შინაარსზე გადასვლა

CAESAR (თვითმავალი ჰაუბიცა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„სეზარი“
საარტილერიო სისტემით აღჭურვილი სატვირთო მანქანა
[[ფაილი:|300პქ]]
მე-9 მსუბუქი ჯავშნოსანი ბრიგადა „Bastille“
ტიპი თვითმავალი ჰაუბიცა
წარმომავლობის ქვეყანა საფრანგეთი
სამსახურის ისტორია
ომები და კონფლიქტები
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორი GIAT Industries (ამჟამინდელი Nexter Systems)
მწარმოებელი Nexter Systems
მახასიათებლები
წონა 17.7 ტონა (6×6)
28.7-30.2 ტონა (8×8)[1]
სიგრძე 10 მ (6x6)
12.3 მ (8x8)[1]
სიგანე 2.55 მ (6×6)
2.8 მ (8x8)[1]
სიმაღლე 3.7 მ (6×6)
3.1 მ (8x8)[1]
გათვლა / ჯგუფეული 5-6 (აუცილებლობის შემთხვევაში საკმარისია 3)

მაქსიმალური მანძილი 42 კმ (ERFB ჭურვით)

ძირითადი
შეიარაღება
155 მმ/52 კალიბრი
ძრავა დიზელი
დაკიდება 6x6/8x8
მოქმედების
დიაპაზონი
600 კმ
მაქსიმალური სიჩქარე გზაზე: 100 კმ/სთ
რელიეფზე: 50 კმ/სთ

CAESAR (ფრანგ. Camion Équipé d'un Système d'Artillerie - საარტილერიო სისტემით აღჭურვილი სატვირთო მანქანა, „სეზარი“)[2]ფრანგული წარმოების 155 მმ თვითმავალი ქვემეხი-ჰაუბიცა, დამონტაჟებული 6x6 სატვირთო შასიზე. ფრანგული არმიისთვის შექმნილი ეგზემპლარები იყენებს Renault Sherpa 10 შასის, ხოლო საექსპორტო ვარიანტი 6x6 Unimog U2450L შასის. CAESAR-ის კონცეფცია შექმნა კომპანიამ GIAT Industries (ამჟამად ცნობილია, როგორც Nexter). მას იყენებს დანიის, საფრანგეთის, ინდონეზიის, ლიბანის, საუდის არაბეთის, ტაილანდის და უკრაინის შეიარაღებული ძალები.

შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

CAESAR-ის პროექტი შეიქმნა 1990-იან წლებში ფრანგული სახელმწიფო კომპანია GIAT Industries-ის მიერ Lohr Industrie-სთან. პროექტის შექმნის მიზანი კომპანიების მხრიდან ტექნოლოგიების დემონსტრირება იყო. საჯაროდ იგი პირველად 1994 წელს გამოჩნდა. ოთხი წლის შემდეგ საფრანგეთის არმიაში ტესტირება გაიარა მისმა წინასაწარმოო მოდელმა.[3]

დიზაინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

CAESAR-ი არის ბორბლიანი, 155 მმ/L52 კალიბრის თვითმავალი ჰაუბიცა. მისი საბრძოლო მარაგი შეადგენს 18 გასროლას და ემსახურება 5-კაციანი გათვლა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში მისი ოპერირება 3 სამხედრო მოსამსახურესაც შეუძლია.[4] მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია C-130 ან Airbus A400M სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით. სროლის მაქსიმალური მანძილი გაზრდილი მანძილის სპეციალური ჭურვების გამოყენებით 42 კილომეტრია, ხოლო რეაქტიული ძრავით აღჭურვილი ჭურვებით – 50 კილომეტრზე მეტი. ქვემეხში ინტეგრირებულია სრულად კომპიუტერიზებული სისტემა, რაც ცეცხლის ავტომატური მართვის საშუალებას იძლევა. 2006 წელს Eurosatory 2006 გამოფენაზე CAESAR-ი წარმოდგენილი იყო ავტომატური გაორიენტირების სისტემით, რომელიც ეფუძნებოდა SIGMA 30 ინერციული ნავიგაციის სისტემას.

