Call of Duty: Modern Warfare (2019 წლის ვიდეო თამაში)
| Call of Duty: Modern Warfare | |
|---|---|
|
| |
| დეველოპერ(ებ)ი | Infinity Ward, Beenox, Raven Software, High Moon Studios და Sledgehammer Games |
| გამომცემელი | Activision |
| სერია | Call of Duty |
| ძრავა | IW Engine[1] |
| პლატფორმ(ებ)ი | PlayStation 4, Microsoft Windows[2] და Xbox One |
| გამოსვლის თარიღი | 25 ოქტომბერი, 2019 |
| ჟანრ(ებ)ი | პირველი პირის შუტერი |
| რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი ვიდეო თამაში და მრავალმოთამაშიანი ვიდეო თამაში |
| კომპოზიტორი | Sarah Schachner |
| საიტი | https://www.callofduty.com/modernwarfare/home |
Call of Duty: Modern Warfare — 2019 წელს გამოსული პირველი პირის შუტერის ჟანრის ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა კომპანია „Infinity Ward”-მა და გამოაქვეყნა „Activision”-მა. ის წარმოადგენს „Call of Duty”-ს სერიების მეთექვსმეტე ნაწილს და იმავე თამაშის ძველი ქვესერიების (მაგალითად, „Call of Duty: Modern Warfare 2”-ის) განახლებას.[3][4][5] თამაში გამოვიდა 2019 წლის 25 ოქტომბერს „PlayStation 4”-ის, „Windows”-ისა და „Xbox One“-ისთვის.
თამაშის სიუჟეტი ვითარდება რეალისტურ და თანამედროვე გარემოში – ის მოგვითხრობს CIA-ს ოფიცერსა და ბრიტანულ SAS დანაყოფზე, რომლებიც გამოგონილი რესპუბლიკის, ურზიკეთის მეამბოხე მოსახლეობასთან ერთად ებრძვიან როგორც შემოჭრილ რუსულ, ისე ადგილობრივ ტერორისტულ დაჯგუფებას, ალ-კატალას. ამასთან ერთად, გუნდი ქლორის შემცველი გაზის მოპარულ მარაგს ეძებს. სპეციალური ოპერაციების რეჟიმი მოიცავს თანამშრომლობით მისიებს, ხოლო მრავალმოთამაშიან რეჟიმში „Call of Duty”-ს ისტორიაში პირველადაა შესაძლებელი მრავალპლატფორმიანი თამაში.
„Modern Warfare” შეცვალეს, რათა თამაშის პროცესი უფრო ტაქტიკაზე ორიენტირებული ყოფილიყო და შემოიტანეს ახალი ფუნქციები,[6] როგორიცაა რეალიზმის, 64 მოთამაშიანი „Ground War“-ის რეჟიმი[7][8] და სხვა. გამოსვლის შემდეგ იგი განაახლეს და დაამატეს უფასო „Battle Royale“-ისა და „Warzone”-ის ფუნქციები.
2020 წლის სექტემბრისთვის „Call of Duty: Modern Warfare“-ის 30 მილიონზე მეტი ერთეული გაიყიდა და თამაშმა კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა სიუჟეტის, გრაფიკების, მრავალმოთამაშიანი რეჟიმისა და სხვა კრიტერიუმების გამო. მიუხედავად ამისა, სადაოდ ჩაითვალა სიუჟეტის სხვადასხვა ნაწილი,[9][10][11] მათ შორის ის, თუ როგორ წარმოაჩინა სიუჟეტმა რუსი სამხედროები.
„Modern Warfare”-ის განახლებათა სერიების მეორე ნაწილი, სახელწოდებით „Modern Warfare II“, 2022 წელს გამოვიდა.
პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„Call of Duty: Modern Warfare“-ის სიუჟეტი თანამედროვე პერიოდში ვითარდება, რუსეთსა და გამოგონილ რესპუბლიკას, ურზიკეთს შორის მზარდი კონფლიქტის გარშემო, რომელშიც დასავლეთის სამხედრო ძალებიც მონაწილეობენ. ისტორიის განმავლობაში მოთამაშეები სამი მთავარი პერსონაჟის როლს ირგებენ: ბრიტანელი სერჟანტი კაილ „გაზ“ გარიკი (ელიოტ ნაიტი), დელტა ფორსის ყოფილი ოპერატორი, რომელიც ამჟამად CIA-ს ოფიცერია, ალექს კელერი (ჩედ მაიკლ კოლინსი) და ურზიკეთის ადგილობრივი აჯანყებული ძალების ლიდერი, ფარაჰ კარიმი (კლაუდია დუმიტი). მათთან ერთად მუშაობენ კაპიტანი ჯონ პრაისი (ბარი სლოუნი) და ქეით ლასველი (რია კილშტედტი).
