus radicans var. pachypus (Fr.) Bon 1895
  • Boletus reticulatus var. albus (Pers.) Hlaváček 1994
  • Boletus subtomentosus var. radicans Massee 1892
  • Dictyopus amarus (Pers.) Quél 1902
  • Versipellis radicans (Pers.) Quél. 1886[3]

ქუდის დიამეტრი — 6-30 სმ, თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, შემდეგ ამოზნექილია და გამოშვერილი ტყავისებრი კიდეები აქვს. კანი მოთეთრო, ჭუჭყისფერ-ნაცრისფერი ან მოყავისფრო-ნაცრისფერი, ფერით სატანას სოკოს მოაგონებს. ზედაპირი ოდნავ ხაოიანია, ზოგჯერ იბზარება.

რბილობი — ლიმონისფერ-ყვითელი, ლურჯდება (განსაკუთრებით ფეხში), მილაკების თავზე მოთეთროა, აქვს სუსტი სუნი და არასასიამოვნო მწარე გემო.

ფეხის — სიმაღლე 8–12 სმ, სისქე – 3–5 სმ; გაბერილი, ასაკთან ერთად ცილინდრულ ფორმას იღებს, ძირში ბოლქვისებრია, რომელიც ფესვისმაგვარი მიცელიუმის ძაფებით არის დაფარული. ფერი მქრქალ-ყვითელი ან ლიმონისფერ-ყვითელი, ქვედა ნაწილი შეიძლება იყოს მოყავისფრო-ზეთისხილისფერი ან დალაქავებული. ხშირად შეიმჩნევა თხელი, თანაბრად შეფერილი ბადისებრი გამოსახულება.

მილაკოვანი შრე — ფეხზე მიბჯენილი, ღია ლიმონისფერ-ყვითელი, სიმწიფეში — ჭუჭყიანი ზეთისხილისფერ-ყვითელი ან ზეთისხილისფერ-მწვანე. ფორები მომრგვალო ან ოდნავ კუთხოვანია; დაჭერისას ლურჯდება.[4]

სპორების ფხვნილი — ზეთისხილისფერ-ყავისფერი.[5][6][7] სპორები — 11.5–14×4–5.5 მკმ, ელიფსისებრიდან თითისტარისებრამდე.

გავრცელება და ეკოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Caloboletus radicans ექტომიკორიზას წარმოქმნის სხვადასხვა სახეობის ფართოფოთლოვან ხეებთან, მათ შორისაა მუხა, წიფელი, რცხილა, წაბლი და ცაცხვი.[8][9] სითბო მოყვარულია. იზრდება ერთეულებად ან ჯგუფებად როგორც კირქვიან, ისე მჟავე ნიადაგებზე. იგი ხშირად გვხვდება სატანას სოკოსთან ერთად.

ფართო არის გავრცელებული ევროპაში.[5][7] სოკო შესულია პოლონეთისა[10] და ნორვეგიის გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.[11]

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

არასაჭმელი სოკოა. ახასიათებს არასასიამოვნო მწარე გემო. 2012 წელს შვეიცარიაში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ Caloboletus radicans-ის მოხმარებამ გამოიწვია მძიმე კუჭ-ნაწლავის პრობლემები, მათ შორის განმეორებითი ღებინება და სისხლიანი დიარეა.[12]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. C. H. Persoon: „Synopsis methodica Fungorum”, vol. 2, Editura Henricus Dieterich, Göttingen 1801, p. 507
  2. GSD Species Synonymy: Caloboletus radicans (Pers.) Vizzini. Species Fungorum. CAB International. ციტირების თარიღი: 2015-06-23
  3. Species Fungorum en. ციტირების თარიღი: 2014-09-02.
  4. E. Gerhardt, Grzyby: wielki ilustrowany przewodnik, Warszawa: Klub dla Ciebie - Bauer-Weltbild Media, 2006, ISBN 83-7404-513-2.
  5. 5.0 5.1 Phillips R (2006). Mushrooms. London: Pan MacMillan, გვ. 278. ISBN 0-330-44237-6. 
  6. (1995) Mushrooms & Toadstools of Britain & Europe. London, UK: Harper-Collins. 
  7. 7.0 7.1 Muñoz JA. (2005). Fungi Europaei 2: Boletus s.l.. Italy: Edizioni Candusso. ISBN 978-88-901057-6-0. 
  8. Galli R. (2007). I Boleti. Atlante pratico-monographico per la determinazione dei boleti, 3rd (Italian), Milano, Italy: Dalla Natura. 
  9. Loizides M, Bellanger JM, Assyov B, Moreau PA, Richard F (2019). „Present status and future of boletoid fungi (Boletaceae) on the island of Cyprus: cryptic and threatened diversity unraveled by 10-year study“. Fungal Ecology. 41 (13): 65–81. doi:10.1016/j.funeco.2019.03.008.
  10. Zbigniew Mirek, Kazimierz Zarzycki, Władysław Wojewoda, Zbigniew Szeląg, Czerwona lista roślin i grzybów Polski, Kraków: W. Szafer Institute of Botany, PAN, 2006, s. 61, ISBN 83-89648-38-5.
  11. Władysław Wojewoda, Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski, Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences, 2003, s. 80, ISBN 83-89648-09-1.
  12. Schenk-Jaeger KM, Rauber-Lüthy C, Bodmer M, Kupferschmidt H, Kullak-Ublick GA, Ceschi A (2012). „Mushroom poisoning: a study on circumstances of exposure and patterns of toxicity“. European Journal of Internal Medicine. 23 (4): e85–e91. doi:10.1016/j.ejim.2012.03.014. PMID 22560399.