CAESAR Unimog U2450L 6x6 შასიზე

Nexter-ი ეკიპაჟის დაცულობასთან დაკავშირებული მოთხოვნების საპასუხოდ CAESAR-ისთვის ახალ, შეჯავშნულ კაბინას ქმნის. დამატებითი ჯავშანი მანქანას დაიცავს ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან, მანქანების საწინააღმდეგო ნაღმებისგან და 155 მმ ჭურვების აფეთქებით გამოწვეული დაზიანებისგან 5 მეტრიდანაც კი. ჯავშნის დამონტაჟება შესაძლებელია უკვე არსებულ CAESAR-ებზეც. იგი მის წონას 400 კილოგრამით, ხოლო ფასს 4-5%-ით გაზრდის.[5]

ინდონეზიის არმიის CAESAR-ი

2022 წლის თებერვალში საფრანგეთის შეიარაღების მთავარმა დირექტორატმა (Direction générale de l'armement, DGA) კომპანია Nexter-თან გააფორმა კონტრაქტი CAESAR 6x6 Mark II ახალი თაობის საარტილერიო სისტემის შექმნაზე. Mark II აღჭურვილი იქნება ახალი შასით, ახალი, უფრო მძლავრი, 460 ცხენის ძალის მქონე ძრავით და ავტომატური გადაცემათა კოლოფით, ცეცხლის მართვის ახალი სისტემით და STANAG 4569 Level 2 დონის ნაღმსაწინააღმდეგო და ბალისტიკური ჯავშნით. კონტრაქტი ითვალისწინებს ოთხწლიან სამუშაო ფაზას, რის შემდეგაც Mark II წარმოებაში ჩაეშვება. 2024 წელს DGA მიიღებს გადაწყვეტილებას, შეუკვეთოს 109 ერთეული სრულიად ახალი Mark II, თუ შეუკვეთოს მხოლოდ 33 ერთეული და მოახდინოს შეიარაღებაში უკვე არსებული 76 CAESAR-ის აღჭურვა ახალი სისტემებით.[6]

მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

93-ე სამთო საარტილერიო პოლკის სროლის სავარჯიშო
აფრიკის 68-ე საარტილერიო პოლკი
ტიპი
თვითმავალი ჰაუბიცა
შასი
  • 6x6: Renault Sherpa 5 საფრანგეთისთვის, Soframe-Mercedes-Benz Unimog U2450 ან Tatra-815 ექსპორტისთვის. შესაძლებელია მისი ტრანსპორტირება C-130H ან Airbus A400M Atlas-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით.
  • 8x8: Tatra-815, შესაძლებელია მისი ტრანსპორტირება A400M თვითმფრინავით.
გამავლობა
შასის განსხვავებული ტიპები მაღალ გამავლობას უზრუნველყოფს. შეუძლია მოძრაობა 40% აღმართის და 30% ჰორიზონტალური დახრილობის პირობებში, ასევე, 1,2 მეტრის სიღრმის ფონის გადალახვა. საბურავების წნევის რეგულირება შესაძლებელია დისტანციურად რელიეფის მიხედვით. მაქსიმალური სიჩქარეა გზაზე 100 კმ/სთ, ხოლო რელიეფზე 50 კმ/სთ.
შეიარაღება
155 მმ/L52 ქვემეხი. 6x6 ვერსიის საბრძოლო მარაგია 18 გასროლა, ხოლო 8x8 ვერსიისა – 36 გასროლა. სისტემა აღჭურვილია ნახევრადავტომატური დატენვის მექანიზმით.
სროლის მანძილი
  • გაზრდილი მანძილის ERFB ჭურვით: მინიმალური 4,5 კმ, მაქსიმალური 42 კმ
  • რეაქტიულ ძრავიანი ჭურვით: 50 კილომეტრზე მეტი
  • პირდაპირი დამიზნებით: 2 000 მეტრამდე
სროლის ტემპი
6-8 გასროლა წუთში
დამიზნება
გაორიენტირება ხდება ინერციული ნავიგაციის სისტემით, ცეცხლის მართვა ხორციელდება კომპიუტერიზებული სისტემით.
საბრძოლო მასალა
შეუძლია ნატოს სტანდარტის 155 მმ ყველა სახის ჭურვის გასროლა, მათ შორის, ტანკსაწინააღმდეგო BONUS-ის, რომლის პირველი გამოყენება ბრძოლაში სწორედ ამ ქვემეხიდან, 2018 წლის 3 დეკემბერს განხორციელდა[7] და M982 „ექსკალიბურის“, რომლის პირველი გასროლაც CAESAR-იდან 2019 წელს მოხდა.[8] სტანდარტული F1 ტიპის ჭურვის ტრაექტორიის მაქსიმალური სიმაღლე ფენილი ტრაექტორიით, 38 კილომეტრ მანძილზე სროლისას 14 772 მეტრია, ხოლო 34 კილომეტრზე კიდური ტრაექტორიით სროლისას 19 456 მეტრი.[9]

