CL (რეპერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან CL (მომღერალი))
CL

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ლი ჩაე რინი
დაბ. თარიღი 26 თებერვალი, 1991 (1991-02-26) (33 წლის)
დაბ. ადგილი სეული
წარმოშობა სეული, სამხრეთ კორეა
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
აქტიური 2007-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი inthenameoflove.cl
CL ვიკისაწყობში

ლი ჩაე რინი (დბ. 26 თებერვალი, 1991[1]) ცნობილი, როგორც CLსამხრეთ კორეელი მომღერალი და კომპოზიტორი, რეპერი და მოდელი.[2] დაიბადა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, ბავშვობის წლები მან უმეტესად იაპონიასა და საფრანგეთში გაატარა.[3] მანამდე სანამ ის YG Entertainment-ს შეუერთდებოდა ის ვარჯიშობდა JYP Entertainment-ში. საბოლოოდ ის გახდა წევრი გოგოების ჯგუფისა 2NE1.[4]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

CL დაიბადა სეულში, სამხრეთ კორეაში, მაგრამ ბავშვობის უმეტესი წლები პარიზსა და იაპონიაშიი გაატარა. ის სწავლობდა საერთაშორისო სკოლებში. როცა ის 13 წლის იყო მარტო დაბრუნდა პარიზში, სადაც ორი წელი სწავლობდა.[5] როცა 15 წლის იყო გასაუბრება გაიარა YG Entertainment-ში.[3][5]

CL-ის პირველი განსაკუთრებული სიმღერის ჩაწერა მიმდინარეობდა 2007 წელს Big Bang-ის „Intro (Hot Issue)“-ში. მოგვიანებით, იმავე წელს მას ჰქონდა პირველი სადებიუტო გამოსვლა სეულის სამაუწყებლო სისტემის მუსიკალურ შეჯიბრზე. მისი პირველი გამოჩენა სიმღერაში იყო 2008 წელს უჰმ ჯუნგ-ჰვასთან ერთად სიმღერაში „DJ“, სადაც ის რეპავდა.[6]

2NE1[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის სახელი საწყის ეტაპზე გამოაცხადეს, როგორც „21“, მაგრამ ამავე სახელწოდების მომღერლის აღმოჩენის შემდეგ ჯგუფს ეწოდა „2NE1“.[7] ლი ჩაე-რინი სცენაზე ავიდა სახელით „CL“ ბომთან, სანდარა პარკთან და Minzy-სთან და დასახელებული იქნა,როგორც მთავარი რეპერი.[7] ჯგუფმა ასევე YG-ის ჯგუფ Big Bang-თან ერთად გამოუშვეს სიმღერა „Lollipop“, ამის შემდეგ კი ოფიციალურად ჰქონდათ დებიუტი SBS-ის The Music Trend-ზე, სადაც წარდგნენ სიმღერით „Fire“ 2009 წლის 17 მაისს. მას შემდეგ 2NE1-მა გამოუშვა ორი ერთნაირსახელიანი გახანგრძლივებული პიესა 2NE1 (2009) და 2NE1 (2011), ასევე ორი ალბომი To Anyone (2010) და Crush (2014) , გარდა ამისა რამდენიმე სინგლი, რომელიც ალბომში არ შესულა. მათმა ერთ-ერთმა სინგლმა „I Don't Care“, რომელმაც 2009 წლის Mnet Asian Music Award-ზე „Song of the Year“-ის პრიზი აიღო. ჯგუფი დაბრუნდა თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ალბომით, რომელშიც შესულია სიმღერები „Clap Your Hands“, „Go Away“ და „Can't Nobody“, რომელმაც დაიპყრო ყველა მუსიკალური ჩარტი და მოხვდა საუკეთესო სამეულში. საერთო გაყიდვების რაოდენობით კი მათი ალბომი საუკეთესოთა შორის შევიდა გოგოების ჯგუფებს შორის იმ წელს.[8] ასევე 2NE1-მა მოიგო საუკეთესო პრიზები, ყველაზე მნიშვნელოვანი „Artist of the Year“ და „Album of the Year“ MAMA-ს დაჯილდოებაზე, სადაც მოიგეს 4 პრიზი და 6-ში კი ნომინირებული იყვნენ.

