CNICK

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
CNICK
დარგი ჭკვიანი ტექნოლოგიები
დაფუძნდა 2016[1]
დამაარსებელი დავით კვიციანი, კობა ცერცვაძე, გიორგი მიქაცაძე[2]
სათავო ოფისი თბილისი, საქართველო
საიტი cnick.io

CNICK ( წარმოითქმის /ˈknɪk/; ქართ. კნიკი) — ქართული მაღალტექნოლოგიური სტარტაპი, რომელიც 2016 წელს თბილისში დაფუძნდა.[1] CNICK ავითარებს და აწარმოებს ჭკვიან ბეჭდებსა და სამაჯურებს, რომლებიც უკონტაქტო გადახდების, დაშვების ფუნქციის ინტეგრირებისა და ინფორმაციის გაზიარების საშუალებას იძლევა.[3][4][5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანია 2016 წელს ქართველმა სტუდენტებმა: დავით კვიციანმა, კობა ცერცვაძემ და გიორგი მიქაცაძემ დააარსეს.[2]

2020 წლიდან CNICK-ის პროდუქტები გლობალურ ბაზარზე შევიდა. 2022 წლისთვის კომპანია 20-მდე ქვეყნის ბაზარზეა შესული, მათ შორის: აშშ, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ჩინეთი, ტაივანი და ევროკავშირის 11 ქვეყანა.[6]

პროდუქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

CNICK-მა შექმნა პირველი ეკო-მეგობრული ჭკვიანი ბეჭედი, რომელიც დამზადებულია ხისა და გადამუშავებული მასალებისაგან. ხის გარდა, კომპანია აწარმოებს კერამიკის ბეჭდებს. ამ ტიპის ბეჭდები მზადდება ცირკონის კერამიკითა და მინერალური ქვებით. პროდუქტის შეძენისას მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს თავად შეარჩიოს ბეჭდის სტილი, ფერი და დაიტანოს მასზე სასურველი სიმბოლო ან წარწერა.[3]

CNICK-ის ყველა პროდუქტი არის ხელნაკეთი და წყალგამძლე და დამზადებულია საქართველოში.[7]

ტესლას ბეჭედი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წელს CNICK-მა გამოუშვა ტესლას გასაღები ბეჭედი (Tesla Ring) ტესლას შემდეგი მოდელებისთვის: 3, Y, X და S. ბეჭედი თითის დაჭერით იძლევა მანქანის ჩაკეტვის, გაღებისა და დაქოქვის შესაძლებლობას. ეს არის უბატარეო მოწყობილობა და არ საჭიროებს დატენვას.[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 CNICK-ის ისტორია ინგლ. ციტირების თარიღი: 6 მაისი 2022
  2. 2.0 2.1 ჭკვიანი ბეჭედი – ქართველი სტუდენტების სტარტაპი ინგლ. ციტირების თარიღი: 6 მაისი 2022
  3. 3.0 3.1 CNICK - პირველი ჭკვიანი ხის ბეჭედი ინგლ. ციტირების თარიღი: 6 მაისი 2022
  4. Marketer.ge CNICK-ის შესახებ. ციტირების თარიღი: 6 მაისი 2022
  5. 5 სატარებელი ჭკვიანი ტექნოლოგია ინგლ. ციტირების თარიღი: 6 მაისი 2022
  6. CNICK ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ბაზარზე შევიდა. ციტირების თარიღი: 6 მაისი 2022
  7. CNICK - ჭკვიანი ხის ბეჭედი ინგლ. ციტირების თარიღი: 6 მაისი 2022
  8. მსოფლიოს 7 საუკეთესო ჭკვიანი ბეჭედი - ტესლას ბეჭედი ინგლ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აპრილი 2022. ციტირების თარიღი: 6 მაისი 2022
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=CNICK&oldid=4426439“-დან