თითოეულ სისტემას გააჩნია საკუთარი, ინტეგრირებული ბალისტიკური კომპიუტერი და ნავიგაციის სისტემა. დამიზნება ავტომატურია და ადამიანის ჩარევას არ საჭიროებს. მიზნის მდებარეობა სისტემაში შეჰყავს გათვლას, ან ხდება მისი პირდაპირი მიწოდება რადიოგადაცემის საშუალებით მართვის ცენტრიდან. ყველა ამ მონაცემის (მიზნის მდებარეობა, მეტეოროლოგიური მონაცემები და სხვა) მიღება და დამუშავება ხდება სისტემის საცეცხლე პოზიციაზე მისვლიდან უმოკლეს დროში.

CAESAR-ების ბატარეა საცეცხლე პოზიციაზე მისვლიდან 60 წამში მზადაა გასროლისათვის, ხოლო პოზიციის დატოვება 40 წამზე ნაკლებ დროში შეუძლია. ბატარეის პოზიციაზე მისვლას, განლაგებას, 6 გასროლის განხორციელებას და პოზიციის დატოვებას სამ წუთზე ნაკლები დრო სჭირდება, რაც მის წინააღმდეგ ანტისაარტილერიო ცეცხლს არაეფექტურს ხდის.

CAESAR 8x8[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 16 სექტემბერს DSEI-ის გამოფენაზე Nexter-მა წარმოადგინა CAESAR 8x8, რომლის გაუმჯობესებული მობილობა Tatra T-815 8x8 შასითაა უზრუნველყოფილი.[10] CAESAR 8x8 სტანდარტული მოდელი აღჭურვილია 4-კაციანი შეუჯავშნავი კაბინით, თუმცა, შესაძლებელია სრულად შეჯავშნული კაბინით აღჭურვილი ვარიანტის შეკვეთაც. მთლიანი დანადგარის წონა ჯავშნის დონეზეა დამოკიდებული, თუმცა, საშუალოდ 30 ტონას აღწევს. აღჭურვილია 410 ცხენის ძალის მქონე დიზელის ძრავით.[11] საბრძოლო მარაგი გაზრდილია და შეადგენს 36 გასროლას.[12]

ოპერატიული ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაქტიკური დაჯგუფება Wagram-ის ფრანგი სამხედრო მოსამსახურეები CASESAR-ის გასროლისას. სირია-ერაყის საზღვარი, 2018 წლის მაისი.

2009 წლის ივნისში საფრანგეთის გაერთიანებული შტაბის უფროსების ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ რვა CAESAR-ი ავღანეთში, ფრანგული ოპერაციების მხარდასაჭერად გაიგზავნებოდა. მათი გადასროლა იმავე წლის ზაფხულში მოხდა.[13] სამი ერთეული 2009 წლის 1 აგვისტოს საზღვაო ქვეითების მე-3 საარტილერიო პოლკს გადაეცა (3è RAMa), რასაც მოჰყვა კიდევ ხუთი ერთეულის განლაგება თორას, თაგაბის და ნიჯრაბის მოწინავე ოპერატიულ ბაზებზე. აღნიშნული ქვემეხები აღჭურვილი იყო შეჯავშნული კაბინით, რომელსაც სასროლი ჭრილიც გააჩნდა მსუბუქი იარაღისთვის.

CAESAR-ები ლიბანში, გაეროს დროებითი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში შემავალ საფრანგეთის არმიის კონტინგენტშიც შედიოდა.

საფრანგეთის არმიის აფრიკის 68-ე საარტილერიო პოლკმა ოთხი CAESAR-ი გამოიყენა ოპერაცია „სერვალის“ დროს მალიში (2012-2014).[14] ისინი რამდენიმე შეტაკებაში გამოიყენეს, მათ შორის იყო იფოგასის ბრძოლა 2013 წლის დასაწყისში.