CL 2013 წელს

მათმა მეორე ალბომმა გააგრძელა ყველაზე გაყიდვადი ალბომების სტატუსი 2011 წელსაც. სინგლმა „I Am the Best“ ჯგუფს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა და მეორედ მოაგებინა „Artist of the Year“-ის პრიზი, ასევე ის ფართოდ განხილული იყო, როგორც საკულტო სიმღერა.[9][10] 2014 წელს სიმღერა გამოყენებული იყო Microsoft-ის Surface Pro 3 tablet laptop-ის რეკლამისთვის.[10] მისი პოპულარობა უფრო და უფრო იზრდებოდა, ამიტომაც სიმღერა ხელახლა გამოვიდა სინგლად, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა Billboard-ის World Digital სიმღერების ჩარტში, ამით 2NE1 გახდა ერთადერთი გოგოების ჯგუფი, რომელმაც ეს მოეხერხა და მეორე კორეელი არტისტი PSY-ის შემდეგ.[11] 2012-2013 წლებში ჯგუფმა გამოუშვა მხოლოდ სინგლები, რომელიც შეიცავდა ნომერ პირველ ჰიტებს „I Love You“ (2012), „Falling in Love“ და „Missing You“ (2013). ორივემ „I Love You“-მ და „Missing You“-მ მოიგეს „Digital Bonsang“-ის პრიზი Golden Disk Award-ზე. 2014 წელს მათ გამოუშვე მეორე სრულმეტრაჟიანი ალბომი Crush, რომელიც შეიცავდა ნომერ პირველ სინგლს „Come Back Home“ და საუკეთესო ხუთეულში შესულ სინგლს „Gotta Be You“. სინგლებმა გადარეცხეს რეალური დროის ჩარტები[12] და გახდნენ წლის ყველაზე გადმოწერადი ალბომი,[13] ასევე მოიგეს „Singer of the Year“-ის პრიზი Gaon Chart K-Pop Awards-ზე. ჯგუფს Youtube-მა გადასცა ჰონორარი ალბომის ლიდერი სინგლისათვის, ასევე ისინი გახდნენ პირველი კორეელი არტისტები, რომლებმაც Bigbang-ის შემდეგ მოახრერხეს ამ სიაში მოხვედრა.[14] 2NE1-ის მეორე ალბომის ტექსტი CL-ს ეკუთვნის, ასევე მუსიკის შემადგენელი ტრეკისთვის „Crush“, „If I Were You“ და „Baby I Miss You“ სწორედ ის არის. მან ასევე დაწერა ტექსტი თავისი სოლო ტრეკისთვის „MTBD“, ასევე ტრეკისთვის „Scream“.[15]

სოლო აქტივობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის აგვისტოში CL-მა თავის კომპანიონებთან G-dragon-თან და Teddy park-თან (1TYM) ერთად იმუშავა სიმღერაზე „The Leaders“, რომელიც G-dragon-ის პირველ სოლო ალბომ Heartbreaker-ში იყო შესული. აგვისტოში „I Don't care“-ის რეკლამების დასრულების შემდეგ 2NE1-ის წევრებმა გამოუშვეს სოლო სინგლები. CL-ი თანამშრომლობდა თავის ჯგუფის წევრ Minzy-თან სინგლზე „Please Don't Go“, რომელიც ნოემბრის ბოლომდე ჩარტების მეექვსე ადგილს იკავებდა.[16] CL-ის პირველი სოლო სინგლი „The Baddest Female“ 2013 წლის 28 მაისს გამოვიდა.[17] 2014 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა, რომ CL-ს დაგეგმილი ჰქონდა სოლო დებიუტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მის მენეჯერ სკუტერ-ბრაუნთან ერთად.[18]

2015 წლის 21 ნოემბერს CL-მა გამოუშვა პირველი სინგლი „Hello Bitches“ მუსიკალური ვიდეოს სახით, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ეს იყო თიზერი მისი მოახლოებული EP-სთვის „Lifted“ და პირველი სოლო სიმღერა, რომელიც არ იყო 2NE1-ის ალბომის ნაწილი. რამდენიმე სიმღერა უკვე ცნობილია მისი EP-სთვის, ესენია: „Birthday“, „Fallin“, „Lifted“ ან „One“.

მუსიკალური სტილი და გავლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

CL არის ლიდერი, რეპერი და ვოკალისტი ჯგუფისა 2NE1.[19] ის იშველიებს 1TYM-ის ლიდერს ტედი პარკს, რომელიც იყო პროდიუსერი 2NE1-ის უმეტესი სიმღერებისა, ასევე პროდიუსერი მომღერალზე დიდ ზეგავლენას ახდენდა, ის იყო მისი შთაგონება, როგორც მადონა, Queen, ლაურინ ჰილი[3][20] და Lil' Kim-ი.[21]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც მთავარი შემსრულებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათაური წელი პოზიცია ჩარტებში ალბომი
KOR
[16]
"Please Don't Go"
(minzy-სთან ერთად)
2009 6 To Anyone
"The Baddest Female" 2013 4 სინგლი ალბომის გარეშე
"MTBD (Mental Breakdown)" 2014 11 Crush
"Hello Bitches" 2015 21 სინგლი ალბომის გარეშე