სეზონურ განახლებებში თამაშს სხვადასხვა კოალიციის, ალიანსისა და ფრაქციის წარმომადგენელი რამდენიმე პერსონაჟი დაემატა, მაგალითად ყოფილი აგენტი მარა (კარლა ტასარა), „სპეცნაზის” ფრაქციის ოპერატორი ნიკტო (გიდეონ ემერი), 141-ე ჯგუფის ახალწვეული საიმონ „მოჩვენება“ რაილი (სამუელ როუკინი/ჯეფ ლიჩი) და ჯონ „სოუპ“ მაკტავიში (ნილ ელისი).
თამაშში მოქმედება ხდება როგორც გამოგონილ ქვეყნებში,[12] ასევე გაერთიანებული სამეფოში, რუსეთში, მოლდოვასა და საქართველოში.[13]
გაყიდვები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„Call of Duty: Modern Warfare“-მა გამოსვლიდან პირველი სამი დღის განმავლობაში 600 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, რამაც ის სერიების ყველაზე გაყიდვად თამაშად აქცია. მან რამდენიმე რეკორდი მოხსნა, მათ შორის „Activision”-ის ისტორიაში საუკეთესო ციფრული დებიუტი.[14][15] იაპონიაში ის გამოჩნდა ტოპ 20 ვიდეო თამაშის ჩამონათვალში, რადგან პირველივე კვირაში 117,670 ერთეული გაიყიდა.[16] 2019 წლის 18 დეკემბერს „Activision”-მა დაადასტურა, რომ „Call of Duty: Modern Warfare“-მა 1 მილიარდ დოლარზე მეტი აიღო და 2020 წლის სექტემბრისთვის თამაშის 30 მილიონზე მეტი ერთეული გაიყიდა.[17][18]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://web.archive.org/web/20200625112752/https://www.eurogamer.net/articles/digitalfoundry-2020-call-of-duty-modern-warfare-warzone-tech-deep-dive
- ↑ AreWeAntiCheatYet
- ↑ Schreier, Jason. (May 24, 2019) The Next Call of Duty Is Called Modern Warfare (Yep, Really). ციტირების თარიღი: May 27, 2019
- ↑ Chalk, Andy. (May 24, 2019) The next Call of Duty is just called Call of Duty: Modern Warfare. ციტირების თარიღი: May 27, 2019
- ↑ Phillips, Tom. (May 24, 2019) This year's Call of Duty is called Call of Duty: Modern Warfare. ციტირების თარიღი: May 27, 2019
- ↑ Stevens, Colin. (May 30, 2019) Call of Duty: Modern Warfare Cross-Play Allows All Formats to Play Together, Based on Control Input. ციტირების თარიღი: June 9, 2019
- ↑ Yin-Poole, Wesley. Call of Duty: Modern Warfare multiplayer feels fantastic - but there's cause for concern (August 2019). ციტირების თარიღი: August 5, 2019
- ↑ Yin-Poole, Wesley. Call of Duty: Modern Warfare lets you see your teammates through walls (August 3, 2019). ციტირების თარიღი: August 5, 2019
- ↑ Houghton, Rianne. (June 13, 2019) Call of Duty: Modern Warfare to feature controversial playable scenes with a little girl. ციტირების თარიღი: June 15, 2019
- ↑ Constantine, Riley. (June 13, 2019) Call of Duty: Modern Warfare Pummels Yahtzee. ციტირების თარიღი: June 15, 2019
- ↑ Call of Duty: Modern Warfare Is the Most Divisive Game of E3 - E3 2019 (June 13, 2019). ციტირების თარიღი: June 15, 2019
- ↑ Stuart, Keith. (October 31, 2019) Call of Duty: Modern Warfare review – great game, shame about the politics. ციტირების თარიღი: November 1, 2019
- ↑ В Call of Duty: Modern Warfare, возможно, вернут Россию ru (September 25, 2019). ციტირების თარიღი: November 1, 2019
- ↑ Tassi, Paul. (October 30, 2019) 'Call of Duty: Modern Warfare' Sales Top $600 Million In Three Days. ციტირების თარიღი: November 4, 2019
- ↑ Goslin, Austen. (October 30, 2019) Modern Warfare had the best opening weekend for Call of Duty this generation. ციტირების თარიღი: November 4, 2019
- ↑ Pineda, Rafael Antonio. (November 1, 2019) Japan's Video Game Rankings, October 21–27. ციტირების თარიღი: November 3, 2019
- ↑ CALL OF DUTY: MODERN WARFARE IS #1 MOST PLAYED CALL OF DUTY MULTIPLAYER OF THIS CONSOLE GENERATION. Activision (December 18, 2019). ციტირების თარიღი: January 13, 2020
- ↑ Call of Duty: Modern Warfare Passes 30 Million Copies Sold. Comic Book (September 1, 2020). ციტირების თარიღი: May 23, 2022