2011 წლის აპრილში ტაილანდის სამეფო არმიამ CAESAR-ი კამბოჯის БМ-21-ების წინააღმდეგ გამოიყენა. ტაილანდის არმიის განცხადებით მათ სულ მცირე 2 БМ-21 გაანადგურეს.[15]

ოთხი CAESAR-ი გამოყენებული იქნა ერაყში, მოსულის ბრძოლაში, რომლის დროსაც ფრანგული ძალები მხარს უჭერდნენ ერაყის არმიის ოპერაციას მოსულის ISIL-ისგან დასაბრუნებლად 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის ივლისამდე.[16]

რამდენიმე CAESAR-ი უჭერდა მხარს სირიის დემოკრატიულ ძალებს ბაღუზ ფაუქანის ბრძოლაში, 2018 წლილს 8 ნოემბრიდან 2019 წლის აპრილამდე. ოპერაცია, რომელიც ისლამური სახელმწიფოს მიერ დაკავებული უკანასკნელი ქალაქის გათავისუფლებას ისახავდა მიზნად, წარმატებით დასრულდა. სისტემები აშშ-ის არმიის მიერ სპეციალურად ამ ოპერაციისთვის აშენებულ საჰამის ბაზაზე იყო განლაგებული. საარტილერიო მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ღრუბლიან დღეებში, როცა ცუდი ხილვადობის გამო აშშ-ის ძალები საჰაერო იერიშებს ვერ ახორციელებდნენ.[17]

შესაძლოა, CAESAR-ის ტიპის ჰაუბიცები გამოყენებული ყოფილიყო საუდის არაბეთის მიერ იემენის სამოქალაქო ომის დროს სამოქალაქო მიზნების წინააღმდეგ.[18]

CAESAR-ები გამოიყენება უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომში.[19]

ოპერატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამინდელი ოპერატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

CAESAR-ის ოპერატორების რუკა
  • საფრანგეთის დროშა საფრანგეთი: პირველი შეკვეთა (5 ჰაუბიცაზე) 2000 წლის 20 სექტემბერს გაფორმდა, ხოლო მათი მიწოდება 2003 წელს განხორციელდა. მათი ტესტირების და დადებითი შეფასების შემდეგ, 2004 წლის ბოლოს გაფორმდა მთავარი შეკვეთა 72 ჰაუბიცაზე. 8 ჰაუბიცისგან შემდგარი პირველი სერიის ჩაბარება საფრანგეთის არმიისთვის 2008 წლის ივლისში დაიწყო.[20] შეკვეთა ჯერ არ გაფორმებულა, თუმცა, ოფიციალურად დადასტურდა მოთხოვნა დამატებით 32 ერთეული CAESAR 8x8 შეჯავშნული ჰაუბიცების შესახებ, რომლებმაც AMX-30 AuF1 სისტემები 2030 წლისთვის სრულად უნდა ჩაანაცვლოს.[21]
  • ინდონეზიის დროშა ინდონეზია: ინდონეზიის არმიამ 37 CAESAR-ი შეუკვეთა. შეკვეთის ღირებულება $240 მილიონი იყო, ხოლო მიწოდება 2012 წლის სექტემბერში დაიწყო. დამატებით 18 ერთეულის შეკვეთას ხელი 2017 წლის თებერვალში მოეწერა.[22][23]
  • ლიბანის დროშა ლიბანი: საფრანგეთი დათანხმა ლიბანის არმიისთვის 28 CAESAR-ის მიწოდებას. შეკვეთა საუდის არაბეთის მიერ გამოყოფილი გრანტით ფინანსდება.[24]
  • საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი: 2006 წელს GIAT-მა განაცხადა 76+4 ერთეული CAESAR-ის გაყიდვის შესახებ დაუზუსტებელ უცხო ქვეყანაზე. მოგვიანებით, დადასტურდა, რომ შემსყიდველი საუდის არაბეთი იყო.[25] 80 სისტემის შესყიდვაზე საბოლოო შეთანხმება 2007 წელს გაფორმდა. პირველი ორი სისტემა საფრანგეთში აიწყობა, ხოლო დანარჩენი 78 საუდის არაბეთში.[26] 2010 წლის მარტში საუდის არაბეთის ეროვნულმა გვარდიამ მიიღო პირველი 4 სისტემა განსაზღვრული 100 ერთეულიდან.[27]
  • ტაილანდის დროშა ტაილანდი: 2006 წელს ტაილანდის სამეფო არმიამ 6 CAESAR 6x6 შეუკვეთა და მათ 2010 წლიდან იყენებს.[2][25]