როგორც მიწვეული შემსრულებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათაური წელი პოზიცია ჩარტებში ალბომი
KOR
[16]
FRA NOR SWI US
Dance
US
"Hot Issue"
(G-Dragon CL-ის მონაწილეობით)
2007 Hot Issue
"DJ"
(უჰმ ჯუნგ-ჰვა CL-ის მონაწილეობით)
2008 D.I.S.C.O
"What"
(YMGA YG Family-ის მონაწილეობიტ & DJ Wreckx)
სინგლი ალბომის გარეშე
"The Leaders"
(G-Dragon CL & Teddy-ის მონაწილეობით)
2009 38 Heartbreaker
"Kiss"
(დარა CL-ის მონაწილეობით)
5 To Anyone
"Dirty Vibe"
(Skrillex ,Diplo, G-Dragon, და CL-ის მონაწილეობით)
2014 19 Recess
"Doctor Pepper"
(Diplo-სთან,[Riff Raff-თან და OG Maco-სთან)[22]
2015 სინგლი ალბომის გარეშე
"Daddy"
(Psy CL-ის მონაწილეობით)
1 40 20 25 6 97 Chiljip Psy-da
"—" denotes recordings which were not released in that country or failed to chart.
     სიმღერა ჩაიწერა კორეულად.
     სიმღერა ჩაიწერა ინგლისურად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mark Russell (29 April 2014). K-Pop Now!: The Korean Music Revolution. Tuttle Publishing, გვ. 77. ISBN 978-1-4629-1411-1. 
  2. CL at Naver Music Korean. Naver Music. NHN Corp. ციტირების თარიღი: November 13, 2010.
  3. 3.0 3.1 3.2 Park, Mi-ae. (May 22, 2009) CL, "데모 테이프 들고 무작정 YG 문 노크" Korean. eDaily SPN. eDaily. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 19, 2022. ციტირების თარიღი: November 23, 2010.
  4. Female Big Bang to be Unveiled. KBS Global (March 25, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 6, 2010. ციტირების თარიღი: November 13, 2010.
  5. 5.0 5.1 [CL 1부. 새해 첫 날, 눈물 젖은 자장면 드셔보셨나요?] Korean. OSEN. ციტირების თარიღი: June 13, 2013.
  6. Uhm Jung Hwa 2008 Mini Album – D.I.S.C.O. YesAsia.com. ციტირების თარიღი: November 13, 2010.
  7. 7.0 7.1 Lee, Hyae-rin. YG "원조 21에게 미안, '여자빅뱅' 이름 2NE1로 교체" (YG "We apologize to original '21' and Have Changed the Name to 2NE1!! Please forgive us!"). Asia Economy. March 30, 2009. Retrieved May 6, 2009.
  8. Les charts: 2NE1 discography. Syndicat National de l'Édition Phonographique. ციტირების თარიღი: 2014-11-23.
  9. Benjamin, Jeff. 2NE1 Invades America: Behind the Scenes With the K-Pop Phenomenon. ციტირების თარიღი: February 10, 2016.
  10. 10.0 10.1 Benjamin, Jeff. Watch Microsoft Brilliantly Shade Apple With 2NE1's K-Pop Hit in New Ad. ციტირების თარიღი: February 10, 2016.
  11. Benjamin, Jeff. 2NE1's 'I Am the Best' Tops World Digital Songs Chart After Big Sales Week. ციტირების თარიღი: February 10, 2016.
  12. Hicap, Jonathan. 2NE1′s ‘Crush’ achieves ‘all-kill’ status. ციტირების თარიღი: February 10, 2016.
  13. Gaon Chart reveals that Girls' Generation, 2NE1, and A Pink are the three leading girl groups in terms of sales. ციტირების თარიღი: February 10, 2016.
  14. Hicap, Jonathan. Big Bang, 2NE1 among winners in 2015 YouTube Music Awards. ციტირების თარიღი: February 10, 2016.
  15. Benjamin, Jeff. "K-Pop Superstar CL to Enter America With Scooter Braun", Billboard, 16 October 2014. Accessed 13 October 2015.
  16. 16.0 16.1 16.2 Gaon Chart Search: CL Korean. Gaon Chart. Korea Music Content Industry Association. ციტირების თარიღი: November 13, 2010.
  17. The Baddest Female CL releases her solo debut MV. allkpop (2013-05-28).
  18. 2NE1's CL confirmed to make her U.S. debut as a solo artist. allkpop (2015-07-02). On 21 November 2015 at 9PM (Korean time), CL will premiere her first single "Hello Bitches" via the released of the Music Video on the Noisey website. This is the first taste of her upcoming first EP "Lifted" and first solo song who's not part of a 2NE1 album. The EP will contain other songs like "Birthday", "Fallin", "Lifted" or "One" and maybe even "Dr. Pepper (feat. Diplo, RiFF RAFF & OG Maco)".
  19. Member Profile: CL Japanese. 2NE1 Japanese Website. YG Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 31, 2010. ციტირების თარიღი: November 13, 2010.
  20. Park Yeong-ung. (October 13, 2010) "박봄은 비욘세?"..2NE1이 밝힌 롤모델은? Korean. Star News. MoneyToday. ციტირების თარიღი: November 13, 2010.
  21. CL style inspiration for Lil' Kim English. The Fashion Law. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 28, 2019. ციტირების თარიღი: May 14, 2016.
  22. INTERVIEW: Five Things You NEED To Look Out For From Diplo In 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-08-03.