C-SPAN
| C-SPAN | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| მისამართი | კაპიტოლ-ჰილი, ვაშინგტონი, აშშ |
| დაფუძნდა | 19 მარტი, 1979 |
| დამფუძნებელი | ბრაიან ლემბი |
| მფლობელი | ეროვნული საკაბელო სატელიტური კორპორაცია |
| საიტი | c-span.org |
Cable-Satellite Public Affairs Network (/ˈsiːˌspæn/ SEE-span); ქართ. საჯარო საკითხების საკაბელო-სატელიტური ქსელი[1]) — ამერიკული საკაბელო და სატელიტური ტელევიზიის ქსელი, რომელიც შეიქმნა 1979 წელს საკაბელო ტელევიზიის ინდუსტრიის მიერ, როგორც არაკომერციული საზოგადოებრივი სერვისი.[2]
ის ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის სხდომების და სხვა საზოგადოებრივი საკითხების პროგრამების ტელეტრანსლაციას. C-SPAN არის კერძო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება მისი საკაბელო და სატელიტური შვილობილი კომპანიების მიერ.
მისი არცერთი სატელევიზიო ქსელი და არც რადიოსადგური არ შეიცავს სარეკლამო რგოლებს. თუმცა, მის ოფიციალურ საიტზე განთავსებულია ბანერული რეკლამები. ქსელი სრულად დამოუკიდებლად ოპერირებს; მის პროგრამულ შინაარსზე კონტროლი არ ვრცელდება არც საკაბელო ინდუსტრიის და არც აშშ-ის კონგრესის მხრიდან.
C-SPAN-ის ქსელი მოიცავს სატელევიზიო არხებს C-SPAN-ს, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სხდომებზეა ორიენტირებული; C-SPAN2-ს,[3] რომელიც აშშ-ის სენატის სხდომებზეა ორიენტირებული და C-SPAN3-ს, რომელიც სხვა სამთავრობო მოსმენებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს გადასცემს.[3] ქსელი აგრეთვე მოიცავს რადიოსადგურ WCSP-FM-ს და ვებსაიტების ჯგუფს. C-SPAN-ის სატელევიზიო არხები ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებში 100 მილიონამდე საკაბელო და სატელიტური აბონენტისთვის არის ხელმისაწვდომი.[4][5] გარდა ამისა, არაპოლიტიკური შინაარსის ფარგლებში გადაიცემა ისტორიული პროგრამები,[6] ისევე როგორც არამხატვრული წიგნებისადმი მიძღვნილი პროგრამები[7] და ინტერვიუები საჯარო პოლიტიკაში ჩართულ ცნობილ ადამიანებთან.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „C-SPAN“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი
- მედიის ბოლოდროინდელი სიუჟეტები — C-SPAN
- C-SPAN-ის ჩანაწერების რეპოზიტორიუმი — ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი (დაარქივებული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ირაკლი მხეიძე, საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა - საერთაშორისო სტანდარტები, საზღავრგარეთის პრაქტიკა და საქართველოს რეალობა, ივნისი, 2020. — გვ. 58. 199 გვ.
- ↑ „Lamb opened government with C-SPAN“. Journal & Courier. Lafayette, Indiana. November 3, 2007. p. 6A. ციტირების თარიღი: May 22, 2013.
- 1 2 FAQs. ციტირების თარიღი: August 22, 2019
- ↑ Linda M. Harrington (October 31, 1993). „C-SPAN: TV's Political Insider in Washington“. Chicago Tribune. ციტირების თარიღი: May 22, 2013.
- ↑ Bedard, Paul. (June 22, 2010) Brian Lamb: C-SPAN Now Reaches 100 Million Homes. usnews.com. U.S. News & World Report. ციტირების თარიღი: November 22, 2010
- ↑ C-SPAN: The Other Washington Monument. tvnewscheck.com. News Check Media (April 20, 2010). ციტირების თარიღი: November 30, 2010
- ↑ Book TV. ციტირების თარიღი: October 3, 2025