მომავალი ოპერატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დანიის დროშა დანია: 2017 წლის 14 მარტს დადასტურდა, რომ დანიის სამეფო არმიამ ახალი ძირითადი საარტილერიო სისტემის სახით CAESAR 8x8 შეარჩია. მთლიანობაში შესყიდული იქნება 19 სისტემა, რომელთა ჩაბარებაც 2021-2023 წლებში დაიწყება.[28][29][30][31]
  • მაროკოს დროშა მაროკო 2020 წლის დასაწყისში მაროკომ დაადასტურა 36 ერთეული CAESAR 6x6-ის შეძენა.[32][33][34]
  • ჩეხეთის დროშა ჩეხეთი: 2020 წლის ივნისში ჩეხეთის არმიის მიერ გამოცხადებული 200 მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი CAESAR 8x8-მ მოიგო. ჩეხეთი 52 ერთეულ სისტემას შეიძენს, რომელიც ჩეხურ Tatra 815–7T3RC1 8×8 შასიზე დამონტაჟდება.[35]
  • ბელგიის დროშა ბელგია: CaMo პროგრამის ფარგლებში ფრანგული Griffon-ის და Jaguar-ის ტიპის ჯავშანმანქანების შეძენის შემდეგ, ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება შეუკვეთოს 9 ერთეული CAESAR 6x6. კონტრაქტის საერთო ღირებულება დაახლოებით 48 მილიონი ევრო იქნება.[36]
  • უკრაინის დროშა უკრაინა: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საფრანგეთმა ქვეყანას 12 ერთეული CAESAR 6x6 გადასცა. 2022 წლის 22 აპრილს სისტემასთან დაკავშირებული ტრენინგებისთვის საფრანგეთში 40 უკრაინელი სამხედრო ჩავიდა.[37][19][38]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-23. ციტირების თარიღი: 2018-06-06
  2. 2.0 2.1 Caesar self propelled gun-www.defense-update.com დაარქივებული 2007-10-21 საიტზე Wayback Machine. ; retrieved 13 February 2007
  3. "Nexter Systems CAESAR 155 mm self-propelled gun (France), Self-propelled guns and howitzers (wheeled)". Jane's Armour and Artillery. February 10, 2010. Retrieved January 5, 2011.
  4. CAESAR 6X6 DÉPLOYÉ SUR LES THÉÂTRES D'OPÉRATIONS DEPUIS 2009 fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-12. ციტირების თარიღი: 2022-05-04.
  5. CAESAR Gets Bulletproof, Just In Case დაარქივებული 2013-06-18 საიტზე Wayback Machine. - Strategypage.com, 15 June 2013
  6. Nexter from France launches development of CAESAR 6x6 Mark II 155mm self-propelled howitzer. Army Recognition. 19 February 2022.
  7. Irak : Les artilleurs français ont détruit une colonne de véhicules de l’État islamique avec des obus « BONUS » (7 décembre 2018)..
  8. L’obus Excalibur bientôt qualifié sur CAESAR (14 janvier 2019)..
  9. (8 juin 2015) Détachement de Liaison, Observation et Coordination (DLOC) (PDF), Centre interarmées de concepts, de doctrines et d’expérimentations, გვ. 62.  დაარქივებული 2016-06-06 საიტზე Wayback Machine.
  10. Archived copy. ციტირების თარიღი: 2017-10-12
  11. Janes | Latest defence and security news. ციტირების თარიღი: 2016-02-08
  12. CAESAR 8X8 L'AVENIR D'UN CONCEPT RÉVOLUTIONNAIRE fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-02-03. ციტირების თარიღი: 2022-05-07.
  13. Libération; La France va envoyer des CAESAR en Afghanistan; 29 June 2009 დაარქივებული 1 July 2009 საიტზე Wayback Machine. (in French)
  14. FOB – Forces Operations Blog » Mali: VBCI et Caesar engagés dans l'opération Serval. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-05. ციტირების თარიღი: 5 November 2014
  15. Artillery : Caesar Gets Bulletproof, Just In Case - RP Defense. RP Defense. ციტირების თარიღი: 5 November 2014
  16. „Mossoul : le Charles de Gaulle manque le début de l'offensive“. Ouest-France.fr (ფრანგული). 17 October 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 October 2016. ციტირების თარიღი: 17 October 2016.
