C64 Direct-to-TV, შემოკლებით C64DTV — Commodore 64-ის ერთჩიპიანი იმპლემენტაცია, რომელიც მოთავსებულია ჯოისტიკში (მოდელირებული 1980-იანი წლების შუა პერიოდის Competition Pro ჯოისტიკის მიხედვით) და შეიცავს 30 ჩაშენებულ თამაშს. დიზაინი მსგავსია Atari Classics 10-in-1 TV Game-ის. C64DTV-ის სქემები შექმნა ჯერი ელზუორთმა, კომპიუტერული ჩიპების დიზაინერმა, რომელსაც მანამდე C-One ჰქონდა შექმნილი.
Tulip Computers-მა (რომელმაც Commodore-ის ბრენდის სახელი 1997 წელს შეიძინა) უფლებები Ironstone Partners-ს მიჰყიდა. ეს უკანასკნელი თანამშრომლობდა DC Studios-სა და Mammoth Toys-თან მოწყობილობის შემუშავებასა და მარკეტინგში.[1] 2004 წლის ბოლოს QVC-მ შეიძინა წარმოებული პირველი 250 000 ერთეული და მათი გაყიდვაში ჩაშვების პირველივე დღეს 70 000 გაყიდვა მოახერხა.