CGP Grey

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

CGP Grey — ამერიკელ-ირლანდიელი საგანმანათლებლო იუთუბერი და პოდკასტერი, რომელიც 2010 წლის 12 აგვისტოდან პოსტავს ვიდეოებს თავის არხზე, „CGP Grey“.[1] ასევე დებს ვიდეოებს მის მეორე არხზე, „CGPGrey2“ და გეიმფლეის ლაივსტრიმებს მის კიდევ ერთ არხზე, CGP Play.[2][3]

მისი YouTube არხი ძირითადად ფოკუსირებს მოკლე განმარტებით ვიდეოებზე სხვადასხვა თემების შესახებ: პოლიტიკა, გეოგრაფია, ეკონომიკა, ისტორია და კულტურა. არხის ყველაზე პოპულარული ვიდეო ეძღვნება ბრიტანული კუნძულების ტერმინოლოგიის ახსნას.[4]

გარდა ვიდეოების შექმნისა, Grey ცნობილია პოდკასტი „Hello Internet“-ის წყალობითან, რომელიც 2014 წელს მეგობარ საგანმანათლებლო იუთუბერ ბრეიდი ჰარანთან ერთად შექმნა. 2015 წლიდან, მას ასევე მიჰყავს აუდიო პოდკასტი „Cortex“ მაიკ ჰარლისთან ერთად.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. CGP Grey/about. ციტირების თარიღი: 18 July 2018
  2. CGPGrey2. ციტირების თარიღი: 23 April 2017
  3. CGPPlay. ციტირების თარიღი: 23 April 2017
  4. C. G. P. Grey. (30 January 2012) One Year & 100,000 Subscribers Later (Thank You!). CGP Grey. ციტირების თარიღი: 20 January 2013.
  5. „Introducing Relay FM's 2015 Summer Pilots“. Relay FM. ციტირების თარიღი: 13 August 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=CGP_Grey&oldid=4604315“-დან