  17. Welch, Jason. (2018-12-18) Firebase Saham: A day in the life of joint-artillerymen securing the Iraq border en-US. ციტირების თარიღი: 2019-04-19
  18. „French-made tanks and howitzer canons used in Yemeni war: Disclose“. Reuters (ინგლისური). 2019-04-15. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-12. ციტირების თარიღი: 2019-05-16.
  19. 19.0 19.1 Montefiori, Propos recueillis par Michael Backfisch, Céline Bardy, Gaëlle Fleitour, Laurent Marchand et Stefano. (2022-04-22) « Le risque d’escalade en Ukraine est très fort » fr. ციტირების თარიღი: 2022-04-22
  20. Daffix, Bruno. La DGA livre le premier canon CAESAR à l'armée de terre. DGA. ციტირების თარიღი: 2008-07-26
  21. Opex360; Artillerie : 32 CAESAR blindés remplaceront les derniers canons AUF1 en 2030 En savoir plus sur http://www.opex360.com/2015/10/24/artillerie-32-caesar-blindes-remplaceront-les-derniers-canons-auf1-en-2030/#xBBW5PRSGGXzg7iI.99; 24 October 2015 დაარქივებული 2017-03-21 საიტზე Wayback Machine. (in French)
  22. Défense : quand le Danemark veut du "Made in France". La Tribune (18 September 2012). ციტირების თარიღი: 5 November 2014
  23. Tomkins, Richard. Nexter providing CAESAR howitzer systems to Indonesia (20 February 2017). ციტირების თარიღი: 21 February 2017
  24. Lebanese armed forces to purchase French VBC 90 armoured and CAESAR 155mm howitzers 2510142 | October 2014 global defense security news UK | Defense Security Global news Industry army 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-22. ციტირების თარიღი: 2014-12-26
  25. 25.0 25.1 Libération; Des canons français pour l'Arabie saoudite; 20 July 2006 დაარქივებული 21 July 2006 საიტზე Wayback Machine. (in French)
  26. Janes.com; Déjà 163 "feuilles" de laurier à la couronne de Caesar. ციტირების თარიღი: 5 November 2014
  27. http://www.janes.com/news/defence/jdw/jdw100331_2_n.shtml დაარქივებული 2010-04-08 საიტზე Wayback Machine. "Saudi Arabia takes delivery of first CAESARs",Jane's Information Group, 31 March 2010
  28. Nyt materiel til Forsvaret da. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-15. ციტირების თარიღი: 2017-03-14
  29. Felstead, Peter. Nexter announces Danish 8x8 CAESAR contract (23 May 2017). ციტირების თარიღი: 24 May 2017
  30. Denmark purchases 4 additional Nexter CAESAR 8x8 self-propelled howitzer | October 2019 Global Defense Security army news industry | Defense Security global news industry army 2019 | Archive News year.
  31. Hærens 15 nye artillerisystemer leveres næste år efter coronaforsinkelse (30 October 2020).
  32. Guessous, Hamza. (2020-01-22) Morocco Plans to Acquire €400 Million in Armaments from France en. Morocco World News. ციტირების თარიღი: 2020-07-04
  33. Cabirol, Michel. (2020-01-21) Armement : le Maroc achète un peu de "Made in France" mais énormément de "Made in USA". La Tribune. ციტირების თარიღი: 2020-07-04
  34. Morocco to purchase 36 French Nexter CAESAR 155mm 6x6 self-propelled howitzers | Defense News November 2020 Global Security army industry | Defense Security global news industry army 2020 | Archive News year. ციტირების თარიღი: 2021-04-02
  35. Archived copy. ციტირების თარიღი: 2020-06-06
  36. Na de controverse over de aankoop van de F-35, kiest het Belgisch leger ditmaal voor een nieuw Frans kanon (3 November 2021).
  37. Love Map Ukraine (22 April 2022).
  38. Lagneau, Laurent. (2022-04-22) Artillerie : M. Macron annonce la livraison par la France de CAESAr à l’Ukraine fr. ციტირების თარიღი: 2